Wednesday, December 30, 2009
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
სალომე ყორანაშვილი
"საფრანგეთის სიამაყე"
"ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ერთი გზა გვაქვს, რომ დავუმტკიცოთ საფრანგეთს ჩვენი მადლიერება: დავიხოცოთ".
დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი
1942 წლის 24 ოქტომბრის დილა იდგა. უკვე მეორე დღეა, რაც მოკავშირეები საფრანგეთ-ინგლის-ამერიკის გაერთიანებული ძალების სამხედრო ბრიგადების სახით ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქ ელ-ალამეინის ასაღებად იბრძვიან. აქვეა საფრანგეთის არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი დიმიტრი (მეტსახელად "ბაზორკა") ამილახვარი. უკვე თექვსმეტი წელია, რაც საფრანგეთის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში ღებულობდა მონაწილეობას. ბრძოლები მეტად სასტიკი იყო. ბაზორკას ბრიგადა თავგამოდებით იბრძოდა თავისუფლების იდეალების დასაცავად. ისინი წარმატებულ შეტევაზე გადადიოდნენ. შეტევა შეტევას მისდევდა. ბაზორკა თავისი მამაცობით ყველას მაგალითს აძლევდა. მაგრამ მოულოდნელად ეს ახოვანი ვაჟკაცი მტრის ტყვიამ უცებ მოცელა და უცხო მიწაზე დასცა. ერთ კვირაში მას მხოლოდ 36 წელი შეუსრულდებოდა. თვითონ ბრძოლა კი ათ დღეში მოკავშირეების სრული გამარჯვებით დასრულდა, რამაც სრულად შემოაბრუნა ისტორიის ჩარხი ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების საწინააღმდგოდ...
დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი – ფრანგი სამხედრო ოფიცერი და საფრანგეთის ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, წარმოშობით ქართველი, დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. საგვარეულოს დასაბამი ჯერ კიდევ XIV საუკუნეზე მოდის. მის ფუძემდებლად ითვლება მამისა ზევდგინიძე (ზედგინიძე). XV-XVI სს. საგვარეულო მოიხსენიებოდა ზედგინიძე-ამილახვრებად, XVII კი მხოლოდ ამილახვრებად. სწორედ აქედან გამომდინარეობდა დიმიტრის მეორე გვარიც - ზედგინიძე. XIV საუკუნის პირველ ნახევარში მეფე გიორგი V მზითვად უსაჩუქრა საგვარეულოს `სხვილისური მამული~, ნასისხლად (ბრძოლებში წარმატების გამო) XIV საუკუნის II ნახევარში მას გაუფართოვდა მამული შიდა ქართლის ახალციხის სამოცი კომლი `კაცით და მღვიმის მონასტერის~ ხარჯზე. საამილახვრო სახლის უფროსი ტრადიციულად იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი...
დიმიტრი ამილახვარი დაიბადა 1906 წლის 31 ოქტომბერს სოფ. ბაზორკინოში (ჩრდ. ოსეთი), საიდანაც წარმოდგება მისი მეტსახელიც `ბაზორკა~. აქ მისი ოჯახი 1905 წლის რევოლუციის შემდეგ გორიდან გადასახლდა. ამილახვრების ოჯახის წევრები ტრადიციულად სამხედროები იყვნენ. ამილახორი (არაბ. საჯინიბოს უფროსი) ხომ ამირსპასალარის, ანუ ფეოდალური ხანის სამხედრო მინისტრის თანაშემწედ ითვლებოდა და ეს თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე.
დიმიტრის ბაბუა, ივანე ამილახვარი (1829-1905), რუსეთის არმიის ცნობილი გენერალი იყო. მამა, გიორგი ზედგინიძე-ამილახვარი, პოლკოვნიკი, ასევე რუსულ ჯარში მსახურობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წელს, მან დემოკრატიული საქართველოს არმიაში განაგრძო სამხედრო სამსახური.
1921 წლამდე დიმიტრი სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი თანაკლასელები იყვნენ სერგო ზაქარიაძე (შემდგომში ცნობილი ქართველი მსახიობი) და ილიკო სუხიშვილი (შემდგომში ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ანსამბლი სუხიშვილების ერთ-ერთი დამფუძნებელი).
1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ჯერ სტამბოლში (თურქეთი) გაიხიზნა, სადაც დიმიტრი 1 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბრიტანულ სკოლაში ესწრებოდა გაკვეთილებს, ხოლო 1922 წელს ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
1924 წელს დიმიტრი შევიდა სენ-სირის სამხედრო სკოლაში (Eცოლე შპეციალე Mილიტაირე დე შაინტ-ჩყრ). 1926 წელს მან დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მიიღო მეორე (უმცროსი) ლეიტენანტის წოდება (ეს არის ყველაზე დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურე ბევრ შეიარაღებულ ძალებში). ამის შემდეგ დიმიტრი იგზავნება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. ამავე წელს მან მიიღო ლეიტენანტის წოდება. ფრანგულ არმიაში სამსახურის დროს მართლწერაში მის გვარს ჰ გამოაკლდა და იგი იწერებოდა როგორც ამილაკვარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლეგიონი საფრანგეთის არმიის ძალიან მძლავრ შენაერთად ითვლებოდა. ტრადიციულად იგი შედგებოდა ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისაგან: არისტოკრატებისა და რეციდივისტ-კრიმინალებისაგან და მსახურობდა საფრანგეთის საზღვრებს გარეთ. ამილახვარმა, როგორც საუკეთესო სამხედრო პირმა მალე გამიჩინა თავი.
1926-1933 იგი მონაწილეობს საფრანგეთის ჩრდილო აფრიკაში წარმოებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში და, მათ შორის, 1932-1933 წლებში მაროკოს სამხრეთით მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
1927 წლის აგვისტოში იქორწინა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტზე, ირინე დადიანზე (1904-1944).
1934-1939 წლებში დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი მოღვაწეობას განაგრძობს აგადირში (Aგადირ - მთავარი ქალაქი მაროკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში) სამხედრო აკადემიის ზემდეგთა სკოლის დირექტორად.
1937 წელს მას კაპიტნის რანგი მიენიჭა.
გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს მსახურობდა ალჟირში (ჩრდ. აფრიკა). 1940 წლის 9 აპრილს გერმანია მოულოდნელად თავს დაესხა დანიასა და ნორვეგიას. პატარა დანია მტერს დანებდა. შედარებით მოზრდილმა ნორვეგიამ კი წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. მის დასახმარებლად საფრანგეთმა და ინგლისმა თავიანთი შეიარაღებული ძალები გააგზავნეს. მათმა უდიდესმა ნაწილმა ორიოდე კვირაში (25 აპრილს) წინააღმდეგობა შეწყვიტა. ამილახვარის ნაწილი კი, რომელიც ქალაქ ნარვიკს იცავდა, 8 ივნისამდე იგერიებდა მტერს და არ ნებდებოდა. სწორედ ამის გამო, მოგვიანებით, 1942 წელს ნორვეგიის მთავრობამ იგი უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი (Kრიგსკო-სეტ მედ შვერდ - ნორვეგიული სამხედრო ჯვარი ხმლით ) დაასაჩუქრა, რომელიც ტრადიციულად ენიჭებათ ბრძოლებში გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობის ან ლიდერობისათვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯილდო II მსოფლიო ომის დროს მხოლოდ 66 ფრანგს გადაეცა.
მალე გერმანიამ საფრნაგეთსაც შეუტია. მარშალი პატენი მეტად სუსტი და უნიათო გამოდგა. ამის გამო ამილახვარი ნორვეგიიდან ინგლისში ჩავიდა, სადაც დე გოლს და მის საფრანგეთის თავისუფალ არმიას (Fრეე Fრენცჰ Fორცეს) შეუერთდა.
1940 წელს დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო კამპანიები და ამილახვარიც იქით გაემართა. საფრანგეთის კოლაბორაციონისტურმა მთავრობამ თავისი აფრიკული კოლონიები და ახლო აღმოსავლეთის სამანდატო ტერიტორიები (ტუნისი, ალჟირი, ლიბანი, ეგვიპტე, სირია) გერმანიისა და იტალიის გაერთიანებულ ძალებს დაუთმო. ჰიტლერისა და მუსოლონისათვის ეს უდიდესი გამარჯვების ტოლფასი იყო, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთის ნავთობსაბადოებსა და სუეციის არხს სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ვიშის საფრანგეთის ძალების წინააღმდეგ აფრიკაში ((დასავლეთ აფრიკა (სენეგალი), ეკვატორიული აფრიკა (კამერუნი)) საფრანგეთის თავისუფლების არმიამ ბრძოლები გააჩაღა. ამილახვარი იბრძოდა ერითრიასა და სირიაშიც, სადაც მან და მისმა ბრიგადამ პირველებმა აიღეს ქალაქი დამასკო.
1941 წელს ამილახვარს მიენიჭა ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა ბრიგადის მეთაურად.
1941 წელს იგი მიემართება ერითრიამდე (აღმოსავლეთ აფრიკა) იტალიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ აფრიკის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
1941 წლის ზაფხულში უკან დაბრუნდა ვიშის ძალების წინააღმდეგ სირიაში საბრძოლველად. ეს იყო ყველაზე უახლოესი წერტილი თავის ისტორიულ სამშობლოსთან. Aამაზე უფრო ახლოს იგი საქართველოსთან არასოდეს მოსულა.
1941 წლის 21 ივნისს ბაზორკას ბრიგადამ აიღო დამასკო, რის გამოც დე გოლმა იგი `გამათავისუფლებელი ჯვარით~ დააჯილდოვა, პროფაშისტურმა მთავრობამ კი დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.
1941 წლის 1 ოქტომბერს დიმიტრი ამილახვარი გახდა ლიტენანტ-პოლკოვნიკი და 13ტჰ DBLE (საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ნახევარ-ბრიგადა) ახალი ხელმძღვანელი.
1941 წლის გაზაფხულზე ბირ-ჰაკეიმში მსახურობდა გენერალი კოენიჰის (Kოენიგ) მთავარ ადიუტანტად, პარალელურად 13ტჰ DBLE მეთაურობდა.
1942 წელს ლეგიონი იბრძვის ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანია-იტალიის გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ლიბანში, როგორც ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის ნაწილი. 1942 წლის 27 მაისიდან 11 ივნისამდე კი გვიპტეში, სადაც თავი სწორედ ბაზორკას შენაერთმა გამოიჩინა.
1942 წლის 10 აგვისტოს გენერალმა დე გოლმა მას თავისუფლების ჯვარი (ჩროსს ოფ Lიბერატიონ) უბოძა.
ერთი თვის თავზე, 1942 წლის 9 სექტემბერს, მას კიდე ერთი ჯილდო მედალი "თავისუფლებისათვის ლაშქრობაში" (ჩამპაიგნ ოფ ტჰე Lიბერატიონ Mედალ) გადაეცა.
1942 წლის იანვარში ბირ-ჰაკეიმში – (Bირ-Hაკეიმ - ოაზისი ლიბანის უდაბნოში) მძიმე ბრძოლების ღებულობდა მონაწილეობას. ამ დროს მან საფრანგეთს შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები მიუძღვნა: "ჩვენ, უცხოელებს, გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, რომ დავუმტკიცოთ საფრანგეთს ჩვენი მადლიერება: დავიხოცოთ". თუმცა იგი მაშინ სიკვდილს გადაურჩა.
1942 წლის ივნისში მიიღო ორდენი მეორე მსოფლიო ომის საფრანგეთის გათავისუფლებისათვის (აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული არის რიგით მეორე უმაღლეს ჯილდოებს შორის და ადამიანთა მხოლოდ მცირეოდენ ჯგუფს აქვს მინიჭებული). უმაღლესი ჯილდო Lეგიონ დ’ Hონოურ კი მას სიკვდილის შემდგომ, 1955 წელს მიენიჭა. საფრანგეთის პოზიციების გმირული დაცვისათვის მას და მის ლეგიონერებს გენერალმა დე გოლმა `საფრანგეთის სიამაყეები~ უწოდა. ხოლო სან-სირის სამხედრო სკოლის 1954 -1956 წლების გამოშვებას კი საფრანგეთის მთავრობამ მისი, ახლა როგორც უკვე საფრანგეთის ეროვნული გმირის სახელი უწოდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment