Wednesday, October 28, 2009

გამოხმაურება საცდელ ნომერზე


ლაშა არზიანი

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი


გაზეთისაქართველოს რესპუბლიკა”, # 209 (6309), ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2009 წელი

გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს ჟურნალსამხედროსსექტემბრის ნომერი. გარეკანის პირველივე გვერდს შავ-შინდისფერ ფერებში გადაწყვეტილი საინტერესო დიზაინი გამოარჩევს. ჟურნალის მიზანია სამხედრო ცოდნით შეიარაღბული ძალების მომზადება, რაც უკვე გახმიანდა თავდაცვის მინისტრის გამოსვლაში: ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყვეტ და ნათელ მიზანს სამი პრიორიტეტი წარმოადგენს: მოდერნიზაცია, მშვიდობა, ნატოში ინტეგრაცია”. ჟურნალშიც ყურადღება გამახვილებულია საქართველოს შეიარაღებული ძლების გაძლიერებასა და მის პროფესიულ განვითარებაზე დასავლური სტანდარტების შესაბამისად.
სამხედროსახალ ნომერს ამშვენებს ქართული შეიარაღებული ძალების მხატვრული ფოტოები და დიდ ადამიანთა გამონათქვამები. მაგალითად, იულიუს კეისრის, ვოლტერის, სუნ ძუს, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის.
ჟურნალის სარედაქციო წერილი:  ”არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ გარეშე ღვთისა დამბადებლისასაქართველო-რუსეთის წლისთავის გამო აღძრულ ფიქრებზეა:  ”...ჩვენ არ მივდივართ რუსეთის დასაპყრობად, რუსი მოდის აქ საქართველოს დასაშლელად და თავი უნდა დაიცვა კაცმა...
ყველაზე მეტხანს, მთელი სამასი წელიწადი ისხდნენ არაბები თბილისში. ბოლოს, მაინც მოუწიათ წასვლა თავიანთ უდაბნოებში...
რუსები 226 წელია აქ არიან და ისინიც წავლენ...”
ეს სულისკვეთება - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - გასდევს ჟურნალის ახალ ნომერს.
რუბრიკით ”226 წლიანი ბრძოლა გრძელდებაწარმოდგენილია აგვისტოს ომის ამსახველი მასალები, რომელსაც წინ უძღვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ტროპარი ჯვრისა და და ლოცვა ერისა და მამულისა.
ცხინვალელი ძმების, გიორგი და გელა რომელაშვილების გმირობის სევდიან ისტორიაზე მოგვითხრობს მიხო მოსულიშვილის ნარკვევი; ჟურნალისტი გიორგი თუხარელი იხსენებს ერთი წლის წინანდელი ომის სურათს და ქართულ სოფლებში შექმნილ ვითარებას.
აგვისტოს ომის დროს სერჟანტებმა ნანა ცხადაძემ და ნანა ბასლანძემ ცხინვალში უამრავი დაჭრილი გადაარჩინეს. ისინი თავადაც დაიჭრნენ, მაგრამ ახლა ორივენი სამხედრო სამსახურს განაგძობენ. ”ორი ნანა აგვისტოს ომში” - ასე ჰქვია ზურაბ ოდილავაძის ამ წერილს.
ჟურნალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ჯო ბაიდენის ვიზიტს, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ უფრო გაამყარა. აქვე წარმოდგენილია ინტერვიუ ნატოს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე და ანალიტიკური წერილი: ”ნატოს წვრთნები საქართველოში”.
მამა დავით ლონდარიძე მინდია არაბულს ესუბრება ქართული ჯარისა და ეკლესიის ერთიანობაზე.
საინტერესო მასალებია წარმოდგენილი რუბრიკებით: ”ბრძოლები და მხედართმთავრები”, ”პარტიზანული ბრძოლა: სტრატეგია და ტაქტიკა”, ”ინოვაციები და ტექნოლოგიები”.
ჟურნალში გამოქვეყნებულია ზაალ სამადაშვილის მოთხრობაკუნდერა, 1968”, რომლის გმირი ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები მწერალი მილან კუნდერაა. კუნდერა, თავის დროზე, რომანით გამოეხმაურა საბჭოთა საოკუპაციო ჯარის შესვლას ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს.
ფოტოჟურნალისტ რობეტ კაპას ცხოვრებაზე მოგვითხრობს ნინა შლამოვასრობერტ კაპა - ომის ფოტოგრფი”. აქვე გაეცნობით ილია კობერიძისჰოლივუდი აგვისტოს ომზე”, ანა ალანიას რეპორტაჟს ზაზა კოლელიშვილის ახალ ფილმზეომი და ქორწილი - memento mori"... და სხვა საინტერესო მასალებს...






Tuesday, October 27, 2009

ზალიკო სულაკაური


ელენე ოკინაშვილი

პორტრეტი კარიკატურების ფონზე

"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა დავიბადეთ და ჩვენს ოჯახში გაშლილ სუფრას ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი, ნოდარ დუმბაძე თამადობდა", _ იხსენებს მხატვარ-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური. ეს უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს. ალბათ, უფალმა ინება მისი იუმორის ჟანრში მუშაობა და დუმბაძისეული ღიმილის თუ ღიმილის უკან დამალული სევდის ფურცელზე გადატანა. მამა კინოსტუდიაში, მულტ-გაერთიანებაში მუშაობდა, კარიკატურით სწორედ მაშინ დაინტერესდა. მოღვაწეობაც მულტიპლიკაციაში დაიწყო... 1995 წელს პირველი კარიკატურა ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა და რაკი ჟურნალისტიკაში ფეხი შედგა, თითქოს მორევში ჩაითრიაო იქ შექმნილმა გარემომ, "მოიწამლა" არსებული ატმოსფეროთი და დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს. მას შემდეგ ზაალ სულაკაურისთვის კარიკატურის ხატვა საყვარელ საქმედ იქცა. პროფესიონალი მხატვარი რომ გამხდარიყო, ბევრი იმუშავა და საწადელ მიზანს მიაღწია. დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურა.
ყველაზე დიდი სტიმული, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რომ შემოქმედებით გზაზე მეტი გაეკეთებინა, იყო გიზო ნიშნიანიძის საქებარი სიტყვები: "როცა გიზო ნიშნიანიძემ მითხრა, შენ უკეთესად დამხატე, ვიდრე რუსმა მხატვარ-კარიკატურისტებმა კუკრინიქსებმაო, ეს ჩემთვის ძალიან დიდი აღიარება, დაფასება და უდიდესი კომპლიმენტი იყო", _ამბობს ზაალი.
კუკრინიქსების გარდა, ამ სფეროში მოღვაწე მხატვართაგან საუკეთესოდ მეჩვიდმეტე_მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი შემოქმედი, ონორე დომიე მიაჩნია, რომელმაც საოცარი კარიკატურები და ნახატები შექმნა.
კარიკატურისტისთვის აუცილებელია შემოქმედებითი და მხატვრობის ნიჭი; იგი ამავე დროს ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნება ადამიანის ხასიათის გამოცნობის უნარი.
ზაალ სულაკაური შინაგანად გრძნობს, თითოეული ადამიანის სულიერ სამყაროს. Aამის მისაღწევად კი წლები დასჭირდა. "ის, ვისაც ვხატავ, შეიძლება იყოს მხიარული და ხალისიანი, მაგრამ ხატვის მომენტში თავი მომაჩვენოს გაბრაზებულად ან კიდევ პირიქით. ამ შემთხვევაში თუ როგორ დახატავს კარიკატურისტი, უკვე მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული".
ხატვაზე არც მაშინ უთქვამს უარი, როდესაც ჯარში გაიწვიეს. ტყუპი ძმები კოპიტნარის საავიაციო სამხედრო ნაწილში გაანაწილეს. ჯარში სამსახური იმ პერიოდში მოუწია, როცა საბჭოთა კავშირის ნგრევა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ბრძოლა იწყებოდა. შტაბში გადაყვანილი ზალიკო და ზურაბი იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც საიდუმლო მასალები და საბრძოლო რუკები ინახებოდა. მათ საიდუმლო ოთახის დერეფანი თურქ-სელჩუკების დროინდელი ომის ამსახველი სურათებით მოხატეს; ამ საქმეში მხატვარ სერგო ქობულაძის შემოქმედების ცოდნა დაეხმარათ; ძირითადად გუაშებში ხატვდნენ. ერთ-ერთ ტიპაჟში ზაალმა საკუთარი თავი ჩასვა, მეორეში _ ვაჟა-ფშაველა და სხვა ცნობილი სახეები. რუსი სამხედროები გაკვირვებულები უყურებდნენ მოხატულ კედლებს და უკვირდათ, რომ ომის თემაზე შექმნილ სურათებზე ვერ ხედავდნენ მებრძოლების დაღვრილ სისხლს. ჯარისკაცებს სურდათ ენახათ რეალისტური ნახატი, სამაგიეროდ წითელ სტაფილოსფრად შეღებილი ცა ისეთ ეფექტს ახდენდა, თითქოს სასტიკი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული.
თანამედროვე ჯარის თემაზეც აქვს დახატული კარიკატურები, ოღონდ არსად გამოქვეყნებულა, _ პირადად ჩუქნის იმათ, ვისაც ხატავს. ბევრი ჯარისკაცის, გენერლის, პოლიტიკოსის თუ ცნობილი ადამიანის კარიკატურა აქვს შექმნილი. ადამიანი რომ დახატო, რაღაც თვალშისაცემი უნდა ჰქონდეს. ზოგს ისეთი გარეგნობა აქვს, ასეთზე იტყვიან ხოლმე, _ მოსიარულე კარიკატურააო. ყველა ცნობილ ადამიანს აქვს რაღაც დამახასიათებელი.
აგვისტოს ომის თემაზეც უმუშავია და სამხატვრო აკადემიის მიერ მოწყობილ კონკურსშიც მონაწილეობდა. მან დახატა დათვი, რომელიც რუსეთს განასახიერებს და კბილებით ჩაბღაუჭებულია სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიას. დახატული აქვს კიდევ ასეთი ნახატი _ რუსი ჯარისკაცი, რომელსაც მიაქვს უნიტაზი, ჩანგალი, კოვზი და სხვა ნივთები; ეს კარიკატურა შემდგომ გადაიტანეს მაისურებზე და ასე გაავრცელეს.
"ჩვენ, მხატვრები ღმერთისგან დასჯილები ვართ, ოღონდ ეს დასჯა არის კეთილი დასჯა, რაც გამოიხატება შემდეგში: როცა ხარ მხატვარი, არაფერში არ უნდა ცდებოდე, სულ უნდა ხატავდე, სულ რაღაცას უნდა აკეთებდე. ახლა ჩემი ჩანთა რომ გახსნა, გაძეძგილია ნახატებით. ვშრომობ, მაგრამ შინაგანად მაქვს შეგრძნება, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ერთი დღე რომ არ ხატო, ჩათვალე, _ რა დონეზეც ხარ, ერთი კვირა დაგჭირდება, რომ იშრომო და ისევ იმ დონეს დაუბრუნდე" - ამბობს კარიკატურისტი.
ზაალ სულაკაურს ბევრ კონკურსში მიუღია მონაწილეობა და გაუმარჯვია კიდეც. ერთ-ერთი იყო თურქეთში ჩატარებული ფესტივალი, საქართველოში კი ყველაზე საინტერესო და მაშტაბური 2001 წელს, თბილისში ჩატარებული ბეჭდური პრესის ფესტივალი იყო. ერთ-ერთ ნომინაციაში "საუკეთესო კარიკატურა", გამოავლინეს სამი გამარჯვებული და მათ შორის მთავარი პრიზი გაზეთ "ახალი ეპოქის" კარიკატურისტს, ზაალ სულაკაურს გადაეცა. "ფილარმონიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე ჩემს გვერდით იჯდა გიორგი სანაია, პირველად იმან მომილოცა ამ კონკურსში გამარჯვება. მას შემდეგ ასეთი სახის კონკურსები აღარ ჩატარებულა" _ იხსენებს იგი.
არ არსებობს ისეთი რამე, რისი დახატვაც ზალიკოს სურდეს და არ დაეხატოს. ძირითადად პორტრეტული გაშარჟების მხატვარია. მისი, როგორც პროფესიონალის პრინციპია, შეურაცყოფა არ მიაყენოს ადამიანს, ვის კარიკატურასაც ხატავს _ "ისე მოექეცი სხვას, როგორც შენ გინდა რომ მოგეგცნენო, - ნათქვამია. ერთხელ ერთმა ესპანელმა დამხატა. გული წამივიდა, რომ ვნახე მისი ნახატი, მაგრამ ის ემოცია რომ დაცხრა, მერე მივხვდი თუ რამდენ ადამიანს გავუხეთქე გული".
კარიკატურისტობის გარდა, კიდევ ერთი ახალი საქმის ძიებას მიჰყო ხელი და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე შეაჩერა არჩევანი. მაგრამ ბავშვებთან მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ყველა ბავშვს თავისებურად უნდა მიდგომა. მხატვრის აზრით, ბავშვს ერთი რომ დაუყვირო, შეიძლება მხატვრობის სურვილი გაუქრო. "მე და ჩემი ტყუპისცალი ხატვაზე რომ დავდიოდით, მასწავლებელმა რომ უყვირა, მას შემდეგ გადააგდო ფანქარი და ნახევარი წელი არ უხატია. კიდევ კარგი, მე ვყავდი, ვეუბნებოდი, სხვა მასწავლებელთან ვიაროთ მეთქი. როგორც იქნა გადმოვიბირე და ეხლა არის საკმაოდ ძლიერი მხატვარი. მე რომ არ ვყოფილიყავი, ხატვას თავს დაანებებდა".

ზალიკო სულაკაურს გული წყდება, რომ საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, ამ სფეროში მოღვაწეობა თითქმის აღარავის აინტერესებს და კარიკატურისტებიც თითზე ჩამოსათვლელები არიან. როგორც ირწმუნება, ერთმა კარგმა კარიკატურამ შეიძლება ჟურნალ-გაზეთების გამომცემელს მთელი ტირაჟი გაუყიდოს. ამისთვის მხოლოდ მათი დაინტერესება და სურვილია საჭირო, ხოლო ნიჭიერ ადამიანს საქართველოში რა გამოლევს....

Battlestations Pacific


დავით ჯოხაძე

ბრძოლის ველი: წყნარი ოკეანე

კომპიუტერული თამშების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანიამ “Eidos Interactive“-მა ახალი თამაში “Battlestations Pacific” გამოუშვა. თამაში წარმოადგენს Aცტიონ-ის და ღეალ-ტიმე ტაცტიცს-ის ტიპის თამაშის ნაზავს. თამაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ PC და Xbox 360 – პლატფორმებზე არის ხელმისაწვდომი. თამაშის "გეიმფლეი" (იდეა) აგებულია აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ წყნარი ოკეანის კამპანიაზე. თამაშის მსვლელობისას მოთამაშეს საშუალება აქვს მთლიანად ჩაერთოს სცენარში.  Bატტლესტატიონს Pაციფიც –ში მოთამაშეს მოუწევს შეებრძოლოს იაპონურ ექპსერიმენალურ თვითმფრინავებს და სხვადასხვა სახის მცურავ საშუალებებს; ასევე მოუწევს მოიგერიოს კამიკაძე მფრინავების და მეზღვაურების თავდასხმა.
თამაშის სცენარი მიმდინარეობს 1941 წლის პერლ ჰარობირს შეტევიდან 1945 წლის ოკინავას ბრძოლამდე პრეიოდში. თამაშში შესაძლებელია ორივე კამპანიის წარმოება. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თუ ვის მხარეს იქნბეა - აშშ-ს თუ იაპონიის. თამაში 28 სირთულის მიხედვით დალაგებული მისიისგან შედგება.
თამაში ვიზუალურად უმნიშვნელო დეტალებამდეა დახვეწილი. აქ არსებული ობიექტების ტექსტურები ძალზე რეალისტურად არის დახვეწილი (ფოთლების შრიალი, წყლის ზედაპირის მოძრაობა, ღრუბლები, წვიმა, ქარი და ა.შ.).
თამაშის მსვლელობისას მოთამაშეს მოუწევს სხვადასხვა სირთულის სამხედრო სტრატეგიის დაგეგმვა და მისი შემდგომი განხორციელება. თამაშში ინტეგრირებულია ჩვეულებრივი სტრატეგიის, RPG, 1st Person Action და სიმულატორის ელემენტები. აღსანიშნავაია, რომ  Bატტლესტატიონს Pაციფიც-ში სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა ძალზე მნიშვნველოვანია, მოგება ან წაგება დამოკიდებულია შეტევების და მანევრების ზედმიწევნით სწორად დაგეგმვაზე.
Battlestations Pacific-ის თამაში შესაძლებელია როგორც კომპიუტერის წინააღმდეგ, ასევე ქსელშიც. 2009 წელის თებერვალში მსოფლიოს კომპიუტერული თამაშების გამოფენაზე ნიუ-იორკში თამაში Battlestations Pacific მსოფლიოს საუკეთესო კომპიუტერული თამაშების ასეულში მოხვდა.
თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ Battlestations Pacific-ს საკმაოდ მძლავრი მონაცემების კომპიუტერი სჭირდება, რათა მოთამაშემ მთლიანად აღიქვას თამაში, უმცირეს დეტალებამდე.

სისტემური მოთხოვნები: System requirements
OS: Windows Vista/XP
Processor: 3Ghz or higher single core processor.
Memory: 1GB RAM (XP) / 2GB RAM (Vista) – 8GB free hard drive space
Video card: 256MB memory (GeForce 6800GT+, ATI Radeon X1800+[3]

სამხედროს სპორტი

ილია კობერიძე

რინგიც ბრძოლის ველია

ბოლო წლებში ქართველი სპორტსმენები გუნდურ სახეობებში წარმატებებით დიდად ვერ დაიკვეხნიან. ერთადერთი სასიამოვნო გამონაკლისი მორაგბეთა ნაკრებია, სხვა მხრივ კი ძირითადად მოჭიდავეები, ძიუდოისტები, მოკრივეები და სხვა ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლები გვახარებენ ხოლმე. შეიარაღებულ ძალებშიც, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პოპულარული უფრო ეს სახეობებია. აქტიურ სპორტში მოღვაწეობა ჯარისკაცს მუდმივად სასურველ ფორმაში ყოფნის საშუალებას აძლევს, ეს კი მას ნებისმიერი დავალების შესრულებას ერთი-ორად უადვილებს. ქართულ არმია ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ისინი როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ წარმატებულად გამოდიან. ამჯერად ყურადღებას ორ მათგანზე შევაჩერებთ.
სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის რიგითმა, თემურ ღლონტმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ კიკბოქსინგის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირში 12 ქვეყნის უძლიერესმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. თემური უკრაინაში საქართველოსა და კავკასიის ჩემპიონის სტატუსით გაემგზავრა და 57-60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხი ბრძოლა გამართა. ბელგიელი, უზბეკი და პორტუგალიელი მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ, ფინალში აზერბაიჯანელს დაუპირისპირდა და არც მისი ძლევა გასჭირვებია.
თემურისგან განსხვავებით, საერთაშორისო მწვერვალების დაპყრობას მომავალში აპირებს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უდაოდ ყველაზე ძლიერი ჯარისკაცი, კოტე მამაგეიშვილი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კოტე სამ წელზე მეტია მსახურობს. კრივზე ბავშვობაშიც დადიოდა, მერე თავი დაუნებებია, ჯარში სამსახურის პერიოდში კი ვარჯიში ისევ განუახლებია და არც ნანობს. სუპერმძიმე წონაში  თავდაცვის პირველობის მოგებისა და საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი მიეცა. კონტინენტის უძლიერესი მოკრივეების შეჯიბრებას სექტემბერში იტალიის ქალაქი, მილანი უმასპინძლებს. კოტეც დიდი მონდომებით ემზადებოდა ამ ტურნირისთვის და ინტენსიურადაც ვარჯიშობდა, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, მისი ბატალიონი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას და შესაძლოა, მამაგეიშვილის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება მომავლისთვის გადაიდოს. არა უშავს, სამშობლოს სადაც უფრო გამოვადგები, იქ წავალ; ავღანეთიდან რომ დავბრუნდები ვარჯიშს კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებ და ევროპის ჩემპიონიც გავხდებიო, გვითხრა კოტემ. შეუძლებელია, არ დაეთანხმო. სპორტულ არენებზე დიდ გამარჯვებებს მოწყურებულებს ქართველი სპორტსმენების წარმატება ყოველთვის გვიხარია, მაგრამ საქართველო უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ასეთ დროს არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ თითოეული რიგითი ქართველიც თავისი ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგეს.



შეიარაღებული ძალების თასის პირველი გათამაშება ფეხბურთში

შეიარაღებულ ძალებში სპორტულ აქტივობას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. მსოფლიოს მოწინავე არმიებში კვალიფიციური მწვრთნელების მისაწვევად მილიონებს ხარჯავენ და ცდილობენ, ჯარისკაცები ამა თუ იმ სახეობის სპორტულ შეჯიბრებებში მაქსიმალურად იყონ ჩართულნი. სამხედრო სპორტის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Military Sports Council), რომლის 131 წევრიდან ერთ-ერთი საქართველოც არის, ყოველწლიურად ათობით საერთაშორისო ტურნირს მართავს. ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული შეჯიბრებები, ეროვნულ პირველობებთან ერთად, კარგი მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რომ წარმატებულმა ჯარისკაცებმა შემდგომში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბოლო პერიოდში სპორტული აქტივობის კუთხით აშკარად გამოცოცხლება შეინიშნება. გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახურის ინიციატივით, წელიწადზე მეტია, სხვადასხვა სახეობებში საინტერესო შეჯიბრებები იმართება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით უკვე ჩატარდა ტურნირები მინი ფეხბურთში, კრივში, ძიუდოში, მკლავჭიდში, ხელჩართულ ბრძოლაში, ცურვასა და სნაიპერთა შეჯიბრში. ამჯერად სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის, ფეხბურთის ჯერიც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთი ბოლო წლებში მწვავე კრიზისშია, საზოგადოებაში და მათ შორის, შეიარაღებულ ძალებშიც კვლავაც სპორტის ნომერ პირველ სახეობად რჩება და ლოგიკურია, რომ საფეხბურთო ტურნირი ჯარში უდიდეს ინტერესს იწვევს.
13-დან 17 ივლისამდე ზოოვეტის ინსტიტუტის სტადიონზე “შეიარაღებული ძალების პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი” გაიმართება. თავდაცვის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის შეთანხმებით ტურნირს სპორტული სააგენტო: “სპორტი, ბიზნესი, მენეჯმენტი” ატარებს. შეჯიბრებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კენჭისყრის შედეგად ისინი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფების პირველადგილოსნები ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ. ფინალში გამარჯვებულს შეიარაღებული ძალების გარდამავალი თასი და მედლები გადაეცემა, პრიზიორებიც ასევე მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირს ფეხბურთის ფედერაციიდან საგანგებოდ მოვლენილი სამი მსაჯი მოემსახურება, რომელთაგან ორი ფიფას არბიტრია.
კენჭისყრის დროს მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის ცალკეულ ტექნიკურ საკითხებზე ისეთი მწვავე კამათი გაიმართა, რომ აშკარაა, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი სპეციალისტების  მიწვევასთან დაკავშირებით, გამართლებული ნაბიჯია. ცალკეულ ბატალიონებში 18 ხელფასიანი ფეხბურთისა და რაგბის მწვრთნელის მოღვაწეობას უკვე საგრძნობი შედეგი გამოუღია. ერთ-ერთი მათგანია მე-4 ქვეითი ბრიგადის საფეხბურთო გუნდის თავკაცი, გია ქორელაშვილი. თბილისის ”დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ბრიგადაში თებერვლიდან მოღვაწეობს და სახმელეთო ძალების ტურნირზე გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. ახლა შეგირდებთან ერთად გაცილებით სერიოზული შეჯიბრისთვის ემზადება და იმედი აქვს, რომ ბიჭები თავს არც ამჯერად შეირცხვენენ.
გაერთიანებული შტაბის სპორტის სამსახურს სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. არაა გამორიცხული, საფეხბურთო ტურნირი რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით ჩატარდეს. 2010 წლისთვის სპორტული ღონისძიებები გაორმაგდება, მიმდინარე წელს კი კიდევ რამდენიმე შეჯიბრის გამართვაა დაგეგმილი. მათგან უახლოესი რაგბის ჩემპიონატია, რომელიც აგვისტოს თვეში ჩატარდება. ასევე იგეგმება ტურნირები პისტოლეტით სროლაში, ქართულ ჭიდაობაში, M-4-ით სროლაში, კიკბოქსინგში, კრივსა და კალათბურთში.

Irish Wolfhound



კახა მახატელი

შინ - ცხვარი, ნადირობისას – ლომი

ირლანდიური მგლისმახრჩობელა (ინგლისურად Irish Wolfhound) სანადირო, მწევარი ძაღლების ჯიშია.
საერთო მონაცემები ასეთია:
სიმაღლე - 71 სანტიმეტრიდან (ყველაზე მაღალი ძაღლების ჯიში მსოფლიოში, გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ძაღლი, შეტანილია სწორედ ირლანდიური მგლისმახრჩობელა სიმაღლით 99, 5 სანტიმეტრი).
წონა - საშუალოდ 41-55 კილოგრამი.
შეფერილობა - სხვადასხვა ელფერის ნაცრისფერი, მუქი მოლურჯო-ნაცრისფერი, წითელი, ოქროსფერი, მოყვითალო, შავი და მთლად თეთრი. ნებისმიერი სხვა ფერი სასურველია მუქი იყოს, ასევე ვეფხვისებური.
ხასიათი: წყნარი, კეთილი.
ბეწვი: უხეში, საჭიროებს მოვლას. გრძელია ღაბაბთან და ლოყებთან.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა ფლობს შესანიშნავ სიმაღლეს და მომხიბვლელ გარეგნობას, ძალიან დაკუნთულია, მაგარი, მაგრამ ელეგანტური აგებულებისაა, მსუბუქად და სწრაფად მოძრაობს; თავი და კისერი მაღლა უჭირავს. კუდი ოდნავ ამოხრილია ბოლოსკენ.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა ირლანდიის ეროვნული ჯიშია. ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ბრიტანეთის კუნძულებზე კელტებთან ერთად მოხვდა დაახლოებით 300 წელს ჩვენს ერამდე. თავისი ღირსებების მეოხებით ეს ძაღლი ხშირად ხდებოდა ლეგენდების, ბალადების და ხალხური თქმულებების გმირი. ირლანდიელი რაინდები თავიანთ საჭურველზე მგლისმახრჩობელას გამოსახულებას ატარებდნენ ასეთი წრწერით:  "ნაზი - მოფერებისას, საზარელი - გამოწვევისას".
როგორც ყველა დიდი ძაღლი, ირლანდიური მგლისმახრჩობელა გვიან იზრდება და ორ წლამდე ლეკვად ითვლება. მგლისმახრჩობელა - ალერსიანი და კეთილი გიგანტია, გაავება მარტო მაშინ იცის, როცა თავდასხმას მოელის. ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანი და მტკიცე ხასიათისაა. გააჩნია დიდი ფიზიკური ძალა და ადვილად იწვრთნება. ლეკვს აღზრდისას ესაჭიროება მაგარი, მაგრამ ალერსიანი ხელი, რაკი ირლანდიური მგლისმახრჩობელა ძალიან იტანჯება და განიცდის, როცა მკაცრად და უხეშად ექცევიან. აქვს ბევრი კარგი თვისება, თუმცა რეკომენდირებული არაა თავდასხმას მივაჩვიოთ. ამ ძაღლზე ამბობენ - "სანამ ეფერები - ძვირფასი და კარგია, არ მოეფერები და - შენ ძვლებს ვეღარ იპოვნიან".
უყვარს ბავშვები, თამაშობს ხოლმე მათთან.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა არსებობს დახლოებით 2000 წელია და ამ ძაღლის ისტორია დაკავშირებულია ირლანდიის ისტორიასთან. ეს მწევრები ირლანდიაში უკვე პირველ ასწლეულში იყვნენ. მაშინ შეიცვალა ჯიშის სახელწოდება კუ-ჩულაინად (cu-chulain), ანდა კულანჰუნდად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში უიზენახმა (Uiseneach) თავისი გაქცევისას შოტლანდიაში თან წაიყვანა ასორმოცდაათი ასეთი ძაღლი. ირლანდიურმა მწევრებმა უეჭველად მიიღეს მონაწილეობა შოტლანდიური დირჰაუნდების წარმოშობაში.
დიდრონი წვერებიანი მწევარი ძაღლები მიჰყავადათ ერინიდან (ირლანდიის მეორე სახელწოდება) ძველ რომაელებს და იყენებდნენ ცხოველთა ბრძოლებში ამფითეატრების არენებზე. ამაზეა ლაპარაკი რომის იმპერატორის, კვინტუს ავრელიუსის 391 წელს დაწერილ წერილში, რომელიც ითვლება ჯიშის ხსენების პირველ საბუთად. იქ მოიხსენიება რამდენიმე ირლანდიური ძაღლი, რომში რომ მიჰყავდათ რკინის გალიებით...
ცნობილია, რომ კონტინენტის კელტებს ჰყავდათ გრეიჰაუნდები. ესენი, როგორც ჩანს, იყვნენ ჩამომავლები იმ მწევრებისა, რომელთა გამოსახულება გვხვდება ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში. მაგრამ კელტები ისე ამრავლებდნენ ამ ძაღლებს, რომ თავიანთთვის სასარგებლო გაეხადათ. თანახმად ისტორიული წყაროებისა, ძაღლში კელტები ყველაზე მეტად აფასებდნენ დიდ ზომას და სიჩქარეს. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მესამე საუკუნეში ირლანდიური ძაღლები ითვლებოდა ძალიან ძვირფას საჩუქრად ყველა დიდგვროვანისთვის.
ძველ დროში გამრავლებისას მთავარი სილამაზე კი არა, ძაღლის ზომა და სიჩქარე იყო. ამიტომ ირლანდიურ მგლისმახრჩობელებს შეიძლებოდა ჰქონოდათ რბილი ან უხეში ბეწვი, ღია ან მუქი შეფერილობა. მოგვიანებით დომინირებდა უხეში ბეწვი, შესაძლოა, ირლანდიური კლიმატის გამო. ძველი გამომყვანები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ძაღლისათვის რაიმე სტანდარტუყული გარეგნობის მიცემას, ძაღლი ითვლებოდა იმდენად ლამაზად, რამდენადაც კარგი იყო თავისი დანიშნულებით.
XVI საუკუნეში შეიქმნა წერილობითი წყაროები მღვდელ ედმუნდ ჰოგანისა, სადაც აღნიშნულია, რომ ირლანდიაში არიან ძალიან დიდი მწევრი ძაღლები, რომლებიც გამოიყენება მგლებზე და ირმებზე სანადიროდ. მოიხსენიება 1561 წლის ნადირობა, როცა ირმების ჯოგზე მიშვებული იქნა ორსამდე მგლისმახრჩობელა.
1641 წელს მგლისმახრჩობელები საფრანგეთში გაუგზავნეს საჩუქრად კარდინალ რიშელიეს, ხოლო 1646 წელს - იტალიაში, ტოსკანის ჰერცოგს. იმხანად მგლისმახრჩობელა ძვირფას საჩუქრად იქცა მრავალი ქვეყნის მონარქებისთვის. ძაღლის სახელწოდების კიდევ ერთი შეცვლა, ეტყობა, მეთხუთმეტე საუკუნეში მოხდა, ამ დროს ყოველი საგრაფო ვალდებული იყო ჰყოლოდა ოცდაოთხი მგლისმახრჩობელა, რათა დაეცვა თავისი ჯოგები მგლების თავდასხმისგან.

XVI-XVII საუკუნეებში, როცა მთელ ირლანდიაში ინგლისის კანონები და კულტურა გავრცელდა, ირლანდიური მგლისმახრჩობელები ძალიან ფასობდა და დიდი რაოდენობით გაჰყავდათ ინგლისში და სხვა ქვეყნებში.
1652 წელს ოლივერ კრომველმა აკრძალა მგლისმახრჩობელების გაყვანა. მაგრამ 1780 წელს ბრიტანეთის კუნძულებზე მოკლეს უკანასკნელი მგელი და ამ უძველესი ჯიშის ძირითადი ამპლუა დაიკარგა, თუმცა მგლისმახრჩობელები აგრძელებდნენ ნადირობას ირმებზე, დათვებზე და სხვა დიდი ზომის მხეცებზე. იყენებდნენ სამხედრო მიზნებითაც: ამისთანა ძაღლისთვის ადვილი იყო მხედრის ცხენიდნ გადმოგდება.
1841 წელს რ. დ. რიჩარდსონმა დაბეჭდა სტატია "Irish Penny journal"-ში, რომელმაც გამოიწვია ამ ჯიშისადმი ინტერესის გაღვივება. მისი ცდა, გადაერჩინა ირლანდიური მგლისმახრჩობელა სრული გაქრობისაგან, წარმატებული აღმოჩნდა. რიჩარდსონი გასამრავლებლად იყენებდა ძუ ძაღლს, რომელიც ლამის სულ ბოლო ირლანდიურ მგლისმახრჩობელად ითვლებოდა მთელი ირლანდიაში და სწორედ მისი შთამომავლები იქცნენ ჯიშის ამაღორძინებლებად.
კაპიტან გეორგ ავგუსტ გრეჰემის სახელიც ასევე დაკავშირებულია ირლანდიური მგლისმახრჩობელას აღორძინებასთან. 1885 წელს კაპიტანმა გრეჰემმა დუბლინში ჩამოაყალიბა ირლანდიური მგლისმახრჩობელას მოყვარულთა კლუბი, რომლის მიზანი იყო ჯიშის შენარჩუნება და გადარჩენა. გრეჰემის ერთი საჯიშე ძუ - მშვენიერი და ზორბა ძაღლი, ერთი მოწმის სიტყვებით, - თავდაპირველად ძალიან მძიმე და მოუქნელი მომეჩვენაო, მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილება, თურმე, მაშინვე გაუქრა, როგორც კი ძაღლმა დიდი დაძაბვის გარეშე გადალახა ექვსფუნტიანი ბარიერი. იმავე წელს დამტკიცდა ჯიშის ოფიციალური სტანდარტი, რომელიც გრეჰემმა შეადგინა. აღწერილობა იმდენად ზუსტი და სრულყოფილი იყო, რომ დღემდე გამოიყენება ორიგინლური სახით. გრეჰემი გამოდიოდა ირლანდიური მგლისმახრჩობელას ფუნქციონალური დანიშნულებიდან, ესე იგი, დაეწიოს მგელს და დაახრჩოს.
 1886 წელს გრეჰემმა დააწესა ყოველწლიური პრემია სახელწოდებით "გრეჰემის გარდამავალი ფარი", რომელიც ირლანდიური მგლისმახრჩობელების კლუბის ოფიციალური პრიზია და ყოველ წელს გადაეცემა ამ ჯიშის ძაღლის საუკეთესო მფლობელს.
ირლანდიაში ძალიან ამაყობენ თავიანთი ეროვნული ჯიშის ძაღლით, ხოლო მისი გამოსახულება ქვეყნის სიმბოლოდ იქცა. ითვლება, რომ ამ ძაღლის თვისებები გამოხატავს მისი შემქმნელი ერის თვისებებს. მგლისმახრჩობელას გამოსახულებას შეხვდებით ფაიფურის ნაკეთობებზე, ვისკის ბოთლზე "თულლამორე Dეწ", ექვსპენსიან ვერცხლის მონეტაზე, საფოსტო მარკებზე.
1902 წლიდან ირლანდილური მგლისმახრჩობელას კლუბმა თავის მფარველობაში არსებული ჯიშის ძაღლი ირლანდიურ გვარდიას წარუდგინა, როგორც თილისმა. კლუბს იმედი ჰქონდა, რომ ამით ჯიშის პოპულარობას გაზრდიდა.
პირველ თილისმას "ბრაიან ბორუ" ერქვა, ირლნდიის ერთ-ერთი ისტორიული გმირის სახელი. იმის შემდეგ კიდევ თორმეტი თილისმა იყო, ყველას ირლანდიის მეფეთა და გმირთა სახელები ერქვა. 1962 წელს მგლისმახრჩობელა დაუშვეს ოფიციალური საარმიო თილისმების კლუბში.
თავიდან თილისმა ბიჭი-მედოლის მეურვეობაში იყო, მაგრამ ახლა ძაღლზე ზრუნავს პოლკის მედოლე და მისი ოჯახი.
ირლანდიის გვარდია ბრიტანეთის არმიის ერთადერთი პოლკია, რომელსაც უფლება აქვს, თავისი თილისმა აღლუმზე გამოიყვანოს.
2007 წლეს გარდაეცვალათ თილისმა "ფერგალი" და ამჟამად ირლანდიის გვარდიას ახალ თილისმად ჰყავს "კლონმელი", რომლის დებუიტი აღლუმზე 2009 წლის 13 ივლისს შედგა.
ამ სამსახურისთვის აუცილებელ დისციპლინას და ამტანობას ძაღლი ლეკვობის დროიდან წვრთნით გამოიმუშავებს. ეს კი ნიშნავს: რეპეტიციის გრძელ საათებს სამხედრო კაპელასთან ერთად და დამღლელ სამწყობრო ვარჯიშს. შემდეგ დაძაბული მოლოდინი გვირგვინოსანი ადამიანებისა, ოფიცრებისა და სხვა სახელიანი საზოგადოებისა. მერე კი ძაღლისთვის უფლების მიცემა, რომ იმათთან ერთად იაროს საპატიო გზაზე.
ირლანდიურ მგლისმახრჩობელას, რომელიც სამხედრო სამსახურშია, აქვს თავისი ფორმა, კვება და საცხოვრებელი იმ თანამდევი მეგობრისა, რომლის ოჯახშიც ცხოვრობს და ვისთანაც მომაწილეობს საზეიმო მსვლელობებში. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედი (დედა-დედოფალი) იცნობს თავის ირლანდიურ მგლისმახრჩობელას და, რა თქმა უნდა, მონაწილეობას იღებს მისი კარიერის განვითარებაში.
დღეს ირლანდიურმა მგლისმახრჩობელამ ისევ დაიბრუნა ის რეპუტაცია, რაც შუა საუკუნეებში ჰქონდა. იგი იწვევს დიდი ინტერესს, როგორც ცოცხალი მოწმობა ირლანდიური კულტურისა და კელტური წარსულისა.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა, რომელზეც ამბობენ, - შინ ცხვარია, ნადირობისას – ლომიო, - დღეს მრავდლება ირლანდიის საზღვრებს გარეთაც.
ირლანდიური მგლისმახრჩობელას სილამაზე შინაგანია, დაფარული, თავიდნვე ვერ შეამჩნევ.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა კლასიკურ მუსიკასავით არის - ყველას მოეწონება უბრალო მელოდია, სასიამოვნო მოსასმენია და მეტი არაფერი, მაგრამ რომ დაიჭირო კლასიკური ნაწარმოების ყოველი ელფერი, მთელი მისი სილამაზე შეაფასო, სპეციალისტი უნდა იყო. ასეა ირლანდიური მგლისმახრჩობელაც - არც თავიდანვე და არც ყველას გაუხსნის თავის უდიდეს პოტენციალს, რომელიც მასში ათასწლეულების ისტორიით არის ჩადებული.


დედა-დედოფალი ირლანდიურ გვარდიასთან.

Robert Kapa



ნინა შლამოვა
რობერტ კაპა - ომის ფოტოგრაფი

"ფოტოგრაფია _ ეს არის დოკუმენტი, რომლის შემხედვარეც გრძნობ, რომ ყველგან არ სუფევს კეთილდღეობა", _ ლეგენდარული სამხედრო ფოტოჟურნალისტი რობერტ კაპა.

რობერტ კაპას სადარი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში ერთი-ორი თუ მოიძებნება. მან ხანმოკლე, მაგრამ იღბლიანი სიცოცხლე განვლო და შეძლო, წარმატებისთვის ადრეულ ასაკშივე მიეღწია. ოცდაორი წლისამ მან საკუთარი ორეული _ "გმირი-ფოტოგრაფი" შექმნა, ხოლო უკვე ორმოცი წლისამ წარმატების მწვერვალს მიაღწია. ”თუ შენი სურათები საინტერესო არ არის, ესე იგი, შენ საკმარისად ახლოს არ მდგარხარ", - ამბობდა ის.
პირში გაჩრილი სიგარეტი, ოდნავ ცინიკური გამოხედვა და გამჭოლი მზერა – ასეთად დაამახსოვრდათ თანამედროვეებს ლეგენდარული ფოტორეპორტიორი რობერტ კაპა, რომლის საპატივსაცემოდაც, 1995 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება ფოტოკონკურსი, სადაც ფოტორეპოტრიორებს საუკეთესო გამოქვეყნებული ფოტორეპორტაჟისთვის საპატიო ჯილდო _ ”რობერტ კაპას ოქროს მედალი” გადაეცემათ.

თამამი არჩევანი
რობერტ კაპას ყმაწვილობის სახელი ანდრე ერნო ფრიდმანი იყო. ის 1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში, მატერიალურად უზრუნველყოფილ, ებრაულ ოჯახში დაიბადა. სკოლაში არც თუ ისე კარგად სწავლობდა. სამაგიეროდ, ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, მიტინგებსა და სადემონსტრაციო გამოსვლებში მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს ჩვიდმეტი წლის მეამბოხე დააპატიმრეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამშობლო დაატოვებინეს.
სწავლა ანდრემ ბერლინში, სოციოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიწყო. აქ პირველად გამოსცადა სიღარიბე, რადგან ამ დროისთვის მისი ოჯახი გაკოტრების პირას იყო და ანდრეს დაფინანსება აღარ შეეძლო. ამის გამო  მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება და ფოტოჟურნალისტი გახდა.

კარიერის დასაწყისი
სულ მალე ფრიდმანი მოეწყო ფოტოსააგენტო "დეფოტში", რომელიც სურათებით ბევრ ილუსტრირებულ ჟურნალს ამარაგებდა. პირველი დიდება ფოტოჟურნალისტს მაშინ ხვდა წილად, როდესაც კოპენჰაგენში გამართულ მიტინგზე ლევ ტროცკი გადაიღო. ტროცკი ჟურნალისტებს მისთვის სურათების გადაღებას უკრძალავდა და, ბუნებრივია, ტრიბუნას ფოტოკამერით ხელში ვერც ერთი მათგანი ვერ მიუახლოვდა. სამაგიეროდ, არავის მიუქცევია ყურადღება პატარა, “ლეიკათი” შეიარაღებული ცხრამეტი წლის ბიჭისთვის, რომელმაც მოხერხებულად გადაიღო რამდენიმე კადრი. ეს იყო ანდრეს პირველი ღირებული ფოტორეპორტაჟი, რომელიც მოგვიანებით ბევრმა გამოცემამ დაბეჭდა.


მითის დაბადება
ორ წელიწადში ახალგაზრდა ფოტოგრაფი პარიზში გადაბარგდა. ეს ქალაქი იმ დროს ანდრეს პროფესიის ადამიანებისთვის შემოქმედებით სამოთხეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, კონკურენციაც დიდი იყო.
პარიზში ანდრემ გაიცნო გერმანიიდან პარიზში გადმოსახლებული გოგონა _ გერდა პოგორილი (შემდგომში გერდა ტარო), რომელიც მალე ანდრეს ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ახალგაზრდა წყვილს მატერიალურად ძალიან უჭირდა. იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა როგორმე მაინც გაეუმჯობესებინათ, ისინი ერთგვარ ავანტიურაზე წავიდნენ: დააარსეს ფოტოსააგენტო, სადაც გერდა მდივანის და სავაჭრო აგენტის როლს ასრულებდა, ანდრე ლაბორანტი იყო, ხოლო ფოტოჟურნალისტის ფუნქცია წყვილის მიერ გამოგონილმა პერსონაჟმა – ამერიკელმა რობერტ კაპამ ითავა. ავანტიურის არსი შემდეგში იყო: უცხოელი და "სახელგანთქმული" ფოტოგრაფის სურათები უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევდა, ვიდრე ღარიბი უნგრელი ებრაელისა. იდეამ გაამართლა. პარიზში მალე ალაპარაკდნენ ამერიკელი ფოტოჟურნალისტის ნიჭსა და მოხერხებულობაზე, რომელიც ყველა მიმდინარე მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა ხოლმე. გამოგონილ პერესონაჟს პოპულარობას ისიც მატებდა, რომ რობერტ კაპა თვალით არავის ენახა. ცხადია, თავში აზრად არავის მოსდიოდა, რომ ეს სახელი გამოგონილი იყო. ანდრეს მუხლჩაუხრელი შრომა უწევდა, რომ ამერიკელი "ფოტოგრაფიის მამის" პრესტიჟი არ შეებღალა და, მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ეს გამოსდიოდა კიდეც. არ აინტერესებდა კადრის ესთეტიური მხარე. სამაგიეროდ, სურათები საინტერესო და, რაც მთავარია, პირველი იყო! თვითონ საკუთარ პრინციპს ასე ხსნიდა: "თუ იტყვი, რომ ფოტოხელოვანი ხარ, შენს სურათებს არავინ დაბეჭდავს. თქვი, რომ ფოტოჟურნალისტი ხარ და გადაიღე, რაც გინდა".

ამერიკული ავანტიურა
საფრანგეთში კაპას პოპულარობამ პიკს მიაღწია. ახალგაზრდებმა ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტეს, რათა ურთიერთობა იქაურ პრესასთანაც აეწყოთ. თავის თანამგზავრს გრეტა ტარო ამერიკაში უკვე “ფრანგ” ფოტოჟურნალისტად წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ავანტიურა მალე ჩაიშალა: რობერტ კაპას პერსონით ძალიან დაინტერესდა ჟურნალ VU-სა და VOGUE-ის დამაარსებელი ლუსიენ ფოგელი. წყვილის ევროპაში დაბრუნებიდან სულ მალე ჟენევაში გაიმართა ერთა ლიგის სხდომა, რომელსაც ინცინდენტი მოჰყვა და ანდრეც დაუყოვნებლივ მოვლენათა ეპიცენტრში გაჩნდა. ეს არ გამოპარვია ცნობილ რედაქტორს და სურათები რობერტ კაპას ხელმოწერით რომ მიიღო, ყველაფერს მიხვდა. ლუსიენ ფოგელი პრაქტიკული ადამიანი გახლდათ: "არშემდგარი ამერიკელის" სამსახურზე უარი არ უთქვამს და არც მისი მხილება უფიქრია. სამაგიეროდ, ავანტიურისტს ჰონორარი შეუმცირა. საბოლოოდ, სხვისი სახელის უკან მალვა თავად ფრიდმანსაც მობეზრდა და ”ამერიკულ მითს” ბოლო მოუღო, თუმცა უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფსევდონიმი მაინც დაიტოვა. მოგვიანებით კი საკუთარ თავზე ასე ხუმრობდა: "რობერტ კაპა დაიბადა პარიზში, ოცდაორი წლის ასაკში".

მოვლენათა ეპიცენტრში
1936 წლის ზაფხულში ესპანეთში სამოქალაქო ომმა იფეთქა. ამ მოვლენამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ცხადია, დიდი იყო მედიის ინტერესიც. რობერტი და გერდა, ფოგელის დავალებით, ამ ამბის გასაშუქებლად გაემგზავრნენ.
სექტემბრის დასაწყისში სიერა მორენას მთებში გენერალ ფრანკოს მომხრეები გააქტიურდნენ. კაპაც სწორედ იქეთ გაეშურა…
ახალგაზრდა ფოტოგრაფი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ფოტორეპორტაჟი მსოფლიო აღიარებას მოუტანდა. მომკვდავი ჯარისკაცის კადრი შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო რობერტ კაპას საუკეთესო ნამუშევრად, არამედ მილიტარული ჟანრის ყველა დროის საუკეთესო ფოტოდაც.
ამ დღეს კაპა ჯარისკაცების მიერ გათხრილ სანგარში შეხვდა. თავად მოგვიანებით ასე იხსენებდა: “იმ დღეს ჩვენ ყველას გვეშინოდა. ვიცოდით, რომ ფრანკისტები ახალი ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. რესპუბლიკელების მხრიდან დაღუპულთა რიცხვი უკვე ათეულებს აღწევდა. მთელი დღე სანგარში გავატარე. სროლა რომ დაიწყო, სანგრიდან ჩემი ფოტოაპარატი ამოვწიე და ბრმად დავიწყე გადაღება...”
ლოიალისტი ჯარისკაცის სურათი დღესაც კი ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება გადაიღო კადრი ობიექტივში ჩაუხედავად, ბრმად; არ იცოდე, რა ხდება შენს წინ და სრულიად შემთხვევით გამოგივიდეს ასეთი შედევრი?! იყო თუ არა ეს სცენა ხელოვნურად დადგმული? ეს კითხვა დღესაც ბევრ სპეციალისტს აწუხებს. სურათის ავტორი ყველაფერს შემთხვევითობას მიაწერდა, თუმცა არაერთხელ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ შემთხვევამ დამსახურებულად დააჯილდოვა.

გერდა
ოცდაშვიდი წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე  გარდაიცვალა გერდა ტარო _ კაპას შეუცვლელი თანამგზავრი და საყვარელი ადამიანი. უბედური შემთხვევა მადრიდთან მოხდა. მისი გარდაცვალების შესახებ წყაროები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ. ზოგი ამბობს, რომ ტანკის ჭურვის ნამსხვრევისგან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ის ტანკმა მანევრირებისას შემთხვევით იმსხვერპლა. ასეა თუ ისე, გერდა იყო ამ პრფესიის პირველი წარმომადგენელი, ვინც ომში დაიღუპა.
სანამ გერდა ამ საბედისწერო დავალებაზე წავიდოდა, რობერტმა ხელი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგან გულის სიღრმეში ორივემ იცოდა, რომ კარიერა მათთვის პირად ცხოვრებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო...


თერთმეტ კადრში ჩატეული ომი
1940-45 წლებში რობერტ კაპა ჟურნალ LIFE-ის დავალებებს ასრულებდა.  სხვადასხვა ფრონტის ამბების გაშუქება ევალებოდა. კაპას კიდევ ერთი ცნობილი ფოტორეპორტაჟი მოკავშირეების ნორმანდიაში გადასხმის დროს არის გადაღებული. მაშინ იგი მოწინავე რიგებში იდგა და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი იყო, ვინც ამ მოვლენას აშუქებდა. მოგვიანებით ეს ბრძოლა გაიხსენა თავის წიგნში _@"ცოტა რამ ფოკუსს მიღმა".
ლონდონში ჩასულმა მყისვე წაიღო ფირები ფოტოსტუდიაში გასამჟღავნებლად, მაგრამ ომიდან გამოყოლილი ემოციების გამო, უყურადღებობა გამოიჩინა და ფირი ისე დააზიანა, რომ ას ექვსი გადაღებული კადრიდან მხოლოდ თერთმეტი გადარჩა. მაგრამ ეს ფოტომასალაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა სრულად გადმოეცა ქაოსი, რომელიც იმ დროს ნორმანდიის ნაპირებზე სუფევდა. კაპას სურათებით იხელმძღვანელა სტივენ სპილბერგმაც ფილმის "რიგითი რაიანის გადასარჩენად" გადაღების დროს.

"მაგნუმის" ხანა
1945 წლისთვის რობერტ კაპა უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფოტოჟურნალისტი იყო. ომის დამთავრების შემდეგ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და საცხოვრებლად იქ გადაბარგდა, სადაც მშვიდი ცხოვრება ელოდა. კაპა იმედოვნებდა, რომ @ცხოვრების ბოლომდე უმუშევარ სამხედრო ფოტოგრაფად დარჩებოდა,@ მაგრამ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. 1947 წელს რობერტ კაპამ თავის მეგობრებთან – ჯორჯ როჯერთან, დევიდ სეიმურთან და ანრი კარტიე-ბრესონთან ერთად ფოტოსააგენტო “მაგნუმი” _ დღესდღეისობით ფოტოდოკუმენტალისტების ყველაზე წარმატებული და ცნობილი გაერთიანება დააარსა. კარიერის საწყის საფეხურზე სააგენტოს ისე უჭირდა, რომ მდივნებისთვის ხელფასის გადასახდელად რობერტს დოღზე უწევდა ფსონების დადება.

საბედისწერო დავალება
რამდენიმე წლის შემდეგ ინდოჩინეთის პირველი ომი დაიწყო და ჟურნალმა LIFE რეპორტაჟების სერია შეუკვეთა, რაზეც კაპას უარი არ უთქვამს. რობერტმა კვლავ აიღო ხელში ”ლეიკა" და დაიბრუნა ძველი პროფესია, მაგრამ ახლა უკვე არა მხოლოდ სამხედრო თემა, არამედ მოსახლეობა და ომისგან დაზარალებული უდანაშაულო ხალხიც აინტერესებდა.
"აქედან მშვენიერი ისტორია გამოვა", _ ამბობდა კაპა თავის ბოლო სიუჟეტზე, რომელსაც ”მწარე ბრინჯი” დაარქვა.
1954 წლის 25 მაისის დილას რობერტ კაპამ ჩინებულ ხასიათზე დატოვა ვიეტნამის ქალაქი ნამ-დინხი და მთელი გზა საკუთარ თავზე ხუმრობდა. ოცდაათი კილომეტრის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, რათა გზა ბამბუკის ტევრიდან შეეთვალიერებინა. უცებ აფეთქების ხმა გაისმა...
”ხმაზე მივხვდი, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ამ დროს კი ვიეტნამელმა ლეიტენანტმა მოირბინა და თქვა, რომ ფოტოგრაფი დაიღუპა", _ იხსენებდა ჯონ მაკლინი, რომელიც ასევე, ინდოჩინეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
"ყოველთვის ისეთი ცოცხალი ადამიანი იყო, რომ ვერასოდეს შევეგუები მის სიკვდილს. ვინც იცნობდა, ყველასთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიწირა იგი შემთხვევითობამ, _ წერდა კაპაზე ერნსტ ჰემინგუეი, _ იგი ყოველთვის სულ უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა ხიფათთან, თითქოს უნდოდა სიკვდილისთვის თვალებში ჩაეხედა და ამჯერად ეს გამოუვიდა”.

რობერტ კაპა საქართველოში (1947)
რობერტ კაპა საბჭოთა კავშირს 1947 წელს, თავის მეგობარ ჯონ სტეინბეკთან ერთად ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა ამ მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებული იყო სტეინბეკის წიგნში "რუსული ჟურნალი", ბევრი ახალი ინფორმაცია ამ მოგზაურობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ასევე, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს რობერტ კაპას ბევრი გამოუქვეყნებლი ნამუშევარი, მათ შორის _ შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები, რომლებიც ამ მოგზაურობის დროს, თბილისშია გადაღებული.

რენი ჰარლინი და ემირ კუსტურიცა



ილია კობერიძე

ჰოლივუდი - აგვისტოს ომზე

“საინფორმაციო ომის” წარმატებულად წარმოებას რამხელა მნიშვნელობაც აქვს, გასული წლის აგვისტოში ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მრავალმილიონიანი ბიუჯეტისა და ათეულობით კრემლზე მომუშავე ტელევიზიებისა თუ მასმედიის სხვა საშუალებების გამოყენებით საქართველოზე “იერიში” ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მოიტანა. ომის დღეებში რუსები ყველა საშუალებით ცდილობდნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის მოვლენები დამახინჯებით მიეწოდებინათ და ვრცელდებოდა ლეგენდები “მძინარე ცხინვალის მიწასთან გასწორებისა” თუ “ორი ათასი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვის” შესახებ.
ეს ისტერია არც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეწყვეტილა. რუსულმა ტელევიზიებმა თუ კინოსტუდიებმა აგვისტოს ომის შესახებ არაერთი ფილმი გადაიღეს, თუმცა მსოფლიოს თვალში კრემლის მიერ კონტროლირებადი არხების პროდუქტს, ცხადია, არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ეს ფილმებიც რუსებს ძირითადად შიდა მომხმარებელზე გავლენის მოსახდენად გამოადგათ. რაკი მიხვდნენ, რომ ამ საშუალებამ არ გაამართლა, ახალი სტრატეგია შეიმუშავეს და გადაწყვიტეს უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კონტაქტები მსოფლიოში სახელგანთქმულ რეჟისორებთან დაემყარებინათ. 2008 წლის ნოემბერში რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა დიდი სიხარულით ამცნეს საზოგადოებას, რომ ცნობილი სერბი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა ოსეთის შესახებ ფილმს გადაიღებდა. თურმე, მოსკოვში მყოფ კუსტურიცასთან მოლაპარაკებებს მოსკოვში ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ვინმე ალექსანდრ ბორისოვიჩ ტოტოონოვი აწარმოებდა და თითქოს ფილმის გადაღებას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ქართველი რეჟისორები და საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელები ამ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურნენ და კუსტურიცას მოუწოდეს, ფილმის გადაღებამდე კონსულტაციები ქართულ მხარესთანაც გაევლო, რათა უფრო დეტალურად შეესწავლა აგვისტოს ომის მოვლენები. როგორც ჩანს, სერბმა რეჟისორმა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და საბოლოოდ ამ არცთუ პოპულარულ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ ამის შესახებ უკვე აღარანაირი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
დეკემბრის დასაწყისში, “ჰოლივუდი”-ს ვარსკვლავის, ნიკოლას ქეიჯის ფილმთან დაკავშირებით კიდევ უფრო ანეგდოტური ისტორია იყო. კუსტურიცას შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ, მავანმა “ბლოგერმა” ფორუმზე დაწერა, ქეიჯი აგვისტოს ომზე ფილმს იღებს და თავად თანაპროდიუსერიც იქნება და მთავარი როლის შემსრულებელიცო. მთავარ როლში კი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო გამოყვანილი. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თავად მსახიობის კომენტარიც გავრცელდა: “პირდაპირ შეძრწუნებული ვიყავი პოლიტიკოსის უდიდესი ტრაგედიით. იმედი მაქვს, შევძლებ მთელი სიღრმით გადმოვცე იმ პიროვნების განცდები, რომელიც არაადამიანურ სიტუაციაში აღმოჩნდა”. მოკლედ, საკმაოდ ორიგინალურად მოფიქრებული ხუმრობა იყო და მის ავტორს კიდევ უფრო მეტი სიამოვნება რომ მიეღო, საინტერესო ხერხს მიმართა. დაწერა, თითქოს აღნიშნული კომენტარი ქეიჯმა გერმანულ ჟურნალს, Verfluchter Beobachter-ს მისცა. ქართულ თარგმანში ჟურნალის სახელწოდება “დაწყევლილი მიმომხილველი”-ა, ამგვარი დასახელების გამოცემა კი ბუნებაში არ არსებობს. ყველაზე მიახლოვებული ვარიანტი არის ფაშისტების გაზეთი Völkische Beobachter-ი (“ეროვნული მიმომხილველი”), რომელიც 1918-33 წლებში თვით გებელსის რედაქტორობით გამოდიოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფაშისტები ებრაელებს Verfluchte Jude-ად (დაწყევლილი ებრაელები) მოიხსენიებდნენ, ნათელი გახდება, თუ საიდან შეარჩია ხუმრობის ავტორმა გაზეთის ასეთი სახელწოდება. რუსულმა სააგენტოებმა ეს ხუმრობა მაშინვე საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენეს, თუმცა მერე თავად ავტორმა აღიარა, ვიხუმრეო, და რუსებს კოვზი ნაცარში ჩუვარდათ.
ამ ყველაფრის ფონზე თავიდან მორიგ ხუმრობად მოგვეჩენა ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული ცნობა, “ჰოლივუდში” აგვისტოს ომზე ფილმს გადაიღებენო, მაგრამ ამჯერად წყაროც რეალური აღმოჩნდა და მოქმედი გმირებიც.
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა, Variety-მ, სადაც ძირითადად კინემატოგრაფიისა და “ჰოლივუდი”-ს ახალი ამბები შუქდება, 3 აგვისტოს დაწერა, რომ ცნობილი ფინელი რეჟისორი, “კერკეტი კაკალი 2”-ის (ბრიუს უილისის მონაწილეობით), “მთამსვლელი”-სა (სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით) და “ღმა ლურჯი ზღვა”-ს (სამუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით) ავტორი, რენი ჰარლინი სექტემბრის შუა რიცხვებიდან, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით,  დრამატული ჟანრის ფილმს გადაიღებს. ჰარლინის სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, საკმაოდ მცირებიუჯეტიან დრამაში აღწერილი იქნება ამერიკელი ჟურნალისტისა და მისი ოპერატორის ისტორია, რომლებიც ომის დროს ცეცხლის ხაზზე მოხვდებიან და ურთულესი არჩევანის წინაშე დადგებიან - შეინარჩუნონ პროფესიული მიუკერძოებლობა, ან ადგილობრივი მოსახლეობის მწუხარების თანამოზიარენი გახდნენ. ჰარლინთან ერთად ფილმის პროდიუსერი დავით იმედაშვილიც იქნება. აღმასრულებელი პროდიუსერებიც ქართულ-უცხოური ტანდემია - მირზა დავითაიასა და დინდი კუიპერსის შემადგენლობით.
Vარიეტყ-ის კორესპონდენტთან საუბარში ჰარლინმა განაცხადა, რომ ამგვარი ფილმის გადაღება მისი ოცნება იყო: “ასეთი არსისა და რეალობის სიუჟეტს კარგა ხანს ვეძებდი. მქონდა შანსი, გადამეღო ფილმი ფინელ გენერალ მანენჰეიმზე, ვინაც ჩემი ქვეყნის არმიას 1939 წელს რუსეთთან ომში წინამძღოლობდა, მაგრამ ფინანსების არქონის გამო ეს პროექტი ჩაიშალა. უზომოდ გავიხარე, როდესაც ორი კვირის წინ ასეთი შემოთავაზება მივიღე, ვინაიდან ეს სწორედ ის არის, რასაც ვეძებდი - უმძიმესი ადამიანური ისტორია, თავისი ტრაგიკული სცენარით. ეს ახლა მომეცა შანსი გამოვიყენო საკუთარი გამოცდილება და დავხატო სურათი კომპლექსური კონფლიქტისა, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, მაგრამ მტკიცე ანტისაომარი სულისკვეთების მატარებელი. მინდა, ისეთი ფილმი გავაკეთო, რომელიც რაიმეს მაინც იტყვის ადამიანური ყოფის შესახებ. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ნახოს და ანტისაომარი მესიჯი მიიღოს, მე მაინც უზომოდ ამაყი ვიქნები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთე”.

ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი წამოწყებაა. საქართველოში ამის მოთხოვნა და სურვილი კარგა ხანია იყო, თუმცა, როგორც ყოველთვის, მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამჯერადაც ფინანსები იქცა. მადლობა ღმერთს, გამოჩნდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც ამგვარ მნიშვნელოვან პროექტში ფულის დაბანდება არ დაინანეს და სულ მალე მსოფლიო კიდევ ერთხელ, უკვე სულ სხვა კუთხით დაინახავს იმ მძიმე ტრაგედიას, რაც ქართველმა ერმა გასული წლის აგვისტოში გადაიტანა.


სურათებზე - რენი ჰარლინი და ემირ კუსტურიცა.

SURVIVAL IN THE MOUNTAINS


ალექსანდრ სტილველი

გადარჩენა მთაში

(SURVIVAL IN THE MOUNTAINS)

მთა ვერ გვიცავს დაბალი ტემპარატურისა და ძლიერი ქარისგან. ამიტომ მთაში გადარჩენის მთავარი წესი ის არის, რომ მოინახოს დაშვების ყველაზე უსაფრთხო საშუალება.
მთა ხშირად სტუმართმოყვარეობითაც ვერ დაიკვეხნის, იქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხიფათია ჩასაფრებული. ალპინიზმი საგანგებო ოსტატობას მოითხოვს და ამ თემის განხილვა თემის საზღვრებს სცილდება, მაგრამ აქ აღწერილია ძირითადი უნარ-ჩვევები, რომლებიც გადარჩენაში და რთული მდგომარეობიდან უსაფრთხო გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარებათ.
მთა არის მთათა სისტემის ნაწილი, რომელშიც ასევე შედის მწვერვალები, ქედები და მთათაშორისი დაბლობები. მიუხედავადე იმისა, რომ ზოგიერთი მთა განცალკევებით დგას, მთის თვით ყველაზე  მცირე ჯგუფი უკვე მთათა სისტემას, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ქედისგან. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ქედებს მთათა სისტემებს ეძახიან, ხოლო შეერთებული სისტემები ქმნიან მთაგრეხილებს. მთათა სისტემების და მთაგრეხილების ერთობლიობას "მთათა სარტყელი" ან “კორდილიერები” ეწოდება.

კლიმატი
სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა მეტ-ნაკლები მუდმივობით იკლებს:  ყოველ 100 მეტრზე 0.5-1 გრადუსით მცირდება. მთაში, დიდ სიმაღლეებზე უბერავს ცივი ქარი, რომელსაც საქარე ფერდობებზე უხვი ნალექი მოაქვს. იმ ფერდობებზე, სადაც ქარი არ იცის, ჰაერი უფრო თბილია და ნალექიც ნაკლები. უდაბნოს მთებში ცოტა წვიმა მოდის, რადგან იქ ჰაერი ძალიან მნშრალია. ეკვატორზე არსებულ მთებში ზამთარი და ზაფხული არცთუ ბევრი რამით განსხვავდებაერთმანეთისგან. აქ ტემპერატურის ხშირი ვარდნებია -2 გრადუსიდან +8 გრადუსამდე ცელსიუსით.
ზომიერ კლიმატურ რეგიონებში მდებარე მთებში წელიწადის დროები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ზაფხულობით ღამითაც კი თბილა ზოგჯერ, ხოლო ზამთარში ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბლა ეცემა.
არსებობს მიკრო-კლიმატური ვარიანტები. ზომიერ სარტყელში მდებარე მთათა სისტემებში, რომელთა კალთები მიმართულია ეკვატორისკენ, უფრო თბილა, ვიდრე იმ კალთებზე, რომლებიც ეკვატორის საპირისპირო მიმართულებით არის დახრილი.
ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარე მთებში რომ ავდივართ, ჯერ გვხვდება ფოთლებცვენია, ფართოფოთლოვანი ხეები, შემდეგ მარადმწვანე, წიწვოვანი ტყე; ტყის გავრცელების საზღვრებს რომ გადავლხავთ, ისეთ ზონასი აღმოვჩნდებით, სადაც ხეების გასაზრდელად საკმარისი არ არის მხოლოდ ფოტოსინთეზი - აქ, ტუნდრისმაგვარ რაიონში იზრდება მხოლოდ ჯუჯა ხეები და ბალახები. უფრო მაღლა კი მცენარეები არ გვხვდება.

ტანსაცმელი და პირადი აღჭურვილობა
იმის მიხედვით, რა სიმაღლეზე ახვედით, თქვენ შეიძლება გციოდეთ და ძალიან გციოდეთ. ამიტომ ტანსაცმელიც შესაბამისი უნდა იყოს.


მრავალფენიანი ტანსაცმელი

მრავალფენიანი ტანსაცმლის იდეა არახალია, ბოლო დროს ერთობ გაფართოვდა ქსოვილების ასორტიმენტი. თუკი ადრე ალპინისტები ირჩევდნენ ტანსაცმელს შალისა და ტვიდისგან, ახლა ისე ბევრი ტანსაცმელია სინთეტიკური ქსოვილებისგან, რომ ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება ყიდვა.

ძირითადი ფენა
მთავარი ის არის, რომ ჩვეულებრივი სინთეტიკური ქსოვილის თხელ ფენას სსველე უნდაგამოჰქონდეს კანის ზედაპირზე და იმავდროულად ძალიან თხელი უნდა იყოს იმისთვის, რომ შეიწოვოს შიგნით მოხვედრილი სისველე. საბოლოო ჯამში თქვენი კანი, მიუხედავად ოფლდენის დონისა და გარეგანი პირობებისა, ყოველთვის იქნება მშრალი

იზოლირებადი ფენა
თანამედროვე და საკმაოდ ეფექტურ იზოლირებად მასალად ითვლება "ფლისი", რომელიც მზადდება ცხვრის ბუმბულოვანი ბეწვისაგან და ადრე მხოლოდ ცალკეულ მოყვარულები მოიხმარდნენ, ახლა კი ფართოდ გამოიყენება ტანსაცმლის წარმოებაში. ასეთი ტანსაცმლის არჩევისას დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩნოთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ნაკეთობის სისქე და ვნახოთ, არის თუ არა სარჩული ჰაერგამტარი. სხვა ფაქტორებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისეთებს, როგორიცაა "ელვა"-შესაკრავები ვენტილაციისთვის ცხვრის თხელი ბეწვისგან დამზადებულ სახეობას, სახელად "სტრეჩს".
სასიარულოდ, ჯუნგლებში მოგზაურობის გარდა, უფრო მოხერხებულია თხელი შარვალი, რადგან ხელს არ გვიშლის მოძრაობაში და მალე შრება. ცხადია, უფრო თბილი შარვალი, რომელიც ჩვეულებრივის ზემოდნ აცვიათ, - ისეთები, როგორიც არის მოდელი "ულტრაფლისი", საჭიროა მხოლოდ სიცივეში.

ზედა ფენა
იდეალური ქსოვილი იქნება გორტექის (Gორე-ტეხ (იკითხება "გორტექსი") _ მუნთქავი მასალა, აქვს დიდი წყალგაუმტარობა. აწარმოებს ფირმა ჭ. L. Gორე & Aსსოციატეს. გამოიყენება სპეციალური ტანსაცმლის შესაკერად _ მთრგმნელი). ტიპის ჰაერგამტარი მასალა. მთისთვის რეკომენდირებულია სამფენოვანი ტანსაცმელი. გორტექსის შემცვლელად ივარგებს "პატაგონია H2NO". თუ თქვენ ალპინისტი ხართ, თვალი უნდა ადევნოთ იმას, რომ ტანსაცმელი, თქვენ რომ ყიდულობთ, შეესაბამებოდეს სპორტის ამ სახეობას და თქვენს აღჭურვილობას, მაგალითად, თქვენს მუზარადს. ზედა შარვალმა არ უნდ შეზღუდოს მოძრაობები, შეიძლება გავუკეთოთ საგანგებო სამუხლეები.

ერთფენიანი ტანსაცმელი
უფრო იაფია და განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ სურს დროის და ფულის ხარჯვა სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ტანსაცმელი იყოს ჰაერგამტარი და ხელს უწყობდეს კანის ზედაპირიდან გამოყოფილი ტენის აორთქლებას.
ყველა სამოსი, რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, გაგიძლებთ უფრო დიდხანს, თუ შეინახავთ სუფთად და მოწესრიგებულად.

ფეხსაცმელი
გაყიდვაში არსებობს მრავალნაირი სპორტული ფეხსაცმელი, რომლის დიდი ნაწილი კარგი ხარისხისაა. ამის მიუხედავად, მანც უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხსაცმელი მზადდება კონკრეტული კლიმატური პირობების და იმ გარემოს გათვალსწინებით, სადაც ის უნდა გამოიყენო, ამიტომ ფეხსაცმელი დიდი ყურადღებთ უნდა შეარჩიო. აუცილებლად უნდა გამოელაპარაკო გამყიდველ-კონსულტნტს (მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, რომ გმყიდველი ამოცანა თვენთვის სქონლის მოყიდვაა). წინასწარ წაიკითხეთ ჟურნალები, რომლებშიც ზოგჯერ იბეჭდება მიმოხილვითი სტატიები სპეცაღჭურვილობის შესახებ. თვენ დაგჭირდებათ სემდეგი ფეხსაცმელი: მთაში სასიარულოდ, ალპინიზმში სავრჯიშოდ ზამთარში და თოვლზე ან ყინულზე ასასვლელად. რბილძირიანი ბათნკები იდეალურია მთის ფერდობებზე სასიარულოდ, მაგრამ თოვლში ასასვლელად არ ივარგებს. თუ გეგმავთ ზამთრის ასვლას ანდა დიდი სიმაღლის დაპყრობას, მაშინ მაგარძირიანი ბათინკები ჩაიცვით. აუცილებლობის შემთხვევაში ასეთ ფესაცმელზე მაგრდება წრიაპები.


ყინულმკვეთი
ყინულიან ზედაპირზე და თოვლში გავლისას პირადი აღჭურვილობიდან ყველაზე საჭირო და გამოსადეგარია ყინულმკვეთი, რომელიც შეიძლება გამოიყენო საყრდენად, დასამუხრუჭებლად, სათხრელად და მისაყოლად.  შედგება თავის ნაწილისგან (ნიჩაბი და კაუჭი), სახელურისგან და წვეტიანი საბჯენისგან.

თხილამურების ჯოხი
თოვლიან საფარზე გადაადგილებას აიოლებს. შეგიძლიათ, დასაკეცი სათხილამურო ჯოხი წაიღოთ ზურგჩანთით.

საფრთხეები, რომელიც ადამიანს მთაში ემუქრება

ზვავი და მეწყერი
ზვავის წარმოქმნის საშიშროება ყველგან არსებობს, სადაც თოვლია, მაგრამ ზვავის მოწყვეტის შესაძლებლობა გამოწვეულია ხოლმე გარკვეული პირობებით.
თუ თოვლი გაყინულია, ზვავის რისკი ნაკლებია, ხოლო თუ თოვლის საფარი ფენოვანია, რისკი მატულობს.ზვავის მოწყვეტის საშიშროება რომ განვსაზღვროთ, შეძლება შურფი გავთხაროთ თოვლში და შევისწავლოთ თოვლის სიმაგრე. თუ ყინულმკვეთის ცულით თოვლს გაჭრით და შენიშნავთ უცაბედ ცვლილებებს და წინააღმდეგობას, ეს ნიშნავს, რომ ამ რაიონში ზვავის მოწყვეტას უნდა ელოდეთ. შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით ნახოთ თოვლის საფარის აგებულება, თუ ჭრილს მიწამდე გააკეთებთ, რაც საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ განსხვავება ფენების: სიმაგრეებს, ტენიანობას, თოვლის კრისტალების სიდიდეებს შორის.
თუ თოვლი ძალიან სველია, უფრო მკვრივი და მძიმეა, და მეტია შესაძლებლობა, რომ ის მოწყდება. თოვლის სისველის შემოწმება შემდეგნაირად შეიძლება: იღებთ თოვლს და აკეთებთ გუნდას, თუ ამის მერე თქვენი ხელთათმანები სულ დასველდა, მაშინ თოვლი ძალაინ სველია.

მიწის ზედაპირი
თუკი მიწის ზედაპირი მაგარი და მოსწორებულია, მაშინ მეტია თოვლის დაძვრის შესაძლებლობა. მაღალი ბალახი ასევე სრიალა ზედაპირს შეადგენს თოვლისთვის.

ფერდობი
უფრო ზვავსაშიშად შეიძლება ჩაითვალოს შეზნექილი ფერდობი. გამოზნექილი კლთა ნაკლებად სახიფთოა. როგორც ჩანს, ფერდობის დახრილობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც უფრო დახრილია ფერდობი, მით უფრო მოსალოდნელია ზვავის ჩამოწოლა. ყველაზე სახიფათოა 20_50 გრადუსიანი დახრილობის კალთები.

თოვლის დაფა
ზვავის ყველაზე გავრცელებული სახეობა არის "თოვლის დაფა", ანუ თოვლი, რომელიც შემჭიდროებულია ქარით.Yშესახედად ცარცს გვაგონებს, აქვს წვრილი ტექსტურა და სიარულისას ჭრაჭუნობს.

თოვლის მტვერი
ზვავები შეიძლება წარმოიქმნას მშრალი თოვლის დაგროვებისას და სუსტ ქარზე ანდა სულაც უქაროდ. ახალად მოსული თოვლის საფარი, რომლის სიმაღლეც 40 სანტიმეტრს აღემატება მიუთითებს ამგვარი ზვავის ჩამოწოლის დიდ ალბათობაზე.

ყინული
ზვავები, გამოწვეული ყინულის შექმნით, ჩვეულებრივ გვხვდება თბილ ამინდში, როცა გადნობის შედეგადდაიძვრება ყინულის მასები. კონუსის მაგვარი ყინულის ბლოკები ან სერაკები ("სერაკი" - ინგლ. სერაც, ვერტიკალურად მდგარი ყინულის სხვადასხვა სახეობა (ძელები, კბილები), ხშირად იქმნება მყინვარის ფრონტზე და სიმაღლით აღწევს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ასეულ მეტრამდე - მთარგმნელი)ყველაზე ხშირად დაიძვრებიან ხოლმე დილით ან საღამოს, ტემპერატურის ცვალებადობის გამო.

თოვლჭყაპი
ტემპერატურის სწრაფი აწევა ანდა მზის სხივები ზრდის თოვლჭყაპის ზვავის წარმოშობის რისკს. ყურადღება მიაქციეთ, თოვლის ვალუნები ("ვალუნა" - ინგლ. Boulder, მყინვარული წარმოშობის მთის ქვა ან ლოდი, ზომით 256 მილიმეტრზე მეტი, დამუშავებული ზედაპირით) ხომ არ დაიძრნენ ფერდობიდან, რაც ამგვარი ზვავის დამახასიათებელი ნიშანია.


როგორ უნდა ვიმოქმედოთ  იმ ადგილებში, სადაც არსებობს ზვავსაშიშროება

•    სახიფათო ზონა სათითაოდ გადაკვეთეთ, ზვავის თოკის დაზღვევით.
•    მთის კალთა რაც შეიძლება მაღალ ადგილას გადაკვეთეთ.
•    გამოიყენეთ უკვე არსებული დაცვა, ისეთი, როგორიცაა კლდეები.
•    თუ ზვავში მოჰყევით, ეცადეთიმავე მდგომარეობაში დარჩეთ. დაამაგრეთ თქვენი ყინულმკვეთი იმ ადგილის ზემოთ, სადაც ხართ და თოვლი დევს უძრავად.
•    თუ ადგილზე დარჩებით, სახიფათო ზვავი გვერდს აგივლით.
•    თუ ზვავში მოჰყევით, ეცადეთ გვერდულად გადაგორებით იმოძრაოთ ზვავის კიდისკენ. ცურვითი მოძრობების გამოყენებით, ეცადეთ დარჩეთ ზვავის ზედაპირზე. გაჩერებულ ზვავში ყოფნისას მთელი თქვენი ენერგიის გამოყენებით ეცადეთ"ამოცუროთ" ზედაპირზე.
•    თუ ზვავში ჩამარხული აღმოჩნდით, ეცადეთ შექმნათ ღრმული სახის ზემოთ, რომ სუნთქვა შეიძლებოდეს.
•    დაზოგეთ ჟანგბადი და ნუ იყვირებთ. იმის ალბათობა, რომ თქვენ ხმას ვინმე გაიგონებს, ძალიან მცირეა.


სამაშველო სამუშაოები
თუ დაინახეთ, რომ ვიღაც ზვავის ქვეშ მოჰყვა:
•    აღნიშნეთ ადგილი, სადაც ეს ადამიანი ბოლოს იმყოფებოდა და ის ადგილი, სადაც ზვავმა დაფარა. Aამის შემდეგ გაყევით მარშუტს ამ ორ წერტილს შორის და ეძებეთ ქვემოთ იმ ადგილებში, სადაც უფრო შესაძლებელია, რომ დაზარალებული სავარაუდოდ იმყოფებოდეს.
•    იყვირეთ, რომ დაგეხმარონ, ოღონდ არ დატოვოთ ეს ადგილი მასველების მოსაყვანად, თუკი ამ ადგილამდე დაბრუნება 15 წუთზე მეტ ხანს მოითხოვს.
•    მიმოიხედეთ ირგვლივ, არის თუ არა ახლოს პირადი ნივთები, რომლებიც მიგვითითებენ დაზარალებულის ადგილსამყოფელზე.
•    გამოიკვლიედ აღნიშნული ადგილი, ამისთვის ყინულმკვეთის სახელური ან სხვა საშუალებები გამოიყენეთ.
•    დაზარალებულს, თოვლიდან ამოყვანის შემდეგ, გაუწმინდეთ პირი და  სასუნთქი გზები. მოაშორეთ თოვლი, რომელიც მკერდზე აწვება. თუ ადამიანი არ სუნთქავს, თოვლიდანა ამოყვანამდე სასწრფოდ ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა.


კარნიზი
ეს ჩამოკიდებული თოვლის მასებია, რომლებიც მთების და პლატოების უღელტეხილებზე წარმოიქმნება, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს დახრის კუთხის ნებისმიერი მკვეთრი ცვლილებისას. ყველაზე გავრცელებული დახრის კუთხე, რომელზეც კარნიზი წარმოიქმნება, _ ჩვიდმეტი გრადუსია. კარნიზის ნაჭერი შეიძლება მოტყდეს ნამდვილი კიდიდან დიდ მანძილზე, ამიტომ კარნიზის კიდიდან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ. თოვლის კარნიზიან უღელტეხილზე გადაადგილებისას რეკომენდირებულია თოკთ დაზღვევა.


მყინვარი
მყინვარი წარმოადგენს ყინულის დიდ მასას და გვხვდება იმ ადგილებში, რომლებიც მუდმივი თოვლით არის დაფარული. თოვლის სიმძიმე ქმნის წნევას, რომელიც თოვლს ყინულად აქცევს. შემდეგ ეს ყინული მიზდულობის ძალის ზემოქმედებით მოძრაობას იწყებს ფერდობის ქვემოთ. ამ დროს მყინვარი დნება და აღარ მიცოცავს, როცა გამდნარი ყინულის რაოდენობა გაუთანაბრდება თოვლის დაგროვებებს მყინვარის წყაროსთან.
მყინვარის ზედაპირი მყიფე გარეკანია, რომელიც შესაძლებელია დაიბზაროს მყინვარის მოძრაობისას და წარმოქმნას კარნიზები, ყინულვარდნილები, სერაკები და ასე შემდეგ, დიდ საფრთხეს რომ უქმნიან ალპინისტებს.
მყინვარი მოძრაობისას აგროვებს ქვებს, ამ წყებას ჰქვია “მორენები”. ეს ქვები შეიძლება  დაგროვდეს მყინვარის გვერდით ნაწილებში (გვერდითი მორენები), ცენტრალურ ნაწილში (შუალედური) და მყინვარის ბოლოს (საბოლოო).  მორენები შეიძლება იყვნენ მოძრავნი, ამიტომაც მათი გადაკვეთა სახიფათოა.

მოძრაობა მყინვარებზე
•    განსაკუთრებით იფრთხილეთ იმ ადგილებში, სადაც მყინვარი ციცაბო ხდება ანდა იღუნება, რადგან ძალიან საშიშია. მოერიდეთ თოვლის ხიდებს, ნაპრალების ზემოთ რომ არის შექმნილი, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაინგრნენ.
•    შეეცადეთ მყინვარი დილაადრიან გადაიაროთ, როცა ჯერ კიდევ ცივა და ყინულს დნობა არ დაუწყია.
•    თუ მყინვარი თოვლით არის დაფარული, შეიძლება მათ ქვეშ ნაპრალები ვერ დაინახოთ, ამიტომ ალპინისტებმა თოკში ჩაბმულებმა უნდა იარონ. ნებისმიერ პირობებში დაზღვევა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
•    დღისით მყინვარზე შესაძლოა თბილა, მაგრამ ალპინისტებმა უსაფრთხოება უნდა დაიცვან და ტანსაცმელი არ გაიხადონ. იმიტომ, რომ თუ ნაპრალში ჩავარდებიან, იქ ტემპერატურა ძალიან დაბალი ქნება.

როცა ალპინისტები თოკში ჩაბმულები მიდიან, მასინ დაშორება ორ, უკეთესია სამ და მეტ კაცს შორის დაახლოებით ოცდახუთ მეტრს უნდა შეადგენდეს. თოკის გარკვეული ნაწილი სხეულზე უნდა იყოს შემოხვეული მარჯვენა მხარქვეშ და გაშვებული იყოს მარცხენა ხელის ქვეშ, ისე, რომ ადამიანებს შორის მანძილი შეადგენდეს თხუთმეტ მეტრს. უბრალო კვანძი გაკეთებული უნდა იყოს ხვეულსა და ძირითდ თოკს შორის. არასოდეს არ ატაროთ თავისუფლად დახვეული თოკი. ამასთან ადამიანებს შორის თოკი არ უნდა იყოს შესუსტებული. თუ პირველი ალპინისტი ჩავარდება ნაპრალში, დანარჩენებმა სწრაფად უნდა დაიხიონ უკან და მიწაზე დაეშვნენ, მუხლებით დაეყრდნონ თოვლს, რომ არ ჩავარდნენ.
მიუახლოვდით ნაპრალს პირდაპირი კუთხით და თუ ხტებით, გახსოვდეთ, რომ მეორე მხარეს თოვლი შეიძლება გმძლე არ არის. გადახტომის მერე წინ გადავარდით, იმავდროულად ყნულმკვეთით დამაგრდით. თვალი ადევნეთ თოვლის ზედაპირს, რომელზეც შეიძლება იყოს ისეტი უჩვეულო მოვლენები, როგორიცაა მუქი ლაქები ანდა ერეთგვარი შეზნექილობა, რამაც შეიძლება დაგიდასტუროთ, რომ იმათ ქვეშ ნაპრალია.


ყინულზე და თოვლზე გადაადგილება მთაში
შეგიძლიათ მკვეთრად და ძალისხმევით ჩაუშვათ ფეხი თოვლში, როცა თოვლიან ზედაპირზე მიდიხართ. მაგრამ როცა ყინულზე მიდიხართ, გაიკეთეთ წრიაპები (უხეშ ბათინკებზე).

პირდაპირ ასვლა
გეჭროთ ყინულმკვეთი საკვეთელით უკან და გამოიყენეთ როგორც საყრდენი - გადაანაცვლეთ მაშინ, როცა მყარად გიდგათ ორივე ფეხი. მკვეთრად ჩადგით ფესი თოვლში, ოდნავი დახრით ქვემოთკენ. ჩაფლვა უნდა იყოს საკმაოდ ღრმა, ტერფის ნახევრამდე მაინც, ტუმცა მაგარ ზედაპირზე ამას ვერ გააკეთებ.

დიაგონალურად ასვლა
კვალი უნდა იყოს ჰორიზონტალური, ტერფი უნდა დადგათ გვერდულად, პატარა კუთხით ფერდობის ზედაპირთან. ფეხი უცბად დადგით, რომ ფერდობიდან თოვლი ჩამოიყაროს. უსაფრთხოების მიზნით და სიმყარისათვის დაეყრდენით დახრილობისკენ მიმართულ ყინულმკვეთს ხელით.

დაშვება
ამჯერად მთელი ძალა გადადის ქუსლზე, ფეხი თითქმის არ იხრება.


ვარდნის შეჩერება
თუ მოცურავთ და გაქვთ ყინულმკვეთი, დაუყოვნებლივ უნდა ჩაარჭოთ სქხელური ფერდობში ვერტიკალურად და ხელი გვეკიდოს მის ფუძესთან. ორივე ფეხის ქუსლები მთელი ძალით ჩავფლათ თოვლში, დასყრდენი წერტილი რომ გვქონდეს.უფრო მკვრივ თოვლზე ისარგებლეთ ყინულმკვეთის საკვეთელით როგორც მუხრუჭით და ჩაარჭეთ თოვლში.


სხეულის მდგომარეობა დამუხრუჭებისას
ერთი ხელი ყოველთვის უნდა იყოს ჩაჭიდული ყინულმკვეთის თავზე, ხოლო მეორე კი სახელურზე. თუკი მარცხენა ხელს უკავია ყიმულმკვეთის თავი, ყინულმკვეთის ნიჩAბი უნდა იყოს მარცხენა მხრის ქვეშ, ხოლო მარჯვენა ხელმა უნდა გაიმაგროს სახელური, ხელი გვერდზე უნდა იყოს აკრული. ყინულმკვეთის საჭრელი უნდა ეყრდნობოდეს ფერდობს მარჯვენა ხელით და მხრით. ყინულმკვეთის ნიჩაბი - ლავიწის ქვეშაა. დაწოლა უნდა მოდიოდეს ყინულმკვეთზე და მუხლებზე, ტერფები მაღლაა აწეული.
ზემოთ აღწერილი სხეულის მდგომარეობა ძირითადია, მაგრამ, რასაკვირველია, დაცემისას ძნელია შეინარჩუნო იდეალური მდგომარეობა. მთავარია, იმოქმედო რაც შეიძლება ჩქარა და მიენდოთ ინსტინქტს. პრაქტიკა და ალპინიზმის კარგი  სახელმძღვანელოსთან ერთად სათანადო შედეგს მოგვცემენ.

დამუხრუჭება ყინულმკვეთის გარეშე
თუ დაცემისას ყინულმკვეთი დაკარგეთ ან თუ არ გაქვთ, გაჩერებისთვის ხელები და ფეხები გამოიყენეთ. გირჩევთ ასეთ ხერხს: გადაბრუნდით მუცელზე, მოეჭიდეთ მთის კალთას ხელებით და მთელი დაწოლა ფეხის წვერებზე გადაიტანეთ. სხეულის ასეთი მდგომარეობა შექმნის სოლის ეფექტს და შეაჩერებს ვარდნას.

სრიალი
თუ მთიდან სრიალით გსურთ დაშვება, კარგად უნდა იცოდეთ ყინულმჭრელის საშუალებით გაჩერება. ეს მეთოდი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით, სად უნდა გაჩერდეთ.

ფეხებზე სრიალი
ისევე, როგორც მთიდან თხილამურებით დაშვებისას, არ დაძაბოთ სხეული, ფეხები ოდნავ მოხზრეთ მუსლებში, ორივე ფეხის ტერფი მცირე მანძილით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთსგან. წონასწორობის შესანარჩუნებლად გაშალეთ ხელები. მოუხვიეთ კორპუსის მდგომარეობის ცვლილებით;რომ შეჩერდეთ, ტერფები შეაბრუნეთ ფერდობის მართებულად.

ჩაცუცქული სრიალი
ჩაიცუცქეთ და ორივე ხელით ჩაეჭიდეთ ყინულმჭრელს: ერთი ხელით ზომოთ გკიდიათ, მეორე - სახელურში.წონასწორობისათვის წვეტს დაატარებთ თოვლზე. რომ დაამუხრუჭოთ, გადაიტანეთ თქვენი წონა ყინულმკვეთის სახელურზე.

ჯდომელა სრიალი
დაჯექით თოვლზე და წადით ქვემოთ, ყინულმჭრელის ისევე გამოყენებით, როგორც ჩაცუცქული სრიალის დროს. თუკი დაწვებით ზურგზე და ასწევთ ფეხებს, მაშინ სიჩქარე მეტი იქნება. გასაჩერებლად დაუშვით ფეხები და გამოიყენეთ ყინულმკვეთი.


მთიდან ან გორაკიდან დაშვება
დაშვება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან მთაში სიცივეში ხართ და რც ქარისგან ხართ დაცული. თუ გინდათ დაისვენოთ და იპოვოთ დროებითი თავშესაფარი, მთის ქარისაგან დაცულ მხარეს დაეშვით.
•    მოძებნეთ ძველი ბილიკები ან სხვა ნიშნები იმისა, რომ თქვენამდე აქ უკვე დაშვებულან სხვები. ეს გაგიადვილებთ დაშვებას.
•    ცუდი ხილვადობისას ძალიან იფრთხილეთ, რადგან ნისლის დროს დაშვება განსაკუთრებით საშიშია თვით ყველაზე გამოცდილი, კომპასებით აღჭურვილი ალპინისტებისთვისაც კი.
•    თუ ძლივს ჩამოდიხართ მთის ფერდობზე, მაშინ ეცადეთ, რომ ყოველთვის სახით კლდისკენ იყოთ მიბრუნებული.
•    გვერდი აუარეთ ღრმა ტრანშეებს, რადგან მაშინ იზრდება ქვათაცვენის რისკი. თუ ჯგუფად ეშვებით, ნუ შეუქმნით საფრთხეს ქვემოთ მყოფებს მომწყდარი ქვებით.
•    მთიდან დაშვებისას არ უნდა ისარგებლოთ თოკით, მაგრამ ყოველთვის თან უნდა იქონიოთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.
•    მყინვარის გადაკვეთისას ჩაებით თოკში. თუ საშუალებაა, იარეთ უკვე არსებულ ნაკვალევზე, მაგრამ გაითვლისწინეთ, რომ ეს კვალი შეიძლება გამოუცდელმა ალპინისტებმა დატოვეს.
•    ფრთხილად იყავით იმ ფერდობებზე, სადაც ქვის ნაყარია, რადგან ამ ნაყარმა, შესაძლოა, ისეთ უფსკრულთან წაგიყვანოთ, რომელიც მაღლიდან არ ჩანდა.


ქვემოთ მდებარე კლასიკური დაშვების აღწერილობა გულისხმობს, რომ აღჭურვილობიდან თქვენ მხოლოდ თოკი გაქქვთ.
თოკით დაშვება არ ითვლება ადვილად, ამ ხერხს სიფრთხილით ეკიდებიან თვით ყველაზე გამოცდილი ალპინისტებიც. არ შეგაცდინოთ ჩვეულებრივი მოქალაქეების ფოტოებმა, შენობებიდან რომ ეშვებიან თოკებით - როგორც წესი, მათ ინტრუქტაჟს უწევენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც აზღვევენ კიდეც. თოკით მხოლოდ მაშინ დაეშვით, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვთ ანდა თქვენ და თქვენი მეგობარი კარგად ხართ ამ მხრივ მომზადებული.

როგორ  დავეშვათ თოკით
პირველ რიგში მოძებნეთ საიმედო საყრდენი.  მეორე ღუზისებური სამაგრი შეიძლება გამოიყენოთ დამატებით დაზღვევისთვის. ღუზისებური საყრდენი უნდა დაყენდეს იმ შვერილზე, სადაც თქვენ დგახართ. დარწმუნდით, რომ თოკი სიმძიმისას არ იმოძრავებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თოკი არ მოხვდეს ვიწრო ბზარებში, თორემ თუ შიგ ჩაიჭედა, ძნელად ამოიღებთ იქიდან. ამას გარდა, ყურადღება მიაქცეით, რომ თოკი არ დააზიანოს მახვილმა შვერილებმა.
თუ თოკით დაშვება დიდ ხანს გრძელდება, შეიძლება დაგჭირდეთ ორი თოკის გადაბმა; ამ შემთხვევში ისარგებლეთ ორმაგი კვანძით. უფრთხილდით ქვებს, რომლებიც შეიძლება მოწყდეს ანდა ბასრ ნაპირებს იქ, სადაც თოკი გაივლის,  რაგან ამან შეიძლება თოკის დაზიანება გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თოკში არ ჩაიხლართოს გრძელი თმა ანდა ტანსაცმლის ნაწილი.
შემოიხვიეთ თოკი და მისი ზედა ბოლო მიამაგრეთ საყრდენის მაღლითა ბოლოს. მოწყვეტის თავიდან ასაცილებლად, სანამ ქვემოთ ჩააგდებდეთ, თოკის მეორე ბოლოს კვანძი გააკეთეთ. დარწმუნდით იმაში, რომ ქვემოთ მყოფებმა კარგად იციან, რას აკეთებთ და რომ გადაგდებულმა თოკმა მიღწია იმ მოედანს, სადაც თქვენ აპირებთ დაშვებას.
თოკი გაიტარეთ ფეხებს შორის, წინიდან უკან, შემდგომ მარცხენა თეძოს ზემოდან დიაგონალურად მარჯვენა მხარზე და მარცხენა იღლიის ქვეშ გამოიტარეთ. ნელა იარეთ, ნაწიბურებზე და ოდნავ ჩაიცუცქეთ, თუკი არსებობს თოკის შეხსნის მცირედი საშიშროება ზედა საყრდენიდან. დამუხრუჭების კონტროლირება საჭიროა ქვედა ხელით - არასოდეს ეცადოთ ზედა ხელით შეჩერებას. სხეულის გადაწევით დამმუხრუჭებელი ხელისკენ შეგიძლიათ უფრო უსაფრთხოდ გაიხადოთ თავი და, ამას გარდა, უფრო გარკვევით დავინახოთ, რა ხდება ქვემოთ.
დაშვებისას ეცადეთ ფრთხილად იმოქმედოთ, ქანქარის ეფექტი რომ არ წარმოიქმნას, რომლის დროსაც შეიძლება შეეჯახოთ მახვილ შვერილებს. ქვემოთ რომ აღმოჩნდებით და თოკს ქაჩავთ, გახსოვდეთ ისიც, რომ, შეიძლება, თოკი სადმე ქვას წამოედო და ის ქვა შეიძლება მოწყდეს.

დაზღვევა
პირველ რიგში, მოძებნეთ ღუზა. ეს შეიძლება კლდის შვერილი იყოს, ან ხე, ან წვერწამახული ქვა. მთავარ თოკზე ყულფი გააკეთეთ და ღუზას ჩამოაცვით. დამზღვევი კვანძი კეთდება რვიანის კვანძით.უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის შეიძლება გამოიყენოთ დამზღვევი რუზაც.
გადაიტარეთ თოკი თავს ზემოთ (ისე, რომ ღუზებზე მიმაგრებულ თოკებზე დაბლა იყოს), მერე ქვევით, თეძოების მაღლა, მაგრამ ტალიის ქვევით. დაიმაგრეთ თოკი იმ ხელის გარშემო, რომელიც ახლოსაა ღუზასთან, რასაც ჰქვია "მკვდარი ხელი". ხელები რომ არ აგიტყავდეთ თოკზე ხახუნით,  აუცილებლად უნდა გეცვათ ხელთათმანები.
მიიღეთ მდგომარეობა მჯდომარე, ტერფები დაფიქსირებული უნდა იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თოკი თქვენსა და ღუზას შორის დაჭიმული იყოს.თქვენ და ღუზა ერთ ხაზზე უნდა იყოთ ძალის მმართულებით.ვარდნა რომ შეაჩეროთ, გადაიტანეთ "მკვდარი ხელი" სხეულის ზედა ნაწილის მართობულად. არასოდეს მოხსნათ "მკვდარი ხელი" თოკიდან, გინდაც თოკი აიხლართოს ან გაიჭიმოს. ეს კეთდება "ცოცხალი ხელით", რომელიც უფრო ახლოსაა ალპინისტის სხეულთან.


კვანძები
ჩვენ აღვწერთ იმ ძირითად კვანძებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია ალპინისტებისთვის.

მარტივი კვანძი
შეწსაძლოა, ეს ყველაზე იოლია ყველა სხვა კვანძებთან შედარებით.

ორმაგი მარტივი კვანძი
ეს არის ჩვეულებრივი  კვანძი, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ბოლოს თოკის გარშემო ორმაგად ახვევენ, სანამ ყულფში გაატარებენ.

რვიანი
ალპინიზმში ფრთოდ გავრცელებული კვანძი, რომლიც შეკვრაც და გახსნაც ადვილია. ეს კვანძი არ უნდა შევკრათ ძალიან მოკლე ბოლოთი; თუ ბოლო მოკლეა, გააკეთეთ კიდდევ ერთი მსაზღვრავი კვანძი.

კვანძების მეფე
ეს კარგი საშუალებაა თოკზე მისამაგრებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ სწორად გააკეთოთ. "კვანძების მეფე" დააზღვიეთ მის კვანძში არსებული თოკის მსაზღვრავი სხვა კვანძით.

მეთევზეთა ბადის კვანძი
ორი თოკის სულ უბრალო შეერთების წესი მდგომარეობს იმაში, რომ იხვევა ორი უბრალო კვანძი მეორე თოკზე და ბოლომდე დაიქაჩება.

მეთევზეთა ბადის ორმაგი კვანძი
ამ უფრო საიმედო ორი თოკის გადაბმის დროს იხვევა ორი უბრალო კვანძი თვითოეული თოკის ირგვლივ და ბოლომდე დაიქაჩება.

თავშესაფრების მოწყობა მთაში
ყოველთვის უკეთესია დავხარჯოთ დრო და ძალისხმევა მთიდან დაშვებაზე, ვიდრე თოვლში თავშესაფრის გათხრაზე. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჯგუფში აღმოჩნდეს დაზარალებული ან  შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზებიც, რაც ხელს შეგვიშლის დაშვებაში. თუ ასეა, მაშინ ყველაზე რაციონალური  გამოსავლი ის იქნება, რომ მოვნახოთ შესაბამისი თოვლის ნამქერი საქარე მხრიდან, ამასთან რაიმე, დიდი ვალუნის ტიპის ბუნებრივი დაცვით და გავაკეთოთ თოვლის გამოქვაბული.


თოვლის გამოქვაბული
გამოჭერით პირდაპირ ნამქერში და შემდეგ ამოთხარეთ სიღმე ძირითადი სათავსოსათვის. ამოჭრა ბლოკებით მნიშვნელოვნად აჩქარებს სამუშაოს პატარა ყინულმკვეთით მუშაობასთან შედარებით. შესასვლელი, რომელიც ძირითად სათავსოზე გაცილებით დაბლა უნდა იყოს, შეიძლება დავხუროთ ზურგჩანთით. არ დაგავიწყდეთ სავენტილაციო ხვრელის გაკეთება როგორც ძირითად სათავსოში, ასევე შესასვლელშიც.


    USHBA

SURVIVAL


Joao Silva's photo - Georgian soldiers in Iraq

არჩილ ომიაძე
პოლკოვნიკი,
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის G-3 სამმართველოს უფროსი

გადარჩე - ნიშნავს გაიმარჯვო!

ადამიანის ცხოვრებაში ხშირია მოულოდნელობები და არაერთხელ აღმოჩენილა ყოველი ჩვენგანი ექსტრემალურ თუ არასასიამოვნო სიტუაციაში მაინც, რომელიც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებს, მათ შორის, ერთერთი მაღალი რისკის პროფესიაა სამხედრო სამსახური. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ სამხედრო მოსამსახურეები იწვრთნებიან არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნების აუცილებელ დისციპლინებში, არამედ მათ უტარდებათ თვითგადარჩენის კურსიც. აღნიშნული კურსის სრულფასოვნად შესწავლა კი განაპირობებს ასეთი ექსტრემალური ვითარებისას ინდივიდის ან ადამიანთა ჯგუფის გადარჩენის წარმატებას სხვადასხვა ბუნებრივი და კლიმატური პირობების დროს; აგრეთვე ცოდნა იმ საფუძვლებისა, რომელსაც თვითგადარჩენის კურსი უყალიბებს პიროვნებას; პირველ რიგში კი თავდაჯერებულობას და ფსიგოლოგიურად ამზადებს მას აღნიშნული სირთულეების გადალახვისათვის.
ქართულ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ტიპის კურსები არ ტარდებოდა და არ ისწავლებოდა და, უფრო მეტიც, არ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების და წესდებები, რომლების გარეშეც წარმოუდგენელია შეიარაღებული ძალების არსებობა;  ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წყალობით გაჩაღებულ აფხაზეთის ომში, ორი ივლისის რუსული დესანტის გადმოსხმის დღეებში ქვედანაყოფების ნაწილი, რომლებიც მოქმედებდნენ ოჩამჩირის ფრონტზე, მოექცნენ ალყაში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის ერთერთ ქვედანაყოფში მოხდა ასეთი შემთხვევა:
სამი სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ჯგუფი (სამწუხაროდ, მხოლოდ ორი მათგანის გვარი მახსოვს: რიგითი ზურაბ ლომიძე და რიგითი ნუგზარ ნათენაძე ახალციხიდან) მოსწყდა მთავარ ძალებს მოწინააღმდეგის იერიშის შემდგომ, აღმოჩნდნენ მტრის ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და ალყიდან გამოსვლა განახორციელეს, ძირითადი ძალებისაგან განსხვავებით, საპირისპირო მიმართულებით, დასახლებულ პუნქტ კინდღისკენ. ამ სამიდან ერთერთი სერიოზულად იყო დაჭრილი _ ტყვია მკერდთან ჰქონდა გაჩერებული. მაშინ, როდესაც ისინი აღარავის ეგონა ცოცხალი, მოწინააღმდეგის დესანტირებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ გამოვიდნენ სამშვიდობოს. ამ პატარა ჯგუფმა, რომელსაც გავლილი არ ჰქონდა შესაბამისი სწავლება, თითქმის შეუძლებელი შეძლო გადარჩენის წყურვილისა და თვითგადარჩენის ინსტიქტების წყალობით. კერძოდ: მოწინააღმდეგით გაჯერებულ ადგილმდებარეობაზე შეძლეს მაღალ ოსტატურად შენიღბვა; აღმოუჩინეს დაჭრილ მეგობარს პირველადი სამედიცინო დახმარება _ შეუჩერეს სისხლდენა ბალახების საფენისა და მაისურებისაგან გაკეთებული სახვევებით; მოიპოვეს საკვები, ამ დროს შეეჩეხნენ მოწინააღმდეგის პატრულს, შეტაკებაში გამოიჩინეს დიდი ვაჟკაცობა და სამი მათგანი მოკლეს. ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადარჩე სწორი დაგეგმარების, გამბედაობის და თვითდაჯერებულობის ხარჯზე. ამ ამბავში ყურადღება უნდა გაგამახვილდეს მხედრული მეგობრობის მაგალითზე. ჯგუფმა, რომელის გადაადგილების ტემპსაც მნიშვნელოვნად აფერხებდა დაჭრილი ნათენაძე, ბოლომდე უერთგულა მეგობარს და სწორედ მის გამო იყო, რომ ამდენი ხანი მოანდომეს ალყიდან გამოსვლას. მე არ ვიცი, ახლა სად არიან ის ჯარისკაცები, მაგრამ ეს შემთხვევა ჩემს მეხსიერებაში მყარად აღიბეჭდა. მითუმეტეს, მონაწილეებს ეს არასოდეს დაავიწყდებათ.
ადამიანის ავტონომიური პირობებში არსებობის კეთილი დასასრული დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე; საკვებისა და წყლის მარაგებზე; აღჭურვილობის ეფექტურობაზე და ასე შემდეგ..
სუბტროპიკები, მთები, უდაბნო, ზღვა – ყოველა ეს ბუნებრივი ზონა გამოირჩევა საკუთარი თავისებურებებით, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სასიცოცხლო აუცილებლობების სპეციფიკას (ქცევის წესებს, საკვებისა და წყლის მოპოვების ხერხებს, თავშესაფარის მშენებლობას, დაავადებათა ხასიათს და მათი თავიდან აცილების ზომებს, ადგილმდებარეობაზე გადაადგილების ხერხებს.). რაც უფრო მკაცრია გარემო პირობები, მით უფრო ხანმოკლეა ავტონომიური არსებობის ვადები, მით უფრო მეტ ენერგიის დაძაბვას მოითხოვს ბუნებასთან ბრძოლა, მით უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული ქცევის წესები, მით უფრო ძვირია ყოველივე დაშვებული შეცდომის ფასი.
ადამიანის სიცოცხლისუნარიანობაზე გავლენას ახდენს მისი ნებისყოფა, თავდაჯერებულობა, კონცენტრაციის უნარი, გამომგონებლობა, ფიზიკური მზადყოფნა და გამძლეობა. მაგრამ ხანდახან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არ არის საკმარისი გადარჩენისათვის. ადამიანები იღუპებიან სიცხისა და წყურვილისაგან; ვერც კი ხვდებიან, რომ სულ სამიოდე ნაბიჯში მათი გადამრჩენი წყარო არსებობს. იყინებიან სიცივეში, რადგან არ შეუძლიათ თოვლისაგან თავშესაფარის აშენება; იღუპებიან შიმშილით ტყეში, სადაც ბევრი ნადირია. ხდებიან შხამიანი ცხოველების მსხვერპლნი, რადგან არ იციან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შხამიანი ცხოველების კბენისას.
ადამიანის ნებისმიერ ადგილმდებარეობაზე ყოფნისას მისი შანსები დამიკიდებული შემდეგ ფაქტორებზე:
_ სურვილი გადარჩეს;
_ უნარი გამოიყენოს არსებული ცოდნა;
_ მკაცრად შეასრულოს ამა თუ იმ ადგილმდებარეობაზე ყოფნის მოთხოვნები;
_ თავდაჯერებულობა ადგილმდებარეობის ცოდნაში, საზრიანობა და ინიციატურობა;
_ დისციპლინირებულობა და გეგმის მიხედვით მოქმედება;
_ ანალიზისა და საკუთარი შეცდომების გათვალისწინების უნარი.
ამ ამბავში კი, მინდა, გაბედულებაზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება და მოგითხროთ ორი ჯარისკაცის ბედის შესახებ. ეს შემთხვევაც იმ ავბედით, ოჩამჩირეში გადმოსხმულ დესანატთან არის დაკავშირებული. ქვედანაყოფი, რომელიც ბრძოლებით გამოდიოდა ალყიდან, მოწინააღმდეგის მანევრით და ცეცხლით გახლეჩილ იქნა შუაზე _ ერთი ნაწილი ბრძოლებით გამოვიდა ალყიდან, მეორე კი, თოთხმეტი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ჯგუფი, მტრის ზურგისკენ წავიდა და ტყვედ ჩავარდა. ამ თოთხმეტი ქართველი მებრძოლიდან რუსებმა და აფხაზებმა დახრიტეს თორმეტი, ხოლო ორს _ რიგით ზაზა მეტრეველს და თემურ ცუცქირიძერს (ორივე ჭიათურიდან იყვნენ) _ ამოათხრევინეს საფლავები და დაამარხინეს თავიანთი მეგობრები. გაათენებინეს ერთი ღამეც და მეორე დღეს საკუთარი სამარეების გასათხრელად მიჰყავდათ. გადაადგილებისას რიგითმა მეტრეველმა ანიშნა ცუცქირიძეს, რომ თავს დასხმობდნენ მათ თანმხლებ ბადრაგს ორი კაცის შემადგენლობით, რომელმაც საპასუხოდ გაუბედავად ანიშნა უარი. ამის შემდგომ მეტრეველმა მოისროლა ნიჩაბი და ზიგზაგისებული სირბილით დაეშვა დაღმართზე, გადალახა მდინარე და შეასწრო ტყეში, სადაც აძვრა ერთ-ერთ ხეზე და შეინიღბა. კვალდაკვალ გამოდევნებულმა რაზმმა ვერ მოახერხა ხეზე დამალული ტყვის აღმოჩენა და დაბრუნდა უკან. თვალთვალის წარმოებით, თვითგადარჩენის იმ ფაქტორების გამოყენებით, რომლებზეც ზემოთ მოგითხრობდით, სრულიად უიარაღო რიგითი მეტრეველი რვა დღე იმყოფებოდა მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და გამოვიდა სამშვიდობოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადამიანი დღემდე მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
გადარჩე – ნიშნავს გადაწყვიტო სამი უმთავრესი ამოცანა:
1. შეძლო, თავი დაიცვა სიცივისგან, სიცხისაგან და ქარისაგან; დაიცვა ორგანიზმი გაყინვისაგან ან დასიცხვისგან, ადგილმდებარეობიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე.
2. მყისიერად დაადგინო წყლის დღიური ხარჯვის ნორმა, ხოლო ხელშეუხებელი მარაგი გადაინახო უკიდურეს შემთხვევამდე. აუცილებელია მიღებულ იქნას ზომები წყლის რესურსების მოსაძიებლად.
3. შეადგნო საკვები რაციონი და დარწმუნდე, რომ არის წყლის საკმარისი რაოდენობა საკვების მომზადებისა და მოხმარებისათვის.
აქ წარმოდგენილი მაგალითები საბრძოლო მოქმედებებიდან იმიტომ არის მოყვანილი, რომ ეს გამოცემა ძირითადად სამხედრო მოსამსახურეთათვისაა განკუთვნილი და მისი ძირითადი მესიჯია - არასდროს დანებდე არსებულ რეალობას, მუდამ იბრძოლე გადარჩენისათვის - ესე იგი, გამარჯვებისათვის. ჩვენი პროფესიაც ხომ სწორედ ესაა - ოსტატურად დავძლიოთ სიძნელეები და მივაღწიოთ  მიზანს!
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ კიდევ ერთი სამხედრო თემატიკის ჟურნალის დაფუძნება და ვუსურვო მის კოლექტივს წარმატება საქართველოსა და შეიარაღებული ძალების სამსახურში.