Wednesday, December 30, 2009

კაპოიერა - საბროლო ხელოვნება


კაპოეირა

ეს საბრძოლო ხელოვნებაა, შერწყმული აკრობატიკასა და ცეკვასთან, რომელიც ბრაზილიაში წარმოიშვა დაახლოებით XVIII საუკუნეში. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კაპოეირას საწყისები სამხრეთ ამერიკაში შეიტანეს შავკანიანებმა მონებმა ანგოლიდან, მოზამბიკიდან, გვინეასა და კონგოდან.
ბრაზილიელი მონათმფლობელების სასტიკი მოპყრობისაგან თავდასაღწევად შავკანიანი მონები ხშირად გარბოდნენ იქაურ ტროპიკულ ტყეებში, სელვაში, სადაც აფრიკული რელიგია და კულტურა ადგილობრივი ინდიელების რელიგიასა და კულტურას ხვდებოდა. გაქცეული მონები სახლდებოდნენ დასახლებებად, რომლებსაც “კილომბუ” ეწოდებოდა, ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ქალაქებში იშვა კაპოეირა.
თავად სიტყვა "კაპოეირა" მოდის ანგოლაში მცხოვრებ ბაკონგოს ტომის ენიდან, სადაც “კიპურა” ნიშნავს “ადგილიდან ადგილზე გადაფრენას” და “ჩხუბს, ბრძოლას”. ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება მამლების ბრძოლისას.
კაპოეირა მოდის აფრიკული რიტუალური ცეკვებიდან, მათ შორის საბრძოლო ცეკვიდან "ნგოლო" (ნ’გოლო), რომელსაც სრულწლოვანებას მიღწეული მამრობითი სქესის წარმომადგენლები ცეკვავდნენ ანგოლის სამხრეთ რეგიონში. მიუხედავად სტილების სხვადასხვაობისა, ყელა სტილს აერთიანებს მასში ცეკვის ელემენტის არსებობა.
გაქცეული მონების რელიგია და წეს-ჩვეულებები მიუღებელი იყო ბრაზილიაში და თავიდან ოფიციალური აკრძალვის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც კაპოეირა ერთგვარი პროტესტის იარაღად აქცია. კაპოეირა იქცა იატაქვეშა ორგანიზაციების წევრებისა და ქუჩის ბანდების საქმედ, 1892 წელს კი ბრაზილიის პირველმა კონსტიტუციამ ოფიციალურად აკრძალა კაპოეირას პრაქტიკა.
1932 წელს გაიხსნა კაპოეირას პირველი სკოლა, რომლის ფუძემედებელიც იყო მაესტრო (მესტრე) ბიმბა (მანუელ დუშ რეიშ მაშადუ), რომელმაც კაპოეირას საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა “Lუტა ღეგიონალ Bაიანა”, მესტრე ბიმბას მიერ შექმნილი “კაპოეირას რვა მიმდინარეობა” დღესაც ითვლება ამ საბრძოლო ხელოვნების ანა-ბანად, რომელსაც აუცილებლად უნდა ეზიარონ დაწყებები.
ბიმბამ შეიმუშავა კაპოეირის სწავლების მეთოდიკა, მოძრაობათა კომპლექსები, ხელებით და ფეხებით დარტყმებისა და კონტრდარტყმების განხორციელების ტექნიკა. კაპოეირა პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: მესტრე ბიმბამდე და მის შემდეგ.
მეორე ადამიანი, ვინც ასევე უდიდესი გავლენა იქონია კაპოეირას განვითარებაზე იყო მესტრე პასტინია, რომლის სკოლაც “აკადემია კაპოეირა ანგოლა” 1941 წელს გაიხსნა. ეს სტილი უფრო ორიენტირებული იყო კაპოეირას ფესვებზე და ტრაიციებზე, მის რიტუალურ და სათამაშო, და არა საბრძოლო მხარეზე.
გარეგნულად და მოძრაობათა სისწრაფით ეს ორი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა დღესდღეობით პროფესიონალთა უმეტესობა ორივე სტილს აერთიანებს თავისი გამოსვლებისას.
ძირითად როლს ბრძოლების, საჩვენებელი გამოსვლების და ვარჯიშებისას ასრულებს სპეციალური მუსიკა, რომელსაც უკრავს “კაპოეირას ორკესტრი”, - ბატერია. მთავარ როლს ორკესტრში თამაშობს “ბერიმბაუ” (პორტ. Bერიმბაუ), მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც თავისი ფორმით მშვილდს წააგავს.

მოამზადა ზურაბ ფარჯიანმა

No comments:

Post a Comment