Wednesday, December 30, 2009

ტიბეტური მასტიფი



ლელიკო ჩერქეზიშვილი

“ჭკვიანი – ბრიყვის სახით, მამაცი – ლაჩრის გამომეტყველებით”

ტიბეტური მასტიფი

ტიბეტური მასტიფი (ინგლისურად The Tibetan Mastiff). ეს ჯიში “მცველი” ძაღლის სახელითაცაა ცნობილი.
საერთო მონაცემები ასეთია:
სიმაღლე - ჯიშის სტანდარტული სიმაღლე 61 სანტიმეტრიდან 72 სანტიმეტრამდეა. ბეწვის სიმაღლესაც თუ ჩავთვლით, მაქსიმუმ 80-81 სანტიმეტრია.
წონა - საშუალოდ 45-72 კილოგრამი.
შეფერილობა - ძირითადად შავი, შავი-ყავისფერი, სხვადასხვა ელფერის ოქროსფერი, ძალიან იშვიათ შემთხვევაში თეთრი.
ხასიათი - მეგობრული
ბეწვი - საშუალო სიგრძის, ორფენოვანი, ფუმფულა. საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დავარცხნა სჭირდება ყოველდღე.

ტიბეტური მასტიფი მაღალია, ფუმფულა, მომხიბვლელი გარეგნობისაა; კიდურები და გულმკერდი ძალიან დაკუნთული აქვს. ჩვეულებრივად მოძრაობს ნელა და ელეგანტურად, სირბილის დროს ისეთივე სწრაფია, როგორც სხვა ყველა მცველი ძაღლი.
ტიბეტური მასტიფი ჭკვიანი, მეგობრული, ლოიალური და ამტანი ჯიშია; აქვთ განსაკუთრებულად კარგი მეხსიერება, შეუძლიათ სიტყუაციის შეფასება. იმდენად ინტელექტუალია, რომ ადვილად ამჩნევს უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი. ემორჩილება ოჯახის ყველა წევრის ბრძანებას, უცხოების მიმართ კი განსაკუთრებულ სიავეს იჩენს. ეს ჯიში უწყინარი მცველია და არა მკვლელი, მაგრამ როცა საქმე თავდასხმას ეხება – თაუვშეუკავებელია.
მრავლდებიან ერთხელ წელიწადში, ძირითადად დეკემბერ-იანვარში. მათი გამოკვება რთული არაა, კმაყოფილდებიან მცირედით, ხუმრობით “უჭმელებსაც” ეძახიან. თავიანთი ამტანობის შედეგად შეუძლიათ, განსაკუთრებულ პირობებში, ოთხი-ხუთი დღე იშიმშილონ. ლეკვი ერთსა და იმავე სიტყაციაში არ უნდა იმყოფებოდეს. მეპატრონემ სასეირნო მარშუტიც ხშირად უნდა უცვალოს, რათა ლეკვმა საკუთარი და სხვისი ტერიტორია ადვილად გაარჩიოს და დაიმახსოვროს. აგრეთვე პატრონმა უნდა გაითვალისწინოს და თავი შეიკავოს აგრესიის გამოხატვისაგან ვინმეს მიმართ ძაღლის თანდასწრებით. შესანიშნავი მეხსიერების წყალობით იმ პიროვნების მიმართ კეთილ მასპინძლობას ვეღარ გამოიჩენს.Mმასტიფის და ბავშვების ურთიერთობა ლეგენდარულია, მათ არასდროს უყეფს და არ აყენებს ზიანს.
ტიბეტური მასტიფი უძველესი დროიდან არსებობს. ტიბეტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით არ მოხდა სხვა ჯიშებთან ასიმილაცია და ჯიშს შეუნარჩუნდა სუფთა სისხლი. პირველად, წერილობით წყაროებში, ნახსენებია ჩვენს ერამდე 1121 წლის დოკუმენტებში, როდესაც რამდენიმე ლეკვი საჩუქრად გაუგზავნეს ჩინეთის იმპერატორს. იმ დროინდელი ჩინელი ფილოსოფოსი მასტიფს ასე აღწერს “ჭკვიანი – ბრიყვის სახით, მამაცი – ლაჩრის გამომეტყველებით”.
თვითონ ტიბეტელები ამ ჯიშს “სამთავრობო ძაღლებს” უწოდებენ. ლეკვებს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს, მხედართმთავრებს და იმპერატორებს ჩუქნიდნენ. “სამთავრობო ძაღლები” ყველაზე ეგზოტიკურ, უძველეს და წმინდა, საღმრთო ქალაქად წოდებულ ლჰასას იცავდნენ.
“ტანით – ვირი, ძლევამოსილი ხმით – ლომი” – ტიბეტური მასტიფების ამ შეფასებას, ცნობილი ვაჭრის და მოგზაურის, მარკო პოლოს (1254-1324) ჩანაწერებში აღმოაჩენთ. მარკო პოლო აღნიშნავს, რომ ამდენი მოგზაურობის შემდეგ მან პირველად ეს ძაღლი ტიბეტში ნახა.
“უზარმაზარი, შავი ფერის ძაღლი, შორიდან ლომს ჰგავს. თითქმის არასდროს სძინავს, მაშინვე ხვდება ადამიანის ბუნებას და მის დაფარულ ზრახვებსაც”, – ასეთი ლეგენდარული წარმოდგენა ჰქონდათ, მეცხრამეტე საუკუნემდე ევროპელებს ტიბეტურ მასტიფზე.
როგორც მეცნიერმა, პირველად მასზე უატომ (Yოუატტ) გამოაქვეყნა სტატია 1845 წელს, სახელწოდებით “თჰე თჰიბეტ Dოგ”. მისი თქმით, ეს ჯიში გაავრცელეს მონღოლეთში, მესოპოტამიაში და ცენტრალურ აზიაში. მონღოლეთიდან გავრცელდა ხველ საბერძნეთში. ისინი მონაწილებდნენ რომაელ ლეგიონერებთან ერთად ლაშქრობებშიც, თუმცა ამ ქვეყნებში მათი უმცირესი რაოდენობის გამო, ვერ ხერხდებოდა ჯიშის შენარჩუნება, აღრევა ხდებოდა ადგილობრივ ჯიშებთან და სუფთა ჯიშის ნახვა მხოლოდ ტიბეტში, მათ სამშობლოში იყო შეაძლებელი.
ჯორჯ მეოთხეს (გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის მეფე, 1762-1830) ჰყავდა წყვილი ტიბეტური მასტიფი.
ამ ძაღლმა იოლად დაიპყრო ინგლისელების გულები. 1906 წელს, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ და კულტურულ საერთაშორისო გამოფენაში Gრეატ Eხჰიბიტიონ (ასევე ცნობილი, როგორც ჩრყსტალ Pალაცე Eხჰიბიტიონ) მიაღებინეს მონაწილეობა და დანარჩენი ევროპის გულიც ადვილად მოინადირა თავისი მეფური თავდაჭერილობით.
მეოცე საუკუნიდან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ძვირფასი საჩუქარი გახდა. 2000 წელს რუსეთში (“Тибетский мастиф") და ამერიკაში (AMEღIჩAN თIBEთAN MAშთIFF AშშOჩIAთION) დაარსდა კლუბები. მათი საშუალებით მასტიფები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და ღონისძიებებში, შესაძლებელია სუფთა ჯიშის ლეკევების შეძენა. აგრეთვე მეპატრონეები უკავშირდებიან ერთმანეთს კლუბების მეშვეობით ძაღლების შესაჯვარებლად, რაც ძალიან კარგი საშუალებაა ჯიშის სუფთა სისხლის გასაგრძელებლად.
“სამთავრობო ძაღლები” გამოირჩევიან თავისი “სამთავრობო ფასითაც”. ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ძაღლებად ითვლებიან. 2009 წლის 10 სექტემბერს ჩინელმა მილიონერმა ქალბატონმა თვრამეტი თვის ტიბეტურ მასტიფსში ხუთას ოთხმოცდახუთი ათასი დოლარი გადაიხადა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალბატონმა განცხადა - “ეს ციფრი არაფერია ამ ძაღლის ღირსებებთან შედარებით, ხოლო რაშიც ნამდვილად გადავიხადე ფული, ეს მისი ორმოცდათორმეტ კარატიანი ბრილიანტის საყელოა”.

მოამზადა ლელიკო ჩერქეზიშვილმა


No comments:

Post a Comment