Wednesday, December 30, 2009
გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა
არჩილ მაჭავარიანი
გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა
შეიძლება, ეს უკვე არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ მე მაინც ჯერ კიდევ მჯერა, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. შესაბამისად, ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება, ეროვნული ტკივილია და არა სპორტის რიგითი სახეობა, რომლებშიც დღეს წარუმატებლები ვართ. საქართველოში, ზოგადად, სპორტი უყვართ - კალათბურთი, რაგბი, ძიუდო... თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთი მაინც სხვა სახეობებზე ბევრად მეტია, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ზემოჩამოთვლილი და სპორტის სხვა სახეობების მიმართ.
იმას, რასაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი 90-იანი წლების დასაწყისიდან ადევნებს თვალს, შეიძლება, ვუწოდოთ გამალებული დეგრადაცია, ნგრევა, ვარდნა, ან, თუ უფრო ლიტერატურულად მივუდგებით და დიდ კლასიკოსს დავესეხებით - ”გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა”. და ეს სახელი, ალბათ, ზედმიწევნით ასახავს იმას, თუ რა განიცადა ფეხბურთმა ხსენებული პერიოდიდან დღემდე. ყველა ხედავდა, რომ ფეხბურთი უფსკრულისკენ მიექანებოდა, მაგრამ ვერავენ ვერაფერს, ან არავინ არაფერს აკეთებდა. კი, იყო პერიოდი, როცა ვერ გავუძელით ცდუნებას და თავი მოვიტყუეთ, რომ საქმე მხოლოდ დროებით წარუმატებლობასთნ გვქონდა, ქართული საფეხბურთო ნიჭი მაინც დაძლევდა არსებულ პრობლემებს და გავიხსენებდით გამარჯვების გემოს. მაგრამ ეს თავის მოტყუების პერიოდი მალევე დასრულდა და მას შემდეგ ვუყურებთ, თუ როგორ მიექანება ქართული ფეხბურთი სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ. რაც მთავარია, არ იდგმებოდა და დღემდე არ იდგმება რაიმე ქმედითი ნაბიჯი ამ ვარდნის შესაჩერებლად. შესაბამისად, მივიღეთ დღეს არებული სავალალო მდგომარეობა. ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩვენი ფეხბურთი დღიდან მისი დაარსებისა არ ყოფილა.
ამ სავალალო მდგომარეობას კი ძალიან კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს მიზეზები არავისთვის არ არის საიდუმლო და ფეხბურთში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა გულშემატკივარმა ისინი უკვე ”მამაო ჩვენოსავით” ზეპირად იცის. მიზეზი არაერთია, თუმცა რამდენიმე ძირითადის პუნქტებად გამოყოფა მაინც შესაძლებელია.
ბავშვთა ფეხბურთი: ცხადია, იმისთვის რომ ფეხბურთელები გყავდეს, ეს ფეხბურთელები უნდა გაზარდო. ამისთვის კი უნდა გყავდეს კვალიფიცური მწვრთნელები და უნდა გქონდეს სტადიონები, რომლებზეც ეს ბავშვები თამაშს ისწავლიან. ერთიც და მეორეც დღეს პრობლემაა ქვეყანაში. შესაბამისად, არ ხდება კარგი ფეხბურთელების აღზრდა. აქედან გამომდინარე კი, მივიღეთ ის, რომ ძველი თაობა, რომელმაც ფეხბურთს თავი დაანება, ვერ იქნა ჩანაცვლებული ახლით - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი სრულფასოვნად შემცვლელი ფებხურთელები საქართველოში აღარ გაზრდილან. დღემდე ვეძებთ შოთა არველაძის შემცვლელს, ვერავინ შესძლო გიორგი ქინქლაძის, გოჩა ჯამარაულის, თემურ ქეცბაიას, გიორგი ნემსაძის შეცვლა... არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც შესცვლის კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს და სხვა, უკვე საფეხბურთო თვალსაზრისით ასაკში შესულ ფეხბურთელებს, როდესაც ისინი რამდენიმე წელიწადში ფეხბურთს თავს დაანებებენ. არ გვეზრდება ქართულ ფეხბურთში თაობა, რომელიც მათ შეცვლის. არიან, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთეულ სასიხარულო გამონაკლისებად უნდა ჩავთვალოთ. თუ ამ კუთხით არ გამოსწორდა მდგომარეობა, თუ არ გავზარდეთ ფეხბურთელები, რამდენიც არ უნდა ვუხადოთ მერე მილიონები სახელოვან და ერთმნიშვნელოვნად ძლიერ მწვრთენელებს, არაფერი არ გამოვა.
რა თქმა უნდა, კარგია შენს ნაკრებს ისეთი დიდი სპეციალისტი რომ უდგას სათავეში, როგორც ექტორ რაულ კუპერია, მაგრამ თუ მას ფეხბურთელი არ ეყოლა, რომელიც მის დავალებას შეასრულებს, ამ სპეციალისტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულამდე დავა. და ეს არ იქნება მისი ბრალი, რადგანაც ეს იგივეა, რაც ჩამოიყვანო რუბენს ბარიკელო ან ლუის ჰემილტონი, დასვა ”ჟიგული”-ზე და ფორმულა 1-ის მოგება მოსთხოვო...
ეროვნული ჩემპიონატი: აქ ბევრი საუბარი არც არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ იმ ფაქტი გახსენება, თუ საქართველოს ჩემპიონატიდან რომელ ქვეყნებში გარბიან ჩვენი თავქუდმოგლეჯილი ფეხბურთელები. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი... და სხვა, საფეხბურთო თვალსაზრისით ეგზოტიკური ქვეყნები. აღარაფერს ვამბობთ რუსეთის, უკრაინის და ა.შ. ქვედა ლიგებზე. წარმატებად ითვლება, თუ ფეხბურთელი მოხვდება უნგრეთის, ნორვეგიის, ფინეთის და მსგავს, საკმაოდ მეორეხარსიხოვან ჩემპიონატებში. აქაც, ისევე როგორც წინა პუნქტში, გვხვდება მხოლოდ ერთეული გამონაკლისები. სწორედ ეროვნული ჩემპიონატის სისუსტის მაჩვენებელია ევროთასებზე ჩვენი კლუბების ნაჩვენები სამარცხვინო შედეგები. თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი თამაშები, რომელზეც თანამედროვე ფეხბურთის ელემენტების ნახვა არის შესაძლებელი. თამაშების უდიდესი უმეტესობა კი კარგ საძილე საშუალებად თუ გამოგადგება ადამიანს...
ინფრასტრუქტურა: ეს, პრინციპში, პირველ და მეორე პუნქტებშიც შეიძლება გავაერთიანოთ, რადგანაც იგი განუყოფლად არის დაკავშირებული ორივესთან და ვერც ერთი და ვერც მეორე, კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. მაგრამ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალბათ, მაინც ცალკე უნდა იქნას გამოყოფილი.
ბავშვები ვერ ისწავლიან ფეხბურთს, თუ არ აქვთ მოედნები!
ფეხბურთელები ვერ გაიზრდებიან, თუ ისინი არ თამაშობენ ნორმალურ მინდვრებზე!
და არამარტო მინდვრის საფარი, მისახედია მთლიანად ინფრასტრუქტურა. ბავშვებს, ფეხბურთელებს, უნდა ჰქონდეთ ნორმალური პირობები იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი და გაიზარდონ როგორც ფეხბურთელები. იმ მოედნებზე, რომლებზეც, უმეტეს შემთხვევაში, ფეხბურთელები თამაშობენ და რომლებზეც ცოტა ხნის წინ ძროხები ძოვდნენ, ფეხბურთელი ვერ გაიზრდება.
და რამდენ ქართულ გუნდს აქვს ბაზა? კარგი ან საშუალო ან თუნდაც ცუდი კი არა, უბრალოდ, ბაზა!.. იმის შემხედვარე, თუ რა პირობებში იმყოფებიან ამ მხრივ ქართული კლუბები, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ სად წავა ის საკმაოდ დიდი რესურსები, რომლებითაც, წესით, სწორედ ზემოხსენებული პრობლემები უნდა მოგვარებულიყო... რესურსების არასწორ ხარჯვასთან უნდა გვქონდეს, ალბათ, საქმე...
საეჭვო მატჩები: ის, რომ გარიგებული მატჩები უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ალბათ, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. არსებობს კომისია, რომელიც ასეთ შემთხვევებს უნდა იკვლევდეს და დამნაშავეებს სჯიდეს, თუმცა მე ამწუთას არ მახსენდება არცერთი სერიოზულად დასჯილი ადამიანი; მაშინ, როცა პრობლემა არათუ არ მოგვარებულა, შეიძლება, უფრო გამძაფრდა კიდეც... ცოტა რთულია ამ საკითხზე ხელაღებით საუბარი და კონკრეტული ადამიანების დადანაშაულება, თუნდაც იგივე უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს, თან ძალიან სერიოზული და გულშემატკივარი ამას ხედავს. გულშემატკივარმა კი, შეიძლება, უსახური თამაში აპატიოს ფეხბურთელებს და მაინც მივიდეს სტადიონზე ფეხბურთის სიყვარულის გამო, მაგრამ უნიჭო სპექტაკლის საყურებლად არ მივა! თუკი მე სპექტაკლის ყურება მომინდება, წავალ ჩვენს რომელიმე უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრში, სადაც ჩვენი ხელოვანების ნიჭით დატკბობის საშუალება მექნება. მაგრამ ფეხბურთის საყურებლად მისულმა, მსურს ვუყურო ფეხბურთს და არა უნიჭო და ამაზრზენ სპექტაკლს, რომელიც გულშემატკივარს, რომელიც ჯერ კიდევ ადევნებს თვალყურს ქართულ ფეხბურთს, არაერთი უნახავს. ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე, ვერანაირი სხვა დადებითი ძვრა ქართულ ფეხბურს ვერ გადაარჩენს.
საქმისადმი სწორი მიდგომა (პროფესიონალიზმი): ქართულ ფეხბურთში არ უნდა იყოს ადგილი დილეტანტებისთვის. ქართულ ფეხბურთში უნდა მოღვაწეობდნენ ნამდვილი პროფესიონალები, გამსჭვალულნი საქმისადმი ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულებით, დაწყებული ფეხბურთის ფედერაციის რიგითი ჩინოვნიკიდან, გაგრძელებული მსაჯებით, ფეხბურთელებით, დამთავრებული ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელითა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დღეშია დღეს ჩენი ნაკრები, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაში უნდა იყოს უდიდესი პატივი და ფეხბურთელი არ უნდა ამბობდეს უარს ამხანაგური შეხვედრის გასამართად ნაკრებთან ერთად თუნდაც ისლანდიაში გამგზავრებაზე, ამ ქვეყნის ”სიშორისა” და ამ ფეხბურთელის ”მოუცლელობის” გამო, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა! აქაც იგივეს თქმა მოგვიწევს, რაც წინა პუნქტში - სულ რომ უმაღლეს დონეზე ავიდეს ეროვნული ჩემპონატი, სულ რომ ოქროს თაობა გავზარდოთ, რომლებსაც მსოფლიოს უძლიერესი მწვრთნელები და ამ საქმის ნამდვილი მეტრები გავწვრთიან, საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს. ნაკრებს სჭირდება ანთებული თვალები, თავდადება, სიამაყე, რომ ეროვნული ნაკრების ფორმა გაცვია და ყველაფერი ის, რასაც ქართველები გამოვხატავთ ერთი სიტყვით - ”ჯიგარი”.
ისე კი, მართლა მაინტერესებს, რომელ მოუცლელობას იმიზეზებდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც არათუ თავიანთი კლუბის ძირითად შემადგნელობაში არ თამაშობენ უკვე დიდ ხანია, განაცხადშიც კი პერიოდულად ხვდებიან. რითი არიან დაკავებული, საინტერესოა...
და ეს ყველაფერი მხოლოდ ფეხურთელებს არ ეხება.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ სისტემის ყველა ელემენტი, რომელსაც ქართული ფებურთი ჰქვია, უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და უნდა ასრულებდეს მას პირნათლად.
ზემოაღნიშნულით, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები და ამ პრობლემების დაძლევის გზებზე საუბარი. ბევრად მეტი შეიძლება ითქვას, - იმიტომ, რომ ეს მტკივნეული საკითხი მართლაც ვრცელი სასაუბრო თემაა, რომელსაც ერთ სტატიაში ვერ ამოვწურავთ. ფაქტი ერთია, ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ქართული ფეხბურთი კვლავ იმყოფება გზაგასაყარზე და კვლავაც ქართულ ფეხბურთში ამჟამად მოღვაწე ადამიანების ხელშია არჩევანი, თუ როგორი გზით წავა ქართული ფეხბურთი - კვლავ განაგრძობს ვარდნას, თუ დაიწყებს თუნდაც ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინსვლას.
ოღონდ, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ ლამაზი სიტყვებით და “ოქროს კოშკების” აგების დანაპირებით ქართველი გულშემატკივრის გულს ვეღარ მოიგებს. ზემოჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას არაერთხელ შეგვპირებიან ჩვენი ფეხბურთის “მამები”. ერთნი ერთი პრობლემის, მეორენი - მეორის, ნაწილ-ნაწილ, თუმცა, დანაპირების შესრულებამდე საქმე არც ერთხელ არ მისულა და პრობლემების გადაჭრა ყოველთვის რაღაც შორეული “ნათელი მომავლის” საქმედ რჩებოდა. არ გვინდა ოქროს კოშკები. დღეს არ გვინდა. დღეს გვინდა რეალური, შესრულებადი გეგმა, და ამ გეგმის შესრულება. საქმის კეთება, კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება უნდა დაიწყოს დღესვე, რადგანაც ამ პრობლემის მოგვარების თვითოეული დღით გადადება, პრობლემის გადაჭრის შესალებლობის კიდევ წლობით გადასწევს და ეს სულ უფრო რთული ხდება. დავიწყოთ პრობლემის გამოსწორება მანამ, სანამ ჯერ კიდევ გვახსოვს, რომ ოდესღაც ფეხბურთს ჩვენც ვთამაშობდით. თან დიდ ფეხბურთს.
თუმცა არა მხოლოდ ფეხბურთში უშუალოდ ჩართული ადამიანები არიან ამაზე პასუხისმგებელნი. უდიდესი როლი ეკსირებათ სხვა აქტორებსაც. როგორიცაა თუნდაც მედია, რომელმაც, ჩემი აზრით, არაერთხელ ახლობლობისა თუ სხვა მიზეზების გამო არ დაწერა ბოლომდე ის, რაც უნდა დაეწერა; ზედმეტად შეაქო ის, ვინც არ უნდა შეექო; არ გააკრიტიკა ის, ვინც უნდა გაეკრიტიკებინა; არ ამხილა ის, რაც უნდა ემხილებინა... იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც, უბრალო გულშემატკივარზე, რომელიც სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის გამო წლების განმავლობაში უბრალო სტატისტის როლით კმაყოფილდებოდა და ჩუმად ადევნებდა თვალს ამ ვარდნას... ყველა არის პასუხისმგებელი მდგომარეობის აქამდე მიყვანაში და ყველას ეკისრება თავისი როლი ამ მდგომარეობის გამოსწორებაში.
მდგომარეობის გამოსწორება კი შესაძლებელია შესაბამისი რესურსების არსებობის, ამ რესურსების სწორი მენეჯმენტის, სწორი დაგეგმვისა და სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. ამის მაგალითია თუნდაც თურქეთი, რომელიც საკმაოდ ჩამორჩენილი საფხბურთო ქვეყნიდან 10-15 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანად იქცა. ჩვენ კი არ გვიწევს პრაქტიკულად ნულიდან დაწყება, როგორც მათ მოუწიათ. ჩვენ გვაქვს ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება ქართული ფეხბურთი აშენდეს, - იმიტომ რომ, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ.
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი
დაარსდა: 10 ნოემბერი, 1775
ექვემდებარება: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი
მიეკუთვნება: აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების დეპარტამენტი
მოქმედი მეთაური: გენერალი ჯეიმს ტ. ქონვეი
ამერიკის საზღვაო ქვეითების დაარსება კონგრესის რეზოლუციას უკავშირდება, რომელიც 1775 წლის 10 ნოემბრით თარიღდება, თუმცა საზღვაო ქვეითთა კორპუსი ფაქტიურად 1798 წლის 11 ივლისს შეიქმნა, მისი სრულყოფილი სახელწოდებაა _ Uნიტედ შტატეს Mარინე ჩორპს (UშMჩ). ეს შენაერთი ნომინალურად აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის, თუმცა რეალურად დამოუკიდებელი სამხედრო გაერთიანებაა. საზღვაო ქვეითთა კორპუსის ძირითადი მოვალეობაა უზრუნველყოს ქვეყნის საზღვაო დაცვა. შენაერთის შემადგენლობაში 200 000 ადამიანია.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სახეობებს შორის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ერთ-ერთი მცირერიცხოვანია. მასზე მცირერიცხოვანი სანაპირო დაცვაა. თუმცა, ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსი მაინც ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა მსოფლიოში.
საკუთარი ამოცანის შესრულების მიზნით საზღვაო ქვეითებს ჯავშანტექნიკა, არტილერია და ავიაცია გააჩნიათ. ჰყავთ სნაიპერებიც. საზღვაო ქვეითთა მოვალეობაში სადესანტო ოპერაციებიც შედის. მხოლოდ აღჭურვის მიზნით საზღვაო ქვეითებისთვის 150 მლნ. დოლარია გამოყოფილი.
1947 წელს მიღებული კანონით `ეროვნული უსაფრთხოების შესახებ~, საზღვაო ქვეითთა შემადგენლობას მშვიდობიან დროს გაძლერებისა და მომსახურებისთვის არანაკლებ სამი დივიზიისა და სამი ავიაესკადრილია უნდა ჰყავდეს, ერთი დივიზია და ერთი ავიაესკადრილია კი რეზერვისთვის.
საზღვაო ქვეითთა კორპუსს `ოთხვარსკვლავიანი გენერალი~ ხელმძღვანელობს, რომელიც უშუალოდ საზღვაო ძალების მინისტრს ექვემდებარება. ის შტაბის ხელმძღვანელთა კომიტეტის მუდმივი წევრი არ არის, მაგრამ როდესაც საკითხი საზღვაო ქვეითთა კორპუსს ეხება, კომიტეტის სხდომებზე სურულუფლებიანი წევრის სტატუსით მონაწილეობს
საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემადგენლობაში ატლანტის და წყნარი ოკეანეების საბრძოლო ძალები შედიან, ისინი შესაბამისი ფლოტების ხელმძღვანელებს ექვემდებარებიან. მათი დამხმარე სამსახურები პირადი შემადგენლობას ამზადებენ და აღმოსავლეთ-დასავლეთის სანაპიროების წყნარი ოკეანის აზიური ნაწილის საავაციო ობიექტებს ემსახურებიან.
საზღვაო ქვეითთა კორპუსის ახალწვეულები თავდაპირველ წვრთნასა და მომზადებას ახალწვეულთა პუნქტებში გადიან, რომელიც სან-დიეგოში (კალიფორნიის შტატი) და პარის-აილენდში (სამხრეთ კაროლინა) მდებარეობენ. კუანტიკოში (ვირჯინიის შტატი) კი სწავლება_მომზადებას კანდიდატები და ოფიცრები გადიან. ცენტრი უმაღლესი გადამზადებისთვისაც არის გამიზნული, სადაც ვერტიკალური დაპყრობის და დესანტის ნაპირზე გადასხდომის ილეთებს სწავლობენ.
საზღვაო ქვეითთა კორპუსის დანაყოფები მსხვილ საბრძოლო გემებზე დისლოცირდებიან და სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ დროს მზად არიან. საზღვაო ქვეითთა ავიამზიდებზე განთავსებული ავიაცია ძირითადად ნაპირზე ომის დროს დესანტის გადმოსხმის ოპერაციების საავიაციო მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი.
საზღვაო ქვეითთა შემტევი ძალები, რომლებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, დისლოცირებულნი არიან არა მხოლოდ აშშ-ს ძირითად სამხედრო ბაზებზე, არამედ ოკინავასა და ხამელთაშუა ზღვის აუზში.
სამხედრო საზღვაო ბაზებისა და სანაპირო ობიექტბის, ასევე, აშშ-ს უცხოური საელჩოების და მისიების დაცვა ტრადიციულად საზღვაო ქვეითთებს ევალებათ.
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის სპეციალურად მომზადებული ბატალიონის ჩართვამ მეორე მსოფლიო, კორეის, ვიეტნამის, ავღანეთის და ერაყის ომებში დიდი ეფექტი მოახდინა. კორპუსი საუკეთესო შეიარაღებით, სატრანსპორტო ტექნიკით, ავიაციით და ფლოტით იყო აღჭურვილი. ამ ომებში მათი ღვაწლის გადაფასება შეუძლებელია.
საზღვაო ქვეითები მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძლების მცირერიცხოვანი კორპუსი იყო. მას მხოლოდ სასაზღვრო დაცვა ჰყავდა. მაშინ 669 ათასი ჯარისკაციდან საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაღუპულ და დაკარგულ მეომართა რიცხვი 19 733-ს შეადგენდა, 67 201 კი დაჭრილი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ სამხედრო ძალების ამ შენაერთში 65 881 ოფიცერი და ჯარისკაცი შედიოდა. 31 000 მეტი სახმელეთო და საჰაერო ქვედანაყოფში მსახურობდა. დაახლოებით 3 400 საზღვარგარეთ, საზღვაო ბაზებზე, 27 000 კი აშშ-ს ტერიტორიულ წყლებში სანაპირო გარნიზონს ამაგრებდა.
საზღვაო ქვეითთა კორპუსში სამსახური 1943 წლამდე ნებაყოფლობითი იყო.
საზღვაო ქვეითთა სამხედრო ფორმის მიზანია, რომ ისინი სხვა სამხედრო მოსამსახურეებისგან განასხვავონ. საზღვაო ქვეითთა კორპუსი ტრადიციების ერთგულია და ცნობად სტილს ინარჩუნებს. ლურჯი ფერი (Dრესს Bლუეს) მე-19 საუკუნის დასაწყისთან არის ასოცირებული, ხოლო სამსახურეობრივი (შერვიცე Uნიფორმ) მეოცე საუკუნის დასაწყისთან. უნიფორმა სისადავით გამოირჩევა.
სარიტუალო ფორმა (Dრესს Uნიფორმ) - აშშ-ს სამხედრო ძალებში ეს უნიფორმა ერთადერთია, რომელიც ამერიკის დროშის სამივე ფერს ატარებს; გამოიყენება მხოლოდ ოფიციალურ ცერემონიებზე. აცვიათ ახალწვეულთა დამქირავებლებს. ხშირად გვხვდება სააგიტაციო პლაკატებზე. ამ ფორმის სამი სახეობა გამოიყენება: ლურჯი _ შედარებით მეტად გავრცელებული; ასევე, ლურჯი თეთრით გაწყობილი - ფორმალური შემთხვევბისთვის. ამ ფორმის მატარებელ ოფიცრებს ან უნტეროფიცრებს ქორდიკის (მეზღვაურთა იარაღი) გაკეთების უფლება აქვთ.
სამსახურებრივი ფორმა (შერვიცე Uნიფორმ) - მწვანე ფერის ფორმა განკუთვნილია ყოველდღიური ხმარებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და ცვალებადია ადგილმდებარეობის მიხედვით. ცერემონიალების დროს არ აცვიათ. ამ ფორმიიან საზღვაო ქვეითებს შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც სამხედრო კეპი, ასევე პილოტურა ქუდი.
კამუფლირებული ფორმა (Uტილიტყ Uნიფორმ) - გამოიყენება ველზე და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. კამუფლაჟი შედგება შარვლისა და ზედასგან. ფერები: ტყეში _ მწვანე, ყავისფერი და შავი, უდაბნოში _ მოწითალო მიხაკის ფერი, მწვანე და ყავისფერი. ფეხსაცმელი _ ზამშის, ყავისფერი. ქამარი და მაისური _ ზეთისხილისფერი.
ზაფხულში დასაშვებია უნიფორმის სახელოების აკეცვა იდაყვამდე - ასე უფრო მოსახერხებელი ხდება. თავსაბურავად რვაკუთხა კეპი გამოიყენება, რომელიც სხვა სამხედრო ქუდებისგან გამორჩევა. უდაბნო ადგილებში დასაშვებია პანამა-ქუდის დახურვა, რომელსაც წინ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ემბლემა აქვს. ემბლემა ადრე ლითონისგან მზადდებოდა. ამ ფორმის ჩაცმა, სარიტუალო და სამსახურებრივი ფორმეწბისგან განსხვავებით, სამხედრო ბაზის საზღვრების გარეთ, გამონაკლისი შემთხევევბის გარდა, აკრძალულია.
შეიარაღება:
ჯავშანტექნიკა:
AAV-7 ამერიკული ჯარის სადესანტო მუხლუხებიანი მანქანა-ამფიბია;
Iნტერნატიონალ MახხPრო - Nავისტარ Iნტერნატიონალ-ის წარმოების ბრონეტრანსპორტიორი.
თვითმფრინავები:
AV-8B Hარრიერ II;
AV-8B Hარრიერ —ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ამერიკული ბობმდამშენების ოჯახი;
V-22 Oსპრეყ — სამხედრო – სატრანსპორტო ვერტმფრენი, რომელსაც 24 დესანტის გადასხმა შეუძლია.
ვერტმფრენები:
UH-1Y Vენომ — Bელლ Hელიცოპტერ თეხტრონ-ის ფირმის მრავალდანიშნულებიანი ვერტმფრენი;
ჩH-46 შეა Kნიგჰტ - სამხედრო – სატრანსპორტო ვერტმფრენი;
ჩH-53 შეა შტალლიონ — მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი.
ბაზები:
• საზღვაო ქვეითთა სარეკრუტო დეპო, პერის-აილენდ ბოფორტი (სამხრეთ კაროლინა)
• საზღვაო ქვეითთა სარეკრუტო დეპო, სან-დიეგო (კალიფორნია)
• საზღვაო ქვეითთა კემპ-პენდლტონის ბაზა (კალიფორნია)
• საზღვაო ქვეითთა კემპ-ლეჯენის ბაზა (ჩრილოეთ კაროლინა)
• საზღვაო ქვეითთა ბაზა. ჰავაი (ჰავაი)
• საზღვაო ქვეითთა ბაზა. კუანტიკო (ვირჯინია)
• საზღვაო ქვეითთა ზურგისა და მომარაგების ბაზა. ბარსტოუ (კალიფორნია)
• საზღვაო ქვეითთა ზურგისა და მომარაგების ბაზა. ოლბანი (ჯორჯია)
• ჰენდერსონ ჰოლი. არლინგტონი (ვირჯინია)
• მთაში ომის წარმოების ხერხების სასაწავლო ცენტრი. ბრიჯსტოუნი (კალიფორნია)
• 29 პალმსისის საზღვაო ქვეითთა საპოლიგონო საბრძოლო ცენტრი. 29 პალმსი, (კალიფორნია)
• საზღვაო ქვეითთა ვაშინგტონის ბარაკები. ვაშინგტონი (კოლუმბია)
მოამზადა მაია აბრამიშვილმა
ბმული სურათებისთვის - http://en.wikipedia.org/wiki/United_States_Marine_Corps
კაპოიერა - საბროლო ხელოვნება
კაპოეირა
ეს საბრძოლო ხელოვნებაა, შერწყმული აკრობატიკასა და ცეკვასთან, რომელიც ბრაზილიაში წარმოიშვა დაახლოებით XVIII საუკუნეში. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კაპოეირას საწყისები სამხრეთ ამერიკაში შეიტანეს შავკანიანებმა მონებმა ანგოლიდან, მოზამბიკიდან, გვინეასა და კონგოდან.
ბრაზილიელი მონათმფლობელების სასტიკი მოპყრობისაგან თავდასაღწევად შავკანიანი მონები ხშირად გარბოდნენ იქაურ ტროპიკულ ტყეებში, სელვაში, სადაც აფრიკული რელიგია და კულტურა ადგილობრივი ინდიელების რელიგიასა და კულტურას ხვდებოდა. გაქცეული მონები სახლდებოდნენ დასახლებებად, რომლებსაც “კილომბუ” ეწოდებოდა, ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ქალაქებში იშვა კაპოეირა.
თავად სიტყვა "კაპოეირა" მოდის ანგოლაში მცხოვრებ ბაკონგოს ტომის ენიდან, სადაც “კიპურა” ნიშნავს “ადგილიდან ადგილზე გადაფრენას” და “ჩხუბს, ბრძოლას”. ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება მამლების ბრძოლისას.
კაპოეირა მოდის აფრიკული რიტუალური ცეკვებიდან, მათ შორის საბრძოლო ცეკვიდან "ნგოლო" (ნ’გოლო), რომელსაც სრულწლოვანებას მიღწეული მამრობითი სქესის წარმომადგენლები ცეკვავდნენ ანგოლის სამხრეთ რეგიონში. მიუხედავად სტილების სხვადასხვაობისა, ყელა სტილს აერთიანებს მასში ცეკვის ელემენტის არსებობა.
გაქცეული მონების რელიგია და წეს-ჩვეულებები მიუღებელი იყო ბრაზილიაში და თავიდან ოფიციალური აკრძალვის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც კაპოეირა ერთგვარი პროტესტის იარაღად აქცია. კაპოეირა იქცა იატაქვეშა ორგანიზაციების წევრებისა და ქუჩის ბანდების საქმედ, 1892 წელს კი ბრაზილიის პირველმა კონსტიტუციამ ოფიციალურად აკრძალა კაპოეირას პრაქტიკა.
1932 წელს გაიხსნა კაპოეირას პირველი სკოლა, რომლის ფუძემედებელიც იყო მაესტრო (მესტრე) ბიმბა (მანუელ დუშ რეიშ მაშადუ), რომელმაც კაპოეირას საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა “Lუტა ღეგიონალ Bაიანა”, მესტრე ბიმბას მიერ შექმნილი “კაპოეირას რვა მიმდინარეობა” დღესაც ითვლება ამ საბრძოლო ხელოვნების ანა-ბანად, რომელსაც აუცილებლად უნდა ეზიარონ დაწყებები.
ბიმბამ შეიმუშავა კაპოეირის სწავლების მეთოდიკა, მოძრაობათა კომპლექსები, ხელებით და ფეხებით დარტყმებისა და კონტრდარტყმების განხორციელების ტექნიკა. კაპოეირა პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: მესტრე ბიმბამდე და მის შემდეგ.
მეორე ადამიანი, ვინც ასევე უდიდესი გავლენა იქონია კაპოეირას განვითარებაზე იყო მესტრე პასტინია, რომლის სკოლაც “აკადემია კაპოეირა ანგოლა” 1941 წელს გაიხსნა. ეს სტილი უფრო ორიენტირებული იყო კაპოეირას ფესვებზე და ტრაიციებზე, მის რიტუალურ და სათამაშო, და არა საბრძოლო მხარეზე.
გარეგნულად და მოძრაობათა სისწრაფით ეს ორი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა დღესდღეობით პროფესიონალთა უმეტესობა ორივე სტილს აერთიანებს თავისი გამოსვლებისას.
ძირითად როლს ბრძოლების, საჩვენებელი გამოსვლების და ვარჯიშებისას ასრულებს სპეციალური მუსიკა, რომელსაც უკრავს “კაპოეირას ორკესტრი”, - ბატერია. მთავარ როლს ორკესტრში თამაშობს “ბერიმბაუ” (პორტ. Bერიმბაუ), მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც თავისი ფორმით მშვილდს წააგავს.
მოამზადა ზურაბ ფარჯიანმა

ტიბეტური მასტიფი
ლელიკო ჩერქეზიშვილი
“ჭკვიანი – ბრიყვის სახით, მამაცი – ლაჩრის გამომეტყველებით”
ტიბეტური მასტიფი
ტიბეტური მასტიფი (ინგლისურად The Tibetan Mastiff). ეს ჯიში “მცველი” ძაღლის სახელითაცაა ცნობილი.
საერთო მონაცემები ასეთია:
სიმაღლე - ჯიშის სტანდარტული სიმაღლე 61 სანტიმეტრიდან 72 სანტიმეტრამდეა. ბეწვის სიმაღლესაც თუ ჩავთვლით, მაქსიმუმ 80-81 სანტიმეტრია.
წონა - საშუალოდ 45-72 კილოგრამი.
შეფერილობა - ძირითადად შავი, შავი-ყავისფერი, სხვადასხვა ელფერის ოქროსფერი, ძალიან იშვიათ შემთხვევაში თეთრი.
ხასიათი - მეგობრული
ბეწვი - საშუალო სიგრძის, ორფენოვანი, ფუმფულა. საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დავარცხნა სჭირდება ყოველდღე.
ტიბეტური მასტიფი მაღალია, ფუმფულა, მომხიბვლელი გარეგნობისაა; კიდურები და გულმკერდი ძალიან დაკუნთული აქვს. ჩვეულებრივად მოძრაობს ნელა და ელეგანტურად, სირბილის დროს ისეთივე სწრაფია, როგორც სხვა ყველა მცველი ძაღლი.
ტიბეტური მასტიფი ჭკვიანი, მეგობრული, ლოიალური და ამტანი ჯიშია; აქვთ განსაკუთრებულად კარგი მეხსიერება, შეუძლიათ სიტყუაციის შეფასება. იმდენად ინტელექტუალია, რომ ადვილად ამჩნევს უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი. ემორჩილება ოჯახის ყველა წევრის ბრძანებას, უცხოების მიმართ კი განსაკუთრებულ სიავეს იჩენს. ეს ჯიში უწყინარი მცველია და არა მკვლელი, მაგრამ როცა საქმე თავდასხმას ეხება – თაუვშეუკავებელია.
მრავლდებიან ერთხელ წელიწადში, ძირითადად დეკემბერ-იანვარში. მათი გამოკვება რთული არაა, კმაყოფილდებიან მცირედით, ხუმრობით “უჭმელებსაც” ეძახიან. თავიანთი ამტანობის შედეგად შეუძლიათ, განსაკუთრებულ პირობებში, ოთხი-ხუთი დღე იშიმშილონ. ლეკვი ერთსა და იმავე სიტყაციაში არ უნდა იმყოფებოდეს. მეპატრონემ სასეირნო მარშუტიც ხშირად უნდა უცვალოს, რათა ლეკვმა საკუთარი და სხვისი ტერიტორია ადვილად გაარჩიოს და დაიმახსოვროს. აგრეთვე პატრონმა უნდა გაითვალისწინოს და თავი შეიკავოს აგრესიის გამოხატვისაგან ვინმეს მიმართ ძაღლის თანდასწრებით. შესანიშნავი მეხსიერების წყალობით იმ პიროვნების მიმართ კეთილ მასპინძლობას ვეღარ გამოიჩენს.Mმასტიფის და ბავშვების ურთიერთობა ლეგენდარულია, მათ არასდროს უყეფს და არ აყენებს ზიანს.
ტიბეტური მასტიფი უძველესი დროიდან არსებობს. ტიბეტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით არ მოხდა სხვა ჯიშებთან ასიმილაცია და ჯიშს შეუნარჩუნდა სუფთა სისხლი. პირველად, წერილობით წყაროებში, ნახსენებია ჩვენს ერამდე 1121 წლის დოკუმენტებში, როდესაც რამდენიმე ლეკვი საჩუქრად გაუგზავნეს ჩინეთის იმპერატორს. იმ დროინდელი ჩინელი ფილოსოფოსი მასტიფს ასე აღწერს “ჭკვიანი – ბრიყვის სახით, მამაცი – ლაჩრის გამომეტყველებით”.
თვითონ ტიბეტელები ამ ჯიშს “სამთავრობო ძაღლებს” უწოდებენ. ლეკვებს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს, მხედართმთავრებს და იმპერატორებს ჩუქნიდნენ. “სამთავრობო ძაღლები” ყველაზე ეგზოტიკურ, უძველეს და წმინდა, საღმრთო ქალაქად წოდებულ ლჰასას იცავდნენ.
“ტანით – ვირი, ძლევამოსილი ხმით – ლომი” – ტიბეტური მასტიფების ამ შეფასებას, ცნობილი ვაჭრის და მოგზაურის, მარკო პოლოს (1254-1324) ჩანაწერებში აღმოაჩენთ. მარკო პოლო აღნიშნავს, რომ ამდენი მოგზაურობის შემდეგ მან პირველად ეს ძაღლი ტიბეტში ნახა.
“უზარმაზარი, შავი ფერის ძაღლი, შორიდან ლომს ჰგავს. თითქმის არასდროს სძინავს, მაშინვე ხვდება ადამიანის ბუნებას და მის დაფარულ ზრახვებსაც”, – ასეთი ლეგენდარული წარმოდგენა ჰქონდათ, მეცხრამეტე საუკუნემდე ევროპელებს ტიბეტურ მასტიფზე.
როგორც მეცნიერმა, პირველად მასზე უატომ (Yოუატტ) გამოაქვეყნა სტატია 1845 წელს, სახელწოდებით “თჰე თჰიბეტ Dოგ”. მისი თქმით, ეს ჯიში გაავრცელეს მონღოლეთში, მესოპოტამიაში და ცენტრალურ აზიაში. მონღოლეთიდან გავრცელდა ხველ საბერძნეთში. ისინი მონაწილებდნენ რომაელ ლეგიონერებთან ერთად ლაშქრობებშიც, თუმცა ამ ქვეყნებში მათი უმცირესი რაოდენობის გამო, ვერ ხერხდებოდა ჯიშის შენარჩუნება, აღრევა ხდებოდა ადგილობრივ ჯიშებთან და სუფთა ჯიშის ნახვა მხოლოდ ტიბეტში, მათ სამშობლოში იყო შეაძლებელი.
ჯორჯ მეოთხეს (გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის მეფე, 1762-1830) ჰყავდა წყვილი ტიბეტური მასტიფი.
ამ ძაღლმა იოლად დაიპყრო ინგლისელების გულები. 1906 წელს, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ და კულტურულ საერთაშორისო გამოფენაში Gრეატ Eხჰიბიტიონ (ასევე ცნობილი, როგორც ჩრყსტალ Pალაცე Eხჰიბიტიონ) მიაღებინეს მონაწილეობა და დანარჩენი ევროპის გულიც ადვილად მოინადირა თავისი მეფური თავდაჭერილობით.
მეოცე საუკუნიდან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ძვირფასი საჩუქარი გახდა. 2000 წელს რუსეთში (“Тибетский мастиф") და ამერიკაში (AMEღIჩAN თIBEთAN MAშთIFF AშშOჩIAთION) დაარსდა კლუბები. მათი საშუალებით მასტიფები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და ღონისძიებებში, შესაძლებელია სუფთა ჯიშის ლეკევების შეძენა. აგრეთვე მეპატრონეები უკავშირდებიან ერთმანეთს კლუბების მეშვეობით ძაღლების შესაჯვარებლად, რაც ძალიან კარგი საშუალებაა ჯიშის სუფთა სისხლის გასაგრძელებლად.
“სამთავრობო ძაღლები” გამოირჩევიან თავისი “სამთავრობო ფასითაც”. ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ძაღლებად ითვლებიან. 2009 წლის 10 სექტემბერს ჩინელმა მილიონერმა ქალბატონმა თვრამეტი თვის ტიბეტურ მასტიფსში ხუთას ოთხმოცდახუთი ათასი დოლარი გადაიხადა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალბატონმა განცხადა - “ეს ციფრი არაფერია ამ ძაღლის ღირსებებთან შედარებით, ხოლო რაშიც ნამდვილად გადავიხადე ფული, ეს მისი ორმოცდათორმეტ კარატიანი ბრილიანტის საყელოა”.
მოამზადა ლელიკო ჩერქეზიშვილმა
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
სალომე ყორანაშვილი
"საფრანგეთის სიამაყე"
"ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ერთი გზა გვაქვს, რომ დავუმტკიცოთ საფრანგეთს ჩვენი მადლიერება: დავიხოცოთ".
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
1942 წლის 24 ოქტომბრის დილა იდგა. უკვე მეორე დღეა, რაც მოკავშირეები საფრანგეთ-ინგლის-ამერიკის გაერთიანებული ძალების სამხედრო ბრიგადების სახით ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქ ელ-ალამეინის ასაღებად იბრძვიან. აქვეა საფრანგეთის არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი დიმიტრი (მეტსახელად "ბაზორკა") ამილახვარი. უკვე თექვსმეტი წელია, რაც საფრანგეთის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში ღებულობდა მონაწილეობას. ბრძოლები მეტად სასტიკი იყო. ბაზორკას ბრიგადა თავგამოდებით იბრძოდა თავისუფლების იდეალების დასაცავად. ისინი წარმატებულ შეტევაზე გადადიოდნენ. შეტევა შეტევას მისდევდა. ბაზორკა თავისი მამაცობით ყველას მაგალითს აძლევდა. მაგრამ მოულოდნელად ეს ახოვანი ვაჟკაცი მტრის ტყვიამ უცებ მოცელა და უცხო მიწაზე დასცა. ერთ კვირაში მას მხოლოდ 36 წელი შეუსრულდებოდა. თვითონ ბრძოლა კი ათ დღეში მოკავშირეების სრული გამარჯვებით დასრულდა, რამაც სრულად შემოაბრუნა ისტორიის ჩარხი ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების საწინააღმდგოდ...
დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი – ფრანგი სამხედრო ოფიცერი და საფრანგეთის ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, წარმოშობით ქართველი, დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. საგვარეულოს დასაბამი ჯერ კიდევ XIV საუკუნეზე მოდის. მის ფუძემდებლად ითვლება მამისა ზევდგინიძე (ზედგინიძე). XV-XVI სს. საგვარეულო მოიხსენიებოდა ზედგინიძე-ამილახვრებად, XVII კი მხოლოდ ამილახვრებად. სწორედ აქედან გამომდინარეობდა დიმიტრის მეორე გვარიც - ზედგინიძე. XIV საუკუნის პირველ ნახევარში მეფე გიორგი V მზითვად უსაჩუქრა საგვარეულოს `სხვილისური მამული~, ნასისხლად (ბრძოლებში წარმატების გამო) XIV საუკუნის II ნახევარში მას გაუფართოვდა მამული შიდა ქართლის ახალციხის სამოცი კომლი `კაცით და მღვიმის მონასტერის~ ხარჯზე. საამილახვრო სახლის უფროსი ტრადიციულად იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი...
დიმიტრი ამილახვარი დაიბადა 1906 წლის 31 ოქტომბერს სოფ. ბაზორკინოში (ჩრდ. ოსეთი), საიდანაც წარმოდგება მისი მეტსახელიც `ბაზორკა~. აქ მისი ოჯახი 1905 წლის რევოლუციის შემდეგ გორიდან გადასახლდა. ამილახვრების ოჯახის წევრები ტრადიციულად სამხედროები იყვნენ. ამილახორი (არაბ. საჯინიბოს უფროსი) ხომ ამირსპასალარის, ანუ ფეოდალური ხანის სამხედრო მინისტრის თანაშემწედ ითვლებოდა და ეს თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე.
დიმიტრის ბაბუა, ივანე ამილახვარი (1829-1905), რუსეთის არმიის ცნობილი გენერალი იყო. მამა, გიორგი ზედგინიძე-ამილახვარი, პოლკოვნიკი, ასევე რუსულ ჯარში მსახურობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წელს, მან დემოკრატიული საქართველოს არმიაში განაგრძო სამხედრო სამსახური.
1921 წლამდე დიმიტრი სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი თანაკლასელები იყვნენ სერგო ზაქარიაძე (შემდგომში ცნობილი ქართველი მსახიობი) და ილიკო სუხიშვილი (შემდგომში ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ანსამბლი სუხიშვილების ერთ-ერთი დამფუძნებელი).
1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ჯერ სტამბოლში (თურქეთი) გაიხიზნა, სადაც დიმიტრი 1 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბრიტანულ სკოლაში ესწრებოდა გაკვეთილებს, ხოლო 1922 წელს ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
1924 წელს დიმიტრი შევიდა სენ-სირის სამხედრო სკოლაში (Eცოლე შპეციალე Mილიტაირე დე შაინტ-ჩყრ). 1926 წელს მან დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მიიღო მეორე (უმცროსი) ლეიტენანტის წოდება (ეს არის ყველაზე დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურე ბევრ შეიარაღებულ ძალებში). ამის შემდეგ დიმიტრი იგზავნება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. ამავე წელს მან მიიღო ლეიტენანტის წოდება. ფრანგულ არმიაში სამსახურის დროს მართლწერაში მის გვარს ჰ გამოაკლდა და იგი იწერებოდა როგორც ამილაკვარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლეგიონი საფრანგეთის არმიის ძალიან მძლავრ შენაერთად ითვლებოდა. ტრადიციულად იგი შედგებოდა ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისაგან: არისტოკრატებისა და რეციდივისტ-კრიმინალებისაგან და მსახურობდა საფრანგეთის საზღვრებს გარეთ. ამილახვარმა, როგორც საუკეთესო სამხედრო პირმა მალე გამიჩინა თავი.
1926-1933 იგი მონაწილეობს საფრანგეთის ჩრდილო აფრიკაში წარმოებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში და, მათ შორის, 1932-1933 წლებში მაროკოს სამხრეთით მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
1927 წლის აგვისტოში იქორწინა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტზე, ირინე დადიანზე (1904-1944).
1934-1939 წლებში დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი მოღვაწეობას განაგრძობს აგადირში (Aგადირ - მთავარი ქალაქი მაროკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში) სამხედრო აკადემიის ზემდეგთა სკოლის დირექტორად.
1937 წელს მას კაპიტნის რანგი მიენიჭა.
გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს მსახურობდა ალჟირში (ჩრდ. აფრიკა). 1940 წლის 9 აპრილს გერმანია მოულოდნელად თავს დაესხა დანიასა და ნორვეგიას. პატარა დანია მტერს დანებდა. შედარებით მოზრდილმა ნორვეგიამ კი წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. მის დასახმარებლად საფრანგეთმა და ინგლისმა თავიანთი შეიარაღებული ძალები გააგზავნეს. მათმა უდიდესმა ნაწილმა ორიოდე კვირაში (25 აპრილს) წინააღმდეგობა შეწყვიტა. ამილახვარის ნაწილი კი, რომელიც ქალაქ ნარვიკს იცავდა, 8 ივნისამდე იგერიებდა მტერს და არ ნებდებოდა. სწორედ ამის გამო, მოგვიანებით, 1942 წელს ნორვეგიის მთავრობამ იგი უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი (Kრიგსკო-სეტ მედ შვერდ - ნორვეგიული სამხედრო ჯვარი ხმლით ) დაასაჩუქრა, რომელიც ტრადიციულად ენიჭებათ ბრძოლებში გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობის ან ლიდერობისათვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯილდო II მსოფლიო ომის დროს მხოლოდ 66 ფრანგს გადაეცა.
მალე გერმანიამ საფრნაგეთსაც შეუტია. მარშალი პატენი მეტად სუსტი და უნიათო გამოდგა. ამის გამო ამილახვარი ნორვეგიიდან ინგლისში ჩავიდა, სადაც დე გოლს და მის საფრანგეთის თავისუფალ არმიას (Fრეე Fრენცჰ Fორცეს) შეუერთდა.
1940 წელს დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო კამპანიები და ამილახვარიც იქით გაემართა. საფრანგეთის კოლაბორაციონისტურმა მთავრობამ თავისი აფრიკული კოლონიები და ახლო აღმოსავლეთის სამანდატო ტერიტორიები (ტუნისი, ალჟირი, ლიბანი, ეგვიპტე, სირია) გერმანიისა და იტალიის გაერთიანებულ ძალებს დაუთმო. ჰიტლერისა და მუსოლონისათვის ეს უდიდესი გამარჯვების ტოლფასი იყო, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთის ნავთობსაბადოებსა და სუეციის არხს სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ვიშის საფრანგეთის ძალების წინააღმდეგ აფრიკაში ((დასავლეთ აფრიკა (სენეგალი), ეკვატორიული აფრიკა (კამერუნი)) საფრანგეთის თავისუფლების არმიამ ბრძოლები გააჩაღა. ამილახვარი იბრძოდა ერითრიასა და სირიაშიც, სადაც მან და მისმა ბრიგადამ პირველებმა აიღეს ქალაქი დამასკო.
1941 წელს ამილახვარს მიენიჭა ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა ბრიგადის მეთაურად.
1941 წელს იგი მიემართება ერითრიამდე (აღმოსავლეთ აფრიკა) იტალიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ აფრიკის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
1941 წლის ზაფხულში უკან დაბრუნდა ვიშის ძალების წინააღმდეგ სირიაში საბრძოლველად. ეს იყო ყველაზე უახლოესი წერტილი თავის ისტორიულ სამშობლოსთან. Aამაზე უფრო ახლოს იგი საქართველოსთან არასოდეს მოსულა.
1941 წლის 21 ივნისს ბაზორკას ბრიგადამ აიღო დამასკო, რის გამოც დე გოლმა იგი `გამათავისუფლებელი ჯვარით~ დააჯილდოვა, პროფაშისტურმა მთავრობამ კი დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.
1941 წლის 1 ოქტომბერს დიმიტრი ამილახვარი გახდა ლიტენანტ-პოლკოვნიკი და 13ტჰ DBLE (საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ნახევარ-ბრიგადა) ახალი ხელმძღვანელი.
1941 წლის გაზაფხულზე ბირ-ჰაკეიმში მსახურობდა გენერალი კოენიჰის (Kოენიგ) მთავარ ადიუტანტად, პარალელურად 13ტჰ DBLE მეთაურობდა.
1942 წელს ლეგიონი იბრძვის ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანია-იტალიის გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ლიბანში, როგორც ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის ნაწილი. 1942 წლის 27 მაისიდან 11 ივნისამდე კი გვიპტეში, სადაც თავი სწორედ ბაზორკას შენაერთმა გამოიჩინა.
1942 წლის 10 აგვისტოს გენერალმა დე გოლმა მას თავისუფლების ჯვარი (ჩროსს ოფ Lიბერატიონ) უბოძა.
ერთი თვის თავზე, 1942 წლის 9 სექტემბერს, მას კიდე ერთი ჯილდო მედალი "თავისუფლებისათვის ლაშქრობაში" (ჩამპაიგნ ოფ ტჰე Lიბერატიონ Mედალ) გადაეცა.
1942 წლის იანვარში ბირ-ჰაკეიმში – (Bირ-Hაკეიმ - ოაზისი ლიბანის უდაბნოში) მძიმე ბრძოლების ღებულობდა მონაწილეობას. ამ დროს მან საფრანგეთს შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები მიუძღვნა: "ჩვენ, უცხოელებს, გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, რომ დავუმტკიცოთ საფრანგეთს ჩვენი მადლიერება: დავიხოცოთ". თუმცა იგი მაშინ სიკვდილს გადაურჩა.
1942 წლის ივნისში მიიღო ორდენი მეორე მსოფლიო ომის საფრანგეთის გათავისუფლებისათვის (აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული არის რიგით მეორე უმაღლეს ჯილდოებს შორის და ადამიანთა მხოლოდ მცირეოდენ ჯგუფს აქვს მინიჭებული). უმაღლესი ჯილდო Lეგიონ დ’ Hონოურ კი მას სიკვდილის შემდგომ, 1955 წელს მიენიჭა. საფრანგეთის პოზიციების გმირული დაცვისათვის მას და მის ლეგიონერებს გენერალმა დე გოლმა `საფრანგეთის სიამაყეები~ უწოდა. ხოლო სან-სირის სამხედრო სკოლის 1954 -1956 წლების გამოშვებას კი საფრანგეთის მთავრობამ მისი, ახლა როგორც უკვე საფრანგეთის ეროვნული გმირის სახელი უწოდა.
“ფაუსტი სტეფანოს” სანადირო თოფები
მაია ურუშაძე
იარაღი სამი დისგან
(“ფაუსტი სტეფანოს” სანადირო თოფები)
ნადირობის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა სიამოვნებაა ხარისხიანი თოფით ნადირობა.
თოფს მხარზე კარგად მორგებული კონდახი, მოხერხებული სასხლეტი, ლარივით სწორი, გაკრიალებული ლულა და, რაც მთავარია, ზუსტი მიზანი უხდება.
თუ თოფს _ ეს ყველაფერი, მონადირეს კი _ მახვილი თვალი, სწრაფი რეაქცია და სანადირო ადგილების შერჩევის ალღო აქვს, წარმატებული ნადირობა გარანტირებულია.
კომპანიის ისტორია
იტალიელმა სტეფანო ფაუსტიმ იარაღის მწარმოებელი კომპანია Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L. 1948 წელს დააარსა. მან ქალაქ ბრეშიაში პატარა ქარხანა გახსნა და ორლულიანი სანადირო თოფების წარმოებას მიჰყო ხელი.
ეს ძალიან სარისკო საქმე იყო: იარაღის წარმოების უძველესი და უმდიდრესი ტრადიციებით განთქმულ ქალაქში თოფების ახალი ბრენდის დამკვიდრება არც ისე იოლი იყო. ბრეშია ხომ იარაღის წარმოების ცენტრად მარტო იტალიის კი არა, მთელი ევროპის მასშტაბით ითვლებოდა და თოფების ცნობილ ოსტატთა უმრავლესობა სწორედ აქ მოღვაწეობდა.
საქმეს ომისშემდგომი პერიოდის თანმდევი კრიზისული ვითარებაც ართულებდა: სამხედრო შეკვეთები აღარ იყო, ამიტომ იარაღის მთელი ინდუსტრია საკმაოდ გაღარიბებული სამოქალაქო სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჯერდებოდა.
მიუხედავად ამისა, სტეფანო ფაუსტიმ ყველა სირთულე გადალახა: უშრეტი საინჟინრო ფანტაზიისა და კომერციული ნიჭის წყალობით, საქმე ააწყო. მეტიც: თავის ქალიშვილებს ოჯახური საქმის მენეჯმენტი სრულყოფილად შეასწავლა და ახლა Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-ს სამი ახალგაზრდა ქალბატონი ერთობ წარმატებულად ხელმძღვანელობს.
ადგილი ბაზარზე
1999 წელს “ფაუსტი სტეფანო”-ს და “ემილიო რიცინი” (Eმილიო ღიზზინი) შეუერთდა, რამაც კომპანიის ასორტიმენტი გაამდიდრა. მიუხედავად ამისა, კომპანიის პროდუქცია დიდი მრავალფეროვნებითა და თამამი გადაწყვეტილებებით არ გამოირჩევა.
იარაღის მცოდნეები ამას ნაკლად არ მიიჩნევენ: მათი შეფასებით, ისეთ ნატიფ საქმიანობაში, როგორიც იარაღის დიზაინია, თამამი გადაწყვეტილებები უფრო ხშირად გაუმართლებელია ხოლმე. იარაღის დიზაინერები, რომლებიც მომხმარებლებს უცნაურ, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, უმეტეს შემთხვევაში წაგებულები რჩებიან. Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-ს კი დღემდე საიმედო, გლუვლულიანი თოფების წარმატებული მწარმოებლის სტაბილური იმიჯი აქვს.
“ფაუსტი სტეფანო” ყოველთვის მხოლოდ გლუვლულიან თოფებს აწარმოებდა. თავიდან კი მისი თოფის ლულები მხოლოდ ჰორიზონტალურად იყო განლაგბული. წლების მანძილზე იცვლებოდა და იხვეწებოდა წარმოების დონე და პროდუქციის ხარისხი, მაგრამ არა ასორტიმენტი. სამაგიეროდ, იარაღის წარმოების ერთობ გადატვირთულ და კონკურენტულ გარემოში, იტალიურ კომპანიას სტაბილური ადგილი აქვს დამკვიდრებული და თავის საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
კომპანიის პროდუქცია არათუ არ ჩამოუვარდება სხვა, უფრო ცნობილი ბრენდების თოფებს, არამედ იაფი თვითღირებულებებითა და, შესაბამისად, დაბალი გასაყიდი ფასით ჯობნის კიდეც.
ტექნოლოგიური სრულყოფილება
Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L. შედარებით პატარა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებაა, რომელიც საუკეთესო ხარისხის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის, სერტიფიცირებულ სანადირო თოფებს აწარმოებს: “სტეფანო ფაუსტის” თოფებს IჩO 9001-სერტიფიკატი აქვთ მინიჭებული.
მთელი კომპანია სულ რაღაც 2,5 კვარდრატრულ კილომეტრ ფართობზე ეტევა. აქ მთელ ტექნოლოგიურ პროცესს _ იარაღის დაპროექტებისა და შექმნით დაწყებული, მზა პროდუქციის სხვადასხვა ვითარებაში გამოცდის ჩათვლით, _ სულ რამდენიმე ათეული მესაჭურვლე უზრუნველყოფს.
მათ განკარგულებაშია საპროექტო და საცდელი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნიკა და უახლესი მოდელის კომპიუტერები, რასაც მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესის დაგეგმვა-განხორციელებაში კი არა, მზა თოფების გამოსაცდელადაც იყენებენ. ახლადშექმნილი იარაღის ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებში ტესტირება _ ტყვიის ტრაექტორიის, გასროლისა და უკუცემის სიმძლავრის მოდელირება კომპიუტერების საშუალებით ხდება.
კომპანიის ტექნოლოგიურ არსენალში უამრავი თანამედროვე დანადგარია, რომლებიც ლითონისა და ხის გადამუშავების, სხვადასხვა მასალის თერმული თუ ქიმიური დამუშავების, ჭედვის, წრთობისა და შედუღების, სხვადასხვა მეთოდით მოჭიქვისა და მოპირკეთების, ზედაპირის დამუშავების, როგორც ლითონის, ისე ხის ნაწილების ლაზერული გრავირების საუკეთესო ხარისხს უზრუნველყოფენ.
მთელი ეს დანადგარები, უზუსტესი ჩNჩ-ავტომატების წყალობით, ზემოთჩამოთვლილ ოპერაციებს უმაღლეს დონეზე ასრულებენ. იტალიელი მესაჭურვლეები, სხვა ყველაფერთან ერთად, უახლეს მასალასაც იყენებენ. მათ შორის _ ალუმინის მსუბუქ და უმტკიცეს შენადნობ Eრგალ 55-ს, რომლითაც დღემდე, წამყვან იარაღის კომპანიათა შორისაც კი, მხოლოდ ერთეულები თუ სარგებლობენ.
ლულების წარმოება
ცალკე თემაა ლულების მაღალტექნოლოგიური წარმოება, რასაც მეიარაღეთა ნებისმიერ კომპანიაში უდავოდ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-იც, მსოფლიოს სხვა წამყვანი ქარხნების მსგავსად, თავისი თოფებისთვის ლულებს უმაღლესი ხარისხის ნიკელ-ქრომ-მოლიბდენისგან, რადიალურ-საწრთობი მანქანების საშუალებით, ცივად აწრთობს.
ყოველი ახლადგამოჭედილი ლულა აუცილებლად მოწმდება საცდელი ვაზნებით, რომლებიც სროლისას 120 მეგაპასკალ (1 მეგაპასკალი 10 მლნ პასკალს უტოლდება) წნევას უძლებენ.
ყველა გამოჭედილი ლულის გარე და შიდა ზედაპირი ქრომირებულია, რაც, პრეზენტაბელურობასთან ერთად, მაღალ ბალისტიკურ მახასიათებლებს იძლევა.
ხის ნაწილების დასამზადებლად Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-ში მხოლოდ მაღალხარისხიან თხილს იყენებენ, რომელსაც წინასწარ ლაბორატორიულად ამოწმებენ და წარმოების პროცესშიც მუდმივად აკვირდებიან.
უნივერსალური მოდელი “დეა”
“ფაუსტი სტეფანოს” “სავიზიტო ბარათად” სანადირო თოფის მოდელი “დეა” ითვლება. ეს კლასიკური მოდელია, ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. უკვე რამდენიმე ათეული წელია, იწარმოება და ამ ტიპის თოფებს შორის საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. “დეას” წარმატება იმითაცაა განპირობებული, რომ ეს მოდელი უამრავი მოდიფიკაციით გამოდის.
“დეა” ერთგვარი “ტრანსფორმერია”, რომელიც სხვადასხვა კომპლექტაციის შემთხვევაში, მფლობელს მისთვის სასურველი, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის საშუალებას აძლევს. ეს მოდელი სხვადასხვა კალიბრით (12-დან 410-ის ჩათვლით, მჭიდით (70, 76 და 89 სმ) და ლულის სიგრძით (600-დან 770 მმ-მდე) გამოდის. ეცვლება მხატვრული გაფორმების ვარიაციებიც: ის შეიძლება ნაირ-ნაირი ტიპის, სხვადასხვაგვარად გრავირებული ლითონის ან ხის ნაწილებისგან აიწყოს. ამიტომაც, თუ სტანდარტული მოდელი შედარებით იაფია, დაკვეთით შესრულებული “დეა” მდიდრულმა მორთულობამ, შესაძლოა, რამდენჯერმე გააძვიროს.
“დეას”, დამკვეთის სურვილისამებრ, ეცვლება ჩახმახი, სასხლეტი, ნასროლი ვაზნების ამოსაგდები მექანიზმი (ექსტრაქტორი/ეჟექტორი); არის შესაძლებლობა, დაყენდეს ჩოკის (საფანტის გაშლის რადიუსის რეგულატორი) გამომცვლელი. გარდა ამისა, საგანგებოდ ქალბატონებისთვის, იწარმოება “დეა ლედი” _ უფრო მსუბუქი და ელეგანტური მოდელი.
მოდელები “ელეგანტი” და “ალბიონი”
თავისი მრავალფეროვნებით, ყურადღებას იპყრობს “ფაუსტი სტეფანოს” განსაკუთრებულად წარმატებული მოდელები: “ელეგანტი” და “ალბიონი”.
ამ კლასის სანადირო თოფებს შორის, ეს მოდელები გამოირჩევა გამოყენებული მასალის, კალიბრის, ლულათა სიგრძის, ჩახმახისა და სასხლეტი მექანიზმის, ნასროლი ვაზნების ამომგდებისა და, ბუნებრივია, გაფორმების ფართო არჩევანით.
ყველა თოფის ლულა აღჭურვილია განიავებადი ღარით, რომელიც არეკლვის საწინააღმდეგო საფარითაა დამუშავებული. ამ ღარს, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის სამიზნე შეეხამოს, რაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი განათების პირობებში, კომფორტულ დამიზნებას უზრუნველყოფს. თავად ლულის მაღალი ხარისხი კი სროლის შედეგიანობას ამაღლებს, ანუ მიზანში მოხვედრის სიზუსტე მხოლოდ და მხოლოდ მონადირის შნოსა და უნარზეღაა დამოკიდებული.
გარდა ამისა, თოფის მფლობელის სურვილისამებრ, ლულები შესაძლოა აღიჭურვოს ჩოკის რამდენიმე გამომცვლელი. თუმცა, ყველა საფანტის მოყვარული როდია: მათ, ვინც უპირატესობას ტყვიით ნადირობას ანიჭებს, მხოლოდ “ცილინდრებს” უმონტაჟებენ.
“კაცური” საქმე ქალბატონების ხელში
ტრადიციულად, იარაღის წარმოება “კაცურ” საქმედ აღიქმება. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ქარხანა ქალბატონების ხელში აღმოჩნდება. კომპანიის დამფუძნებლის, შტეფანო ფაუსტის ქალიშვილებმა _ ელენამ, ჯოვანამ და ბარბარამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მამის საქმეს ღირსეულად ართმევენ თავს და, ყველაზე პრეტენზიული და დახვეწილი გემოვნების მქონე მონადირეების ახირებებსაც კი თვალდაუხამხამებლად აკმაყოფილებენ თავიანთი თოფებით.
სხვათა შორის, ბოლო დროს კომპანია თავის სარეკლამო სლოგანშიც სწორედ ამ იშვიათი და, თავისებურად, მიმზიდველი ინტრიგის აქცენტირებას ახდენს - "იარაღი სამი დისგან". მონადირეებში კი ეს სარეკლამო წარწერა _ თოფებით შეიარაღებული სამი ლამაზმანის უზარმაზარ ფოტოსთან ერთად _ კარგად მუშაობს და “ქალების ხელში ჩავარდნილი იარაღის ბიზნესი” მიმზიდველად გამოიყურება.
ხაფანგი ფალუჯასთან
ნიკა მარიამიძე
ხაფანგი ფალუჯასთან
ამერიკელი საზღვაო ქვეითების სისხლის ფასად შეძენილი გამოცდილება
იმ დღეს კაპრალ ჯეიმს რაიტს ცუდი წინათგრძნობა აეკვიატა. ის ბადრაგს მეთაურობდა და მოწინავე "ჰამერში" იჯდა. უსიამოვნო ფიქრები ოპერაციის მსვლელობისას ნელ-ნელა რეალურმა საქმეებმა გადაფარა: წინ ერაყის ერთ-ერთ ყველაზე მშფოთვარე რაიონზე გამავალი გზა იდო.
მზადება სპეცოპერაციისთვის
2004 წლის 7 აპრილს ხუთი "ჰამერისა" და ათი 7-ტონიანი, საწვავით დატვირთული სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა ფალუჯის ბანაკიდან გამოვიდა.
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა პირველი დივიზიის პირველი სადესანტო ბატალიონის ასეულ "ბრავოს" მეორე ოცეულის მეომრები ბადრაგირებისთვის წინადღით, ფალუჯას ბანაკში მოემზადნენ. ისინი კოლონას ხუთი მსუბუქად დაჯავშნული "ჰამერით" აცილებდნენ. მანქანებს თითქმის ყველა კარი მოხსნილი ჰქონდა, რაც ეკიპაჟსა და დესანტს სასროლად ფართო სექტორს უხსნიდა. კოშკურებში დამონტაჟებულ მძიმე ტყვიამფრქვვებთან საშტატო მსროლელები მორიგეობდნენ.
ოცეულს ავტოკოლონა დანიშნულების ადგილამდე უნდა ჩაეყვანა, იქედან კი შორი პატრულირება იგეგმებოდა: საჭირო იყო მტრის იმ ნაღმმტყორცნების განადგურება, საიდანაც ღამ-ღამობით მათი ბანაკი იცხრილებოდა.
თუმცა, ბიჭები მოვლენათა განვითარების უარესი სცენარისთვისაც მზად იყვნენ. ისინი ხომ ალ ანბარის პროვინციაში, ანუ ე.წ. "სუნიტურ სამკუთხედში" იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობამ ანტიამერიკული აჯანყება მოაწყო. ერთი კვირის წინ კი აქ, ფალუჯაში, ოთხი ამერიკელი სამოქალაქო პირი მოკლეს და დაასახიჩრეს.
…
მარწუხებში
ბადრაგი ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირს მიუყვებოდა, როცა ტყვიამფრქვევის ჯერმა სიჩუმე დაარღვია. სროლის ხმა ახლოდან ისმოდა: მტრის მეტყვიამფრქვევე მდინარის დასავლეთ სანაპიროზე იყო ჩასაფრებული. შეიარაღებული "ჰამერები" სასწრაფოდ გამოეყვნენ კოლონას და მტრისკენ ფლანგიდან, რკალისებრი შემოვლით გაეშურნენ. ერთი მილის გავლის შემდეგ ცუდი წინათგრძნობა ახლა მეორე ქვედანაყოფის მეთაურს, კაპიტან ბრენტ მორელს დაეუფლა: გზა უკაცრიელი იყო, ერაყის ამ ნაწილში კი ეს უტყუარ საფრთხეზე მიუთითებდა. ჯერ არავინ იცოდა, რა ელოდათ _ ჩასაფრება, მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა თუ, უბრალოდ, გზაზე დამონტაჟებული ნაღმი. მორელის ბრძანებით, ჯარისკაცებმა ტერიტორია შეამოწმეს, მაგრამ ის "სუფთა" აღმოჩნდა და ბადრაგმა გზა განაგრძო.
ერაყის მცხუნვარე მზე დასავლეთისკენ გადაიხარა. საათი შუადღის ოთხს აჩვენებდა, როცა ბადრგმა ორი ბენზინგასამართი სადგური გაიარა და ფართო, სარწყავი არხებითა თუ თხრილებით დასერილ მინდვრებს შორის განაგრძო სვლა.
აქ კი სიჩუმე კიდევ ერთხელ დაირღვა. ამჯერად ავტომატის ჯერს ყუმბარმტყორცნებისა და ნაღმმტყორცნების გრუხუნიც ახლდა თან. ეჭვგარეშე იყო, რომ კოლონა ჩასაფრებაში მოყვა.
გამოსავალი: შეტევა ფლანგიდან
სულ რაღაც ოცდაათიოდე წამში "ჰამერები" ცეცხლის წვიმაში აღმოჩნდნენ. ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების ცეცხლმა ორი მოწინავე "ჰამერი" დააზიანა. პირდაპირი მოხვედრით დაიჭრნენ მანქანის მეთაური რაიტი და ექვსი მეომარი. მოწინავე "ჰამერის" დაჭრილმა მეთაურმა, კაპრალმა ჯეიმს რაიტმა და მისმა ჯარისკაცებმა იარაღი მოიმარჯვეს, რათა მინდვრის ბოლოს ჩასაფრებული მოწინააღმდეგისთვის ცეცხლით ეპასუხათ.
სეტყვასავით წამოსული ტყვიების მიუხედავად, ქვედანაყოფის მეთაურმა, კაპიტანმა მორელმა თავისი მანქანა დატოვა და სათავეში ჩაუდგა მომცრო დაჯგუფებას, რომელმაც მინდვრის გავლით, პირდაპირ მოწინააღმდეგისკენ იწყო სვლა. მის წინააღმდეგ გამაგრებულ პოზიციებზე მინიმუმ ოცდაათი მებრძოლი იყო. მანევრის დასაზღვევად, მორელი თავისი მანქანის ცეცხლს რაციით მართავდა, ამ დროს კი ჭუჭყიან წყალში მკერდამდე ჩაფლული სხვა ჯარისკაცები მტერს ფლანგიდან უვლიდნენ და არხზე გადასასვლელად სამმეტრიან ბარიერებს კვეთდნენ.
ოცდაოთხი წლის სერჟანტმა ლეონარდო ბაპტისტამ როგორც კი დაინახა, რომ მორელი და მისი ხუთი ჯარისკაცი პირდაპირ შეტევაზე მიდიოდნენ, სამი მებრძოლი აიყოლია და ჯერ "მკვდარ ზონაში" განთავსებულ ტყვიამფრქვევს შეუტია, მერე კი მტრის პოზიციისთვის ფლანგიდან შემოვლას შეუდგა.
უცებ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის აფეთქებამ მტვერი სვეტად აღმართა და კაპიტანი მორელი ძირს დააგდო. მეამბოხე შეეცადა, სწრაფად გადაეტენა ყუმბარმტყორცნი, მაგრამ ბაპტისტამ დაასწრო.
ამ დროს მეამბოხეთა სხვა ჯგუფმა ცეცხლი მეზობელი ბუჩქნარიდანაც გახსნა. ბაპტისტა შეეცადა, თავადვე, თავისი კარაბინით აღეკვეთა ცეცხლი, თუმცა ბიჭებს მისი მიტოვება არც უფიქრიათ: მაშინვე აჰყვნენ.
მტერი, აშკარად, არ ელოდა საზღვაო ქვეითთა კონტრშეტევას. მინდორში ბაპტისტა და მისი რაზმი მტრის მეომართა დიდი ჯგუფს წააწყდნენ: ერთ-ერთ მიწაყრილს მიღმა, ჯაჭვად _ ერთმანეთისგან თითო მეტრის დაშორებით ჩასაფრებული თერთმეტი მეამბოხე დახვდათ. მაგრამ, ბაპტისტა და მისი რაზმი მტრის პოზიციების დაცხილვას განაგრძობდნენ და მათი ტყვიამფრქვევების დადუმებას დაჟინებით ცდილობდნენ.
წინ მიიწევდა კაპიტანი მორელიც. მსროლელებმა, რომლებიც მის მანევრს ცეცხლით აზღვევდნენ, ორი მეამბოხე გაანადგურეს. მალე სნაიპერმა 450 მეტრიდან კიდევ ორი მეამბოხე “მოხსნა”.
მოწინააღმდეგის ცეცხლი ჯერ კიდევ საკმაოდ ინტენსიური იყო. ჩასაფრებულემა მტერმა სერჟანტ დანიელ მორელისა და მისი რაზმის მიწაზე გაკვრა მოახერხეს და აიძულეს, კონტრშეტევა შეეწყვიტათ.
37 წლის სერჟანტმა დანიელ გრიეგომ აღმოაჩინა, რომ მეამბოხეებს კიდევ ორი მანქანა შეემატათ. ეს ლურჯი სატვირთო და თეთრი მსუბუქი ავტომანქანა იყო, რომლებიც შორიახლოს მდებარე ნაცრისფერ შენობასთან დააყენეს. გრიეგომ სატვირთოს ორჯერ ესროლა, მაგრამ ამ დროს გაირკვა, რომ მორელი დაჭრილი ან, სულაც, მოკლული იყო.
მორელის დაღუპვა
მორელი შაშხანიდან ისროდა და, პარალელურად, შეუჩერებლად ტყორნიდა ყუმბარებს მეამბოხეთა მიმართულებით. ამიტომაც, ვერ შენიშნა მტერი, რომელიც გვერდიდან მიუახლოვდა. ტყვიები კაპიტანს მკერდში და მკერდსქვევით მოხვდა. გარდა ამისა, ერთმა ტყვიამ სხეულში ჯავშანჟილეტით დაუცველი ადგილიდან _ იღლიიდან შეაღწია.
როცა დაინახა, რომ მორელი დაეცა, სერჟანტმა ვილი კოპლანდმა წინ გამოირბინა და მეთაურის დაზღვევა თავისი “M-4”-ით სცადა, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის აფეთქებამ იარაღი ხელიდან გააგდებინა და თავადაც ძირს დასცა. როცა გონს მოვიდა, ერთ-ერთ მზვერავს უბრძანა, რაციით გადაეცა ტექსტი: "არწივი-2 დაეცა", თავად კი მორელის დასახმარებლად გაეშურა.
კოპლანდმა კაპიტანი უსაფრთხო ადგილას _ მახლობელ საირიგაციო არხში ჩაათრია, აღჭურვილობა მოხსნა, ჯავშანჟილეტი და ქურთუკი გახადა, ჭრილობები დაუთვალიერა.
იარები სერიოზული აღმოჩნდა.
კოპლანდი მათ გადახვევას შეეცადა. სანამ მისი მეწყვილე მენდოსა პირველადი სამედიცინო დახმარების შესახვევ კომპლექტს ხსნიდა, კოპლანდს კაპიტნის ჭრილობები ხელით ეჭირა და ცდილობდა, როგორმე სისხლდენა შეეჩერებინა. ამ დროს მორელი ჯერ კიდევ გონზე იყო.
მეამბოხეები მიხვდნენ, რომ მათ საზღვაო ქვეითთა რომელიღაც მეთაურის მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს და სცადეს, ხელი შეეშალათ მორელის ევაკუაციისთვის, არ მიეცათ ცეცხლის ხაზიდან დაჭრილებისა და სერჟანტ დანიელ ლალოტას ჯგუფის გამოთრევის საშუალება, რომლებიც ჯერ ისევ "სიკვდილის ზონაში" იმყოფებოდნენ (მას შემდეგ, რაც კაპიტანი მორელი დაეცა, ნაწილის ოფიციალურ მეთაურად უკვე ლალოტა იქცა).
მებრძოლებმა არ იცოდნენ, თუ რა შეემთხვა კაპიტან მორელს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის დაეცა. ამ ფაქტმა მებრძოლებში ნამდვილი სიშმაგე გამოიწვია. მოიერიშე ჯგუფის ხუთი საზღვაო ქვეითი ფარულად მიუახლოვდა მიწაყრილს და მეამბოხეთა პოზიციებს ჭურვები დაუშინა. ეს მტრისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა – მცირე ხნით მათი ცეცხლის ინტენსივობა შესუსტდა.
სერჟანტმა გრიეგომ ბაპტისტას ჯგუფი ლალოტასა და მისი მეომრების დასაზღვევად გაგზავნა. ამ ამოცანის შესრულებისას ბაპტისტას ბიჭებმა კიდევ თერთმეტი მეამბოხე გაანადგურეს და, მთავარ გზაზე დაბრუნებისას, საზენიტო რაკეტების საწინააღმდეგო კომპლექსის სამალავი აღმოაჩინეს, სადაც “რპგ-7”-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და სხვა ამუნიცია ინახებოდა. აშკარა იყო, რომ ეს სამალავი მეამბოხეებმა ჯერ კიდევ ჩასაფრების მზადებისას მოაწყვეს, მაგრამ მის გამოყენებაში ხელი ამერიკელების მოულოდნელმა კონტრშეტევამ შეუშალათ.
რაიტის გმირობა
ამასობაში მოწინავე "ჰამვიმ", დაშვებული საბურავბითა და ბორტზე მყოფი სამი დაჭრილი მებრძოლით, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ სამედიცინო დახმარება, "სიკვდილის ზონიდან" გაღწევა სცადა. ამ მანქანის მეთაური, სერჟანტი ერიკ კოჩერი ხელში იყო დაჭრილი, მანქანის მეტყვიამფრქვევე კი _ ფეხში, რის გამოც ის საძვრენში (ლუკში) გაიჩხირა და გონი დაკარგა.
კაპრალ რაიტს ორივე ხელი მოგლეჯილი ქონდა, ფეხის ღია მოტეხილობიდან კი სისხლი შეუჩერებლად სდიოდა. ამასთან, რაიტს გონი არ დაუკარგავს და ხელმძღვანელობდა მეომართა მოქმედებებს, რათა მანქანა ცეცხლის ხაზიდან გაეყვანათ და დაჭრილებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინათ. ახერხებდა, მიზნისკენ მიეთითებინა სხვა მანქანების საცეცხლე დანადგარებისთვისაც, რათა მათ მტრის ტყვიამფრქვევები ჩაეხშოთ: თავად რაიტის მანქანაში ტყვიამფრქვევი დაზიანებული იყო.
მალე ასეულ "ბრავოს" მეორე დანაყოფის დასახმარებლად მოვიდა მესამე, სწრაფი რეაგირების სამარქაფო ქვედანაყოფი. მან ალყაში მოქცეულ საზღვაო ქვეითებს ფალუჯას ბანაკისკენ უკანდახევის ბრძანება მოუტანა. მალე რაიტის, მორელისა და კიდევ ხუთი დაჭრილის სამედიცინო ქვედანაყოფამდე მიყვანაც მოხერხდა. მოგვიანებით, გმირობისა და მამაცობისთვის კაპრალი რაიტი ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოეს.
გამართლებული სიშმაგე
ბრძოლის ველზე მოვიდა ასმეთაური რიჩარდსონი, რომელმაც სცადა დახმარებოდა მორელის ევაკუატორებს, მაგრამ ჭრილობა ძალიან მძიმე იყო და მეომრებს ოფიცრის ტრანსპორტირების საშუალებას უსპობდა. კოპლანდი მასთან კიდევ თხუმეტ წუთს დარჩა, ანუ მანამდე, სანამ არ მოვიდა ჯავშანმანქანა, რომელშიც მორელი ჩააწვინეს. ამის შემდეგ კოპლანდმა ოცეულის დანარჩენი მეომრები ბრძოლის ველზე ისე გადაანაწილა, რომ მათ ცეცხლით დაეზღვიათ მანქანის მოძრაობა, სანამ ორი საბრძოლო ვერტმფრენი "სუპერკობრა" იერიშს არ მიიტანდა ნაცრისფერ შენობაზე, საიდანაც მეამბოხეები ისროდნენ. აი, მაშინ კი, ალბათ, გულწრფელად ინანა მტერმა თავისი სამალავის დაკარგვა, სადაც გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ინახებოდა.
როცა აფეთქების მტვერი გაიფანტა, ასეულმა ნელ-ნელა წინ წაწევა სცადა. ბრძოლა 45-50 წუთს გრძელდებოდა. ფრონტის ხაზი დაახლოებით კილომეტრზე იყო გადაჭიმული. როცა ცეცხლი მიჩუმდა და ბადრაგმა დანაკარგების თვლა დაიწყო, გაირკვა, რომ მეორე ასეულის მეთაური, კაპიტანი ბრენტ მორელი დაღუპულიყო. მოგვიანებით, მის სხეულში ოცდაშვიდი ნატყვიარი აღმოაჩინეს.
როცა იარების თვლას შევუდექით…
"ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იყო", _ აღნიშნა ასეულ "ბრავოს" მეთაურმა, კაპიტნმა რიჩარდსონმა, რომელიც ავიაციის ცეცხლის დამიზნებისა და დაჭრილთა ევაკუაციის პროცესს ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად მდიდარი გამოცდილებისა (მანამდე ნაწილს ჩვიდმტჯერ მოუწია ორმხრივ სროლაში ჩაბმა, მაგრამ ადრე მხარეებს შორის საცეცხლე მანძილი 300-დან 1000 მეტრამდე აღწევდა ხოლმე), ეს პირველი ბრძოლა იყო, სადაც ასეული მტერს ასე ახლოს შეეჩეხა. ამასთან, სხვა ბრძოლებისგან განსხვავებით, ეს შეტაკება განსაკუთრებული სისასტიკითაც გამოირჩეოდა. მეამბოხეები "კალაშნიკოვის" (აკ-47) ტიპის ავტომატებით, "კალაშნიკოვის" მოდერნიზებული ტყვიამფრქვევებითა (პკმ) და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით (რპგ) იყვნენ შეიარაღებულნი.
მოგვიანებით რიჩარდსონი გამოტყდა, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, ამ ბრძოლაში ჯარისკაცების მოქმედებით კმაყოფილია: "კაპიტან მორელის მიერ ორგანიზებულმა კონტრშეტევამ საშუალება მოგვცა, მივახლოვებოდით მოწინააღმდეგეს და, შედეგად, საბრძოლო ინიციატივა წაგვერთმია. მეამბოხეები ამას აშკარად არ ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ გავიქცეოდით. ჩვენს წინააღმდეგ 40-დან 60-მდე მეამბოხე იყო, რომელთაგან ჩვენ, მინიმუმ, 26 გავანადგურეთ. ამასთან, მივაგენით სამალავს, სადაც “რპგ-7”-ის ტიპის ხელყუმბარები, სასროლი იარაღი და ანტისარაკეტო საზენიტო კომპლექსი ინახებოდა. დავაზიანეთ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების მთელი წნული (გირლანდა)".
ზემოთაღწერილი ოპერაცია ჩასაფრების წინააღმდეგ წარმატებული მოქმედების მაგალითად იქცა. საზღვაო ქვეითებმა საკუთარი სისხლის ფასად უნიკალური გამოცდილება შეიძინეს. გამოჩნდა, რომ ჩასაფრებაში მოყოლისას მთავარია, არ დაიკარგოს მართვა, მოგერიებულ იქნას თავდასხმა და, შეძლებისდაგვარად, კონტრშემტევ მოქმედებებთან ერთად, მოპოვებულ იქნას ინიციატივა. წარმატების წინაპირობად ამ შემთხვევაში კაპიტან მორელის გადამწყვეტი მოქმედებები იქცა. ოფიცერი თავიდანვე აქტიური წინააღმდეგობისთვის იყო განწყობილი. საბოლოოდ, ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და მტრის დამარცხების საშუალება სწორედ მისმა მაღალმა შინაგანმა მზაობამ წარმოშვა.
ბრძოლისას ურთიერთკავშირი და მეომართა თანწყობილი მოქმედება მას შემდეგაც კი არ დაკარგულა, რაც ორი მთავარი "ჰამერი" მწყობრიდან გამოიყვანეს. ეს წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ჩასაფრებაში მოყოლილი კაპიტანი არ დაბნეულა და ყველაფერი იღონა, რათა ავტოკოლონის დაცხრილვისთვის ხელი შეეშალა. მან თავის მებრძოლებთან ერთად ჯერ სამანქანო მანევრი შეასრულა, შემდეგ კი ჩამოქვეითდა და მეამბოხეთა პოზიციებს მიუახლოვდა. ამან სერჟანტ ბაპტისტას შემოვლითი მანევრის განსახორციელებლად გაუხსნა გზა, რამაც, საბოლოოდ, ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია ასმეთაურის ოპერატიული რეაქციაც _ მან დაუყოვნებლივ გაგზავნა ჩასაფრების ადგილზე მესამე ოცეული, მერე კი ავიაცია გამოიძახა.
ბანაკში დაბრუნებული საზღვაო ქვეითები გაცხოველებულად მსჯელობდნენ განვლილ შეტაკებაზე. გრიეგომ თქვა, რომ არასოდეს უამაყია თავისი ბიჭებით ისე, როგორც იმ დღეს. საამაყო კი მართლაც ბევრი იყო. კაპიტან მორელისა და სერჟანტ ბაპტისტას მოქმედებების გარდა, სამაგალითო იყო დაჭრილი სერჟანტი ერიკ კოჩერიც, რომელიც უწყვეტი დაცხრილვის ზონაში იყო, მაგრამ მაინც ცეცხლით აზღვევდა თავის დაზიანებულ მანქანას. ახალგაზრდა კაპრალმა ერიკ ისააკმა კი ტყვიების სეტყვის ქვეშ მიწაყრილი გადაირბინა, რათა თავისი ირიდიუმის ტელეფონის საშუალებით ასეულის მეთაურისთვის საიმედო კავშირი უზრუნველეყო, ევაკუატორი და სამხერო-საჰაერო მხარდაჭერა გამოეძახა.
"მესმის, რომ დანაკარგები გვქონდა, _ თქვა გრიეგომ, _ მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. ოცდაექვსი ბოევიკი გავანადგურეთ. ოცდაექვსი _ ერთი ჩვენიანის სანაცვლოდ. მგონი, ცუდი თანაფარდობა არ არის".
როცა ყველაფერი დასრულდა (BADღAGI+ფოტოები/ბადრაგი-1.ჯპგ)
ჩანართები ვიკიპედიიდან:
კაპიტანი ბრენტ ლი მორელი (1976-2004) (BADღAGI+ფოტოები/Bრენტ_მორელ2.ჯპგ) სამხედრო-საზღვაო (ლურჯი) ჯვარი (BADღAGI+ფოტოები/ნავყცროსს.ჯპგ)
ბრენტ მორელი ნეშვილში, ტენესის შტატში დაიბადა. აშშ-ის საზღვაო ფლოტში 1995 წლიდან მსახურობდა. დაიღუპა ოპერაცია “ერაყის თავისუფლების” მსვლელობისას, ერაყში, ქალაქ ფალუჯასთან. დაჯილდოებულია მეწამული ჯვრითა და სამხედრო-საზღვაო (ლურჯი) ჯვრით.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის და ზღვის მხრიდან თავდაცვაზეა პასუხისმგებელი. აქ 200 ათასი სამხედრო მსახურობს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად, ის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო დეპარტამენტს ექვემდებარება.
საზღვაო ქვეითთა კორპუსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოწინავე ძალაა. საზღვაო ქვეითთა აღჭურვისა და მომზადების დონე აშშ-ის ჯარების სამხედროთა (სპეცდანიშნულების ჯგუფების გარდა) საერთო დონეს მნიშვნელოვნად აჭარბებს. საზღვაო ქვეითთა ნაწილები მტრის მიერ კარგად მომზადებული თავდაცვითი ბარიერის გადასალახად და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სადესანტო ოპერაციების საწარმოებლად გამოიყენება, ამიტომაც კორპუსს საკუთარი ჯავშანსატანკო, საარტილერიო, საავიაციო და სნაიპერული რესურსები გააჩნია.
პირველი საზღვაო სადაზვერვო ბატალიონი
პირველი საზღვაო-სადესანტო ბატალიონი (I Mარინე Eხპედიტიონარყ Fორცე) აშშ-ის ფლოტის საზღვაო-საჰაერო-სადესანტო (Mარინე Aირ Gროუნდ თასკ Fორცე - MAGთF) ნაწილია. ის შედგება პირველი საზღვაო დივიზიის, მესამე საზღვაო-საჰაერო ფრთისა და პირველი ლოგისტიკის ჯგუფისგან. თავად საზღვაო ქვეითები მას ეყე MEF-ს, ფირსტ MEF-ს ან ონე MEF-ს ეძახიან.
ჭჰენ დირეცტედ, I MEF დეპლოყს ანდ ის ემპლოყედ ას ა Mარინე Aირ Gროუნდ თასკ Fორცე (MAGთF) ინ სუპპორტ ოფ ჩომბატანტ ჩომმანდერ (ჩOჩOM) რექუირემენტს ფორ ცონტინგენცყ რესპონსე ორ Mაჯორ თჰეატერ ჭარ; წიტჰ აპპროპრიატე აუგმენტატიონ, სერვეს ას ტჰე ცორე ელემენტ ოფ ა ჟოინტ თასკ Fორცე (ჟთF); პრეპარეს ანდ დეპლოყს ცომბატ რეადყ MAGთF’ს ტო სუპპორტ ჩOჩOM პრესენცე ანდ ცრისის რესპონსე; ანდ სუპპორტს სერვიცე ანდ ჩOჩOM ინიტიატივეს ას რექუირედ.
ისტორია:
ამოქმედდა 1969 წლის 8 ნოემბერს, ოკინავაზე (იაპონია).
1970 წლის 18 აგვისტოს პირველი საზღვაო-წყალხმელეთა ბატალიონი ეწოდა.
1971 წლის აპრილში კალიფორნიაში, პენდლეტონის ბაზაზე განლაგდა.
1988 წლის 5 თებერვალს პირველი საზღვაო-სადესანტო ბატალიონი ეწოდა.
შემადგენლობა:
სახმელეთო ქვედანაყოფი: პირველი საზღვაო დივიზია.
საავიაციო ქვედანაყოფი: მესამე საზღვაო-საჰაერო ფრთა.
ლოგისტიკა: პირველი საზღვაო ლოგისტიკის ჯგუფი.
ხელმძღვანელობა: პირველი საზღვაო-სადესანტო ძალების სარდლობის ჯგუფი:
მეორე საზღვაო-სადესანტო შტაბი;
პირველი სადაზვერვო ბატალიონი;
მეცხრე მეკავშირეთა ბატალიონი;
პირველი რადიო-ბატალიონი;
პირველი საჰაერო ფლოტის საარტილერიო-საცეცხლე ურთიერთქმედების ასეული.
პირველი საზღვაო-სადესანტო ბრიგადა.
მეთერთმეტე საზღვაო-სადესანტო დანაყოფი.
მეცამეტე საზღვაო-სადესანტო დანაყოფი.
მეთხუთმეტე საზღვაო-სადესანტო დანაყოფი.
ნამსახურობა:
ოპერაცია “ყვავი” – ფილიპინები, 1986.
ოპერაცია “შავი რაინდი” – პანამა, 1987 (კლასიფიცირებული).
ოპერაცია “უდაბნოს ფარი” – სამხრეთ-დასავლეთი აზია, 1990 (აგვისტო) – 1991 (აპრილი).
ოპერაცია “უდაბნოს გრიგალი” – სამხრეთ-დასავლეთი აზია, 1990 (აგვისტო) – 1991 (აპრილი).
ოპერაცია “იმედის აღდგენა” – 1992 (დეკემბერი) _ 1993 (მაისი).
ოპერაცია “სამხრეთის გუშაგი” – ერაყი, 1998 (იანვარი) – 1993 (მაისი).
ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალი” – ერაყი, 1990 (აგვისტო) – 1991 (აპრილი).
ოპერაცია “თავისუფლების განმტკიცება” – ქუვეითი, ავღანეთი, 2002 (ნოემბერი).
ოპერაცია “ერაყის თავისუფლება” – ერაყი, 2003 (მარტი) – დღემდე.

Subscribe to:
Posts (Atom)