Showing posts with label სამხედრო ვიდეო-თამაშები. Show all posts

Wednesday, December 30, 2009
ტაქტიკური საომარი თამაში
Battlefield Evolution: Modern Combat
“თანამედროვე ბრძოლა” არის ტაქტიკური საომარი თამაში, სადაც გამოყენებულია თანამედროვე შეიარაღებული სისტემა და ქვეითთა ბრიგადა. სხვა ვირტუალური თამაშების მსგავსად, ეს თამაში საშუალებას აძლევს მოთამაშეს შექმნას ისეთი სცენარი, სადაც თავადვე განსაზღვრავს საბრძოლო საშუალებების რაოდენობასა და საჭიროებას.
თამაშში გამოყენებულია M1A2-ის სატანკო ერთეული, AH-64 ვერტმფრენი, თ-72-სა და თ-90-ის ტიპის ტანკები და სხვა მრავალი საბრძოლო საშუალება. თამაშის წესები დეტალიზირებული და ადვილად გასაგებია. მოთამაშეს საშუალება ეძლევა თავადვე შეიძინოს საბრძოლო საშუალებები.
თითოეული ერთეული, იქნება ეს ქვეითი თუ სატრანსპორტო, განსაზღვრულია ზომებით, სიჩქარით, საბრძოლო რეიტინგით, ზარალის სტატისტიკით, ჯავშანსაწინააღმდეგო და სხვადასხვა სახის საბრძოლო შესაძლებლობებით.
თითოეული ერთეული შეფასებულია ქულებით, რომელიც ხელს უწყობს თამაშის დაბალანსების პროცესს. მაგალითად, შეერთებული შტატების არმიის სნაიპერთა ორკაციანი შემადგენლობა ღირს 30 ქულა, რომელიც შეგიძლიათ თავადვე შეიძინოთ. ახლო აღმოსავლეთის ალიანსის MIG-29 რეაქტიული თვითმფრინავს კი 330 ქულა სჭირდება. თითოეული მოთამაშე თავადვე ყიდულობს თავიანთ ძალებს 1000 ქულის ფარგლებში. Eამ შემთხვევაში მოთამაშეს საშუალება ეძლევა ორი საათის მანძილზე ითამაშოს. Yუფრო გრძელვადიანი თამაშებისთვის, მას შეუძლია გამოიყენოს უფრო მეტი ქულა, რათა გაზარდოს არმიის შემადგენლობა.
"თანამედროვე ბრძოლა" დეტალურად ასახავს სხვადასხვა შეარაღებული ძალების დაჯგუფებას: ბრიტანეთის არმიის; ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის, შეერთებული შტატების არმიას და მის საზღვაო ძალების კორპუსს, ახლო აღმოსავლეთის ალიანსს და, ასევე, გერმანიისა და რუსეთის არმიას.
თითოეულ ერთეულს ასევე შესაძლოა ჰქონდეს ალტერნატიული შეიარაღების სისტემა, როგორიცაა გერმანული G-22 სნაიპერული შაშხანა ან თუნდაც შეერთებული შტატების დაწინაურებული საკომუნიკაციო სისტემა და სამიზნე მოწყობილებები.
თამაში არის სწრაფი და დაძაბული, სადაც გამოყენებულია სამოძრაო და სასროლო სისტემები. ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, შესაძლოა, პირდაპირ გამოყენებულ იქნას მიზნის წინააღმდეგ. მოთამაშეებს აქვთ შანსი გაუხსნას ცეცხლი შემოტევის დროს შეზღუდული მოქმედების რადიუსის ფარგლებში.
"თანამედროვე ბრძოლა" არის კარგად აგებული თამაში, რომელსაც აქვს დიდი ტექნიკური შესაძლებლობები. Eთამაში განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ტაქტიკური საბრძოლო თამაშებით.
ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა მშვიდობაძემ
Tuesday, October 27, 2009
Battlestations Pacific
დავით ჯოხაძე
ბრძოლის ველი: წყნარი ოკეანე
კომპიუტერული თამშების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანიამ “Eidos Interactive“-მა ახალი თამაში “Battlestations Pacific” გამოუშვა. თამაში წარმოადგენს Aცტიონ-ის და ღეალ-ტიმე ტაცტიცს-ის ტიპის თამაშის ნაზავს. თამაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ PC და Xbox 360 – პლატფორმებზე არის ხელმისაწვდომი. თამაშის "გეიმფლეი" (იდეა) აგებულია აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ წყნარი ოკეანის კამპანიაზე. თამაშის მსვლელობისას მოთამაშეს საშუალება აქვს მთლიანად ჩაერთოს სცენარში. Bატტლესტატიონს Pაციფიც –ში მოთამაშეს მოუწევს შეებრძოლოს იაპონურ ექპსერიმენალურ თვითმფრინავებს და სხვადასხვა სახის მცურავ საშუალებებს; ასევე მოუწევს მოიგერიოს კამიკაძე მფრინავების და მეზღვაურების თავდასხმა.
თამაშის სცენარი მიმდინარეობს 1941 წლის პერლ ჰარობირს შეტევიდან 1945 წლის ოკინავას ბრძოლამდე პრეიოდში. თამაშში შესაძლებელია ორივე კამპანიის წარმოება. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თუ ვის მხარეს იქნბეა - აშშ-ს თუ იაპონიის. თამაში 28 სირთულის მიხედვით დალაგებული მისიისგან შედგება.
თამაში ვიზუალურად უმნიშვნელო დეტალებამდეა დახვეწილი. აქ არსებული ობიექტების ტექსტურები ძალზე რეალისტურად არის დახვეწილი (ფოთლების შრიალი, წყლის ზედაპირის მოძრაობა, ღრუბლები, წვიმა, ქარი და ა.შ.).
თამაშის მსვლელობისას მოთამაშეს მოუწევს სხვადასხვა სირთულის სამხედრო სტრატეგიის დაგეგმვა და მისი შემდგომი განხორციელება. თამაშში ინტეგრირებულია ჩვეულებრივი სტრატეგიის, RPG, 1st Person Action და სიმულატორის ელემენტები. აღსანიშნავაია, რომ Bატტლესტატიონს Pაციფიც-ში სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა ძალზე მნიშვნველოვანია, მოგება ან წაგება დამოკიდებულია შეტევების და მანევრების ზედმიწევნით სწორად დაგეგმვაზე.
Battlestations Pacific-ის თამაში შესაძლებელია როგორც კომპიუტერის წინააღმდეგ, ასევე ქსელშიც. 2009 წელის თებერვალში მსოფლიოს კომპიუტერული თამაშების გამოფენაზე ნიუ-იორკში თამაში Battlestations Pacific მსოფლიოს საუკეთესო კომპიუტერული თამაშების ასეულში მოხვდა.
თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ Battlestations Pacific-ს საკმაოდ მძლავრი მონაცემების კომპიუტერი სჭირდება, რათა მოთამაშემ მთლიანად აღიქვას თამაში, უმცირეს დეტალებამდე.
სისტემური მოთხოვნები: System requirements
OS: Windows Vista/XP
Processor: 3Ghz or higher single core processor.
Memory: 1GB RAM (XP) / 2GB RAM (Vista) – 8GB free hard drive space
Video card: 256MB memory (GeForce 6800GT+, ATI Radeon X1800+[3]

Subscribe to:
Comments (Atom)