Wednesday, December 30, 2009

Bushmaster



კარაბინი M4
(Bushmaster)

“კოლტის” კარაბინი M4 უნივერსალურ ბრძოლაში გამოცდილ და საკმაოდ საიმედო იარაღად ითვლება. M4 მომხმარებლის დიდ ნდობას იწვევს, რომელსაც ნებისმიერი მისიის შესრულება შეუძლია. 37 სმ-იანი მსუბუქი ლულა მას მობილურობასა და ბრძოლაში საჭირო სისწრაფეს მატებს. იარაღი სატარებლადაც საკმაოდ კომფორტულია. სხვადასხვა ექსპერტთა აზრით, უამრავ სამხედრო ოპერაციებში გამოცდილი იარაღი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო კარაბინს წარმოადგენს. კოლტის კარაბინ M4-ს თანამედროვეობის ნარჩევ, 21 საუკუნის ჯარისკაცის იარაღად მოიხსენიებენ.
მრავალი საველე პრაქტიკული ცდების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ M4 მაქსიმალურად ზუსტ და ეფექტურ იარაღს წარმოადგენს. მას იყენებენ, როგორც ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეითები, ასევე სპეციალური ძალების მებრძოლები.
1960-იანი წლების შემდეგ ფირმა “კოლტი” კარაბინების შემუშავებას Aღ-15/M16 ოჯახის შაშხანების ბაზაზე ახორციელებდა. აღნიშნული კარაბინების ნაწილით, კერძოდ “ჩOLთ ჩAღ-15 ჩOMMANDO, XM-177E”, აშშ-მ თავისი შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფები შეაიარაღა და ექსპორტზეც გაჰქონდა, ძირითადად ისრაელში. 90-იანი წლების დასაწყისში ძველმა იდეამ, შეეცვალათ არმიაში პისტოლეტები (ბერეტა M9) და მოძველებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3A1, ერთიანი და უფრო ეფექტური შეიარაღებით, კვლავ პრიორიტეტული გახდა ამერიკული სარდლობისთვის. 1994 წელს აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა, შეიარაღებაში კოლტის ავტომატური 720 კალიბრიანი 5.56 მმ-იანი M4-ის კარაბინები მიიღო. ახალი კარაბინებით პირველ რიგში საბრძოლო მანქანები, ტექნიკა და კლერკები უნდა შეეიარაღებინათ, მოკლედ ყველა ის პირი, რომელთაც შტატის მიხედვით არ ჰქონდათ უფლება ეტარებინათ M16A2 შაშხანა. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (Uშ შპეციალ Oპერატიონს ჩომმანდ, Uშ შOჩOM) გადაწყვიტა M-4-ით ყველა სპეციალური ოპერაციების დანაყოფი შეეიარაღებინა.
კარაბინი M4 წარმოადგენს შაშხანა M16A2-ის დამოკლებულ ვარიანტს, ტელესკოპური კონდახით. სპეციალური ოპერაციების შეკვეთით, 1996 წელს M16A3-ის ბაზაზე ანალოგიური კარაბინი M4-A1 შეიქმნა, რომელიც მთლიანად ავტომატიზირებული იყო. გარდა ამისა ლულის კოლოფზე M4-ს უმაგრდება შემდეგი დამატებითი კომპლექტები: სამიზნე – ოპტიკური 4X AჩOG, კომპლიმატორული სამიზნე (წითელი წერტილით) AჩOG, მოძრავი დიოპტრიკული სამიზნე; ლაზერული სამიზნე ინფრა-წითელი დიაპაზონით; ღამის სამიზნე; ფარანი; ლულის ქვედა სახელური; მოდიფიცირებული 40მმ-იანი ყუმბარმტყორცნი M203 დამოკლებული ლულითა და გაუმჯობესებული სამიზნით. გარდა ამისა კომპლექტში სწრაფად მოხსნადი მაყუჩიც შევიდა, რომელიც ლულის წინა მხარეს მაგრდება. ახალი კარაბინი აშშ-ს ყველა სპეციალური ოპერაციების დანაყოფის შეიარაღებაში შევიდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ კოლტის ფირმის ადრეული კარაბინებისაგან განსხვავებით, კარაბინ M4 და M4A1-ზე საშტატო ხიშტ-დანა M9-ც მაგრდება.



ეფექტურობა:

2002 წლის აპრილში შეერთებული შტატების “ნატიკის სამხედრო ცენტრმა” ვიცე-პოლკოვნიკ ჩარლი დინის ხელმძღვანელობით ავღანეთში, M-4-ის ეფექტურ გამოყენებაზე მოხსენება გააკეთა:

- ჯარისკაცთა 90% იარაღს მაღალ ნდობას უცხადებს;
- ჯარისკაცთა 20% უკმაყოფილო იყო, რადგან ფიქრობდნენ რომ იარაღი მალფუჭებადი იყო;
კვლევის ჩატარების შემდეგ ჯარისკაცებმა კარაბინისთვის შემდეგი ცვლილებები მოითხოვეს:
- 55% მოითხოვა ცეცხლსასროლი იარაღის წონის შემცირება;
- 20% კი უფრო ფართო მჭიდი;

სპეციფიკაცია:

- კალიბრი: 5.56X45მმ NAთO
- მასა მჭიდის გარეშე: 2.68კგ
- ცარიელი 30 ვაზნიანი მჭიდის მასა: 0.11კგ
- დატენილი 30 ვაზნიანი+ მჭიდის მასა: 0.45კგ
- სიგრძე: 84სმ
- ლულის სიგრძე: 37სმ
- ლულის ღარის დამახასიათებლები:
- სროლის ეფექტური მანძილი: 600მ

მომხმარებლები:
  ავღანეთი: იყენებს მხოლოდ ავრანური არმიის კომანდოსები;
  არგენტინა: გამოიყენება სპეციალური დანაყოფების “კომანდოს 601” და “კომანდოს 602” მიერ;
  ავსტრალია: გამოიყენება სპეციალური ოპერაციების სარდლობის მიერ;
  ბანგლადეში: გამოიყენება ბანგლადეშის ნახევრად სამხედრო დანაყოფებისა და დაკას მუნიციპალური პოლიციის სპეცრაზმის მიერ;
  ბრაზილია: გამოიყენება “კომანდოს” ტაქტიკური ოპერაციების დანაყოფისა და პოლიციის სპეცრაზმის მიერ;
  ჩილე: იყენებს მხოლოდ სპეციალური დანაყოფები;
  ხორვატია:Pიყენებს სპეციალური დანაყოფები;
  კოსტა რიკა;
  ჩეხეთი;
  ეკუადორი;
  ელ სალვადორი;
  ეგვიპტე: მხოლოდ სპეციალური დანაყოფები;
  საფრანგეთი: იყენებს სხვადასხვა დანაყოფები;
  საქართველო: შეიარაღებული ძალები, ძირითადად რეგულარული არმია და სპეციალური დანაყოფები;
  საბერძნეთი: გამოიყენება საბერძნეთის არმიის, პოლიციისა და საზღვაო ძალების მიერ;
  უნგრეთი;
  ინდოეთი;
  ინდონეზია;
  ერაყი: გამოიყენება ერაყის არმიის მიერ. ერაყის ეროვნული კონტრ-ტერორისტული დანაყოფის მთავარი იარაღი;
• ისრაელი;
• იტალია: იყენებს მხოლოდ სპეციალური დანაყოფი;
• იამაიკა;
• იაპონია;
• იორდანია.
მოამზადა ირაკლი გურგენიძემ

No comments:

Post a Comment