Wednesday, December 30, 2009
თერმული ხედვის სამიზნეები
სამხედრო ძალები თერმულ ტექნოლოგიებს ირჩევენ
(როგორ დავინახოთ მოწინააღმდეგე ნებისმიერ ამინდში და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში)
თერმოგრაფიული ხედვის სამიზნე, ანდა თერმული ხედვის სამიზნე - ეს არის მოწყობილობა, რომელშიც კომბინირებულია კომპაქტური თერმოგრაფიული კამერა და სამიზნე ბადე. ეს მოწყობილობა შეიძლება დაყენდეს ცეცხლსასროლი იარაღის მრავალ სახეობაზე, ასევე ზოგიერთ უფრო მძიმე იარაღზე. როგორც რეგულარულმა სითბურმა მაჩვენებლებმა, იარაღის თერმულმა ხედვამ შეიძლება იმუშაოს სრულ სიბნელეში ან ბუნდოვან გარემოში (კვამლი, ბურუსი, ნისლი, წვიმა).
ოპერატიული გარემოს მოთხოვნებმა, კერძოდ, მიზანში ზუსტად მოხვედრის საჭიროებამ, თანაც ნებისმიერი ამინდისას და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, გამოიწვია იარაღის თანამედროვე სამიზნეთა ტექნოლოგიური სრულყოფა.
აშშ სამხედრო ძალებმა ყველაზე სწრაფად დაინახეს ინდივიდუალური თერმული სამიზნეების შექმნის საჭიროება, მათი დადებითი მხარეები და პირველებმა დაიწყეს ამ ტიპის ტექნოლოგიების დახვეწა და განვითარება. მათ შეიმუშავეს იარაღის თერმული სამიზნის შექმნის პროგრამა და მისი მეშვეობით დაძლიეს თერმული სამიზნეების დანერგვასთან დაკავშირებული ყველაზე პრობლემატური საკითხები; კერძოდ, სამიზნეების ჭარბი წონა და ენერგიის დიდი მოთხოვნა.
AN/PAS-13 ტიპის იარაღის თერმული სამიზნე მოწყობილობები წარმოადგენს აშშ არმიის თანამედროვე საბაზისო სტანდარტს. თვალთვალისა და მიზნის აღმოჩენის მანძილის გასაზრდელად ამ ტიპის ხელსაწყოებში გამოიყენება ინფრაწითელი ტექნოლოგია. შესაძლებელია, სამიზნე გამოყენებულ იქნას ცალკე, ასევე ცეცხლსასროლ იარაღზე ან დამაგრდეს სხვადასხვა სახის მსხვილკალიბრიან შეიარაღებაზე.
არსებობს თერმული სამიზნის ოთხი სახეობა:
1. მსუბუქი თერმული სამიზნე (AN/PAშ-13(V)1) ყენდება M-16 და M-4 ტიპის შაშხანებზე და კარაბინებზე, ასევე M-136 მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე. ამ 0.86 კგ. წონის სამიზნით შესაძლებელია მიზნის აღმოჩენა 550 მეტრამდე. ოთხი ცალი ლითიუმის AA ბატარეებით მისი გამოყენება შესაძლებელია 5 საათის განმავლობაში.
2. საშუალო თერმული სამიზნე (AN/PAშ-13(V)2) იწონის 1.3 კილოგრამს და ყენდება M249 და M240B ტყვიამფრქვევებზე; იგი უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენას 1 110 მეტრამდე. ექვსი ცალი ლითიუმის AA ბატარეებით მისი გამოყენება შესაძლებელია 6.5 საათის განმავლობაში.
3. მძიმე თერმული სამიზნე (AN/PAშ-13(V)3) იწონის 1.8 კილოგრამს და ყენდება ათეულის მეთაურის ავტომატ M16-ზე ან M4-ზე; ასევე სნაიპერულ შაშხანებზე (M24, M107) და ყუმბარსატყორცნებზე (M2 HB და MK19). მძიმე სამიზნის მუშაობისათვის საჭიროა იმდენივე ენერგია, რაც საშუალო თერმული სამიზნისათვის, თუმცა უზრუნველყოფს მიზნების აღმოჩენას 2 200 მეტრამდე.
4. ძირითადი თერმული სამიზნე (AN/PAშ-13A), გამოიყენება საზენიტო დანადგარებზე და აქვს ხედვის ფართო დიაპაზონი.
აქ ჩამოთვლილ სახეობებში იარაღის თერმულ სამიზნეებს სხვადასხვა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები აქვთ, რადგან უახლესი თაობის სადაზვერვო ხელსაწყოების დამზადებას ახორციელებს ორი სხვადასხვა კომპანია.
ფირმა ~რაითეონმა~ თავდაპირველად დაამზადა თერმული სამიზნეების სერია AN/PAშ-13B.
მეორე თაობის თერმული სამიზნეები პირველ თაობასთან შედარებით უფრო მსუბუქი უნდა ყოფილიყო და, ამასთან ერთად, ნაკლები ენერგია მოეხმარათ. ამის მისაღწევად მწარმოებლებმა შეამცირეს მიკრობოლომეტრული დეტექტორები, რომლებიც იღებდნენ ინფრაწითელ სხივებს (ეს ინფრაწითელი სხივები საჭიროა თერმული გამოსახულების მისაღებად).
თერმული სამიზნე სისტემები, რომლებიც სახმელეთო ძალებს მიეწოდება, აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუმცა ეს მაინც არის მეორე თაობის სამიზნეების გაუმჯობესება. მცირე ცვლილების შეტანით ხელსაწყოს გამოსახულება შავ-თეთრის ნაცვლად ნაცრისფერი გახდება. აშშ შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმაც ასევე მიიღეს შეიარაღებაში AN/PAშ-13 თერმული სამიზნის სხვადასხვა ვარიანტები.
გზა მომავლის ქვეითი ჯარისკაცის ტექნოლოგიებისაკენ
ბრიტანელებს დიდი ხანია უნდათ საკუთარი ქვეითი ჯარისკაცების შეიარაღებაში არსებული იარაღის სამიზნეების და თერმული შესაძლებლობების გაუმჯობესება. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მათ სურთ “მომავლის ქვეითი ჯარისკაცის პროგრამის” გამოყენება. თუმცა ოპერატიულმა მდგომარეობამ შეაფერხა პროგრამის განვითარება და აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც, გეგმის თანახმად, მომავლის ქვეით ჯარისკაცს უნდა გამოეყენებინა დაზვერვისა და თვალთვალისათვის, უკვე რამდენიმე წელია ეგზავნება ავღანეთში მყოფ სამხედრო ქვედანაყოფებს.
ბრძოლის ველზე უახლესი სისტემების გაგზავნა განხორციელდა დაზვერვის, ინდივიდუალური თვალთვალისა და მიზნის აღმოჩენისათვის შექმნილი თანამედროვე ხელსაწყოების გაერთიანებული პაკეტის (შIშთA-ს) შემუშავებით, რომელიც 2007 წლის მიწურულს სპეციალურად შეიქმნა სასწრაფო ოპერატიული საჭიროების დასაკმაყოფილებლად. შIშთA-ში გაერთიანებული იყო სხვადასხვა სახის სისტემები, კერძოდ _ ღამით ხედვის ხელსაწყოები, ლაზერული მანძილსაზომები (რომლებშიც ინტეგრირებული იყო ციფრული კომპასები) და თერმული დურბინდები (თანამედროვე დღის და ღამის სამიზნეებით). დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია თრიჯიცონ-ს შეუკვეთა იარაღის გაუმჯობესებული სამიზნეები, სპეციალური სამიზნე ახლო მანძილზე ბრძოლისათვის (ჩQB), გამოსახულების გამადიდებელი ხელსაწყოები, ასევე თერმული სამიზნეები და ყუმბარსატყორცნის ახალი სამიზნეები (VIPIღ-2).
სამიზნე, რომლის შეკვეთაც განხორციელდა შIშთA-ს პროექტის ფარგლებში იყო VIPIღ-2+, რომელიც წარმოადგენდა ბრიტანეთის მსუბუქი თერმული ხელსაწყო VIPIღ-2-ის გაუმჯობესებულ ვარინატს, რომელსაც აქვს შეზღუდული თვალთვალის სექტორი (6.75 გრადუსი, სტანდარტული VIPIღ2-ის 9 გრადუსთან შედარებით), მაგრამ, სამაგიეროდ, დაახლოებით 30%-ით გაზრდილი აქვს მიზნის აღმოჩენის მანძილი (მიზნის თერმული კვალის ხასიათიდან გამომდინარე 1500-დან 1800 მეტრამდე).
სამიზნეში ასევე ინტეგრირებულია ლაზერული მომნიშვნელი, რომელიც საშუალებას მისცემს ჯარისკაცს ლაზერული სხივით მონიშნოს მიზანი და განახორციელოს მიზანჩვენება ათეულის სხვა წევრებისათვის, რომლებსაც შეეძლებათ ლაზერის წერტილის დანახვა (ლაზერული წერტილი შეუმჩნეველი იქნება შეუიარაღებელი თვალისათვის). შIშთA-ს სხვა მოდიფიკაციებში შედის სპეციალური მოწყობილობები ახლო ბრძოლის სამიზნის და სხვა აღჭურვილობის იარაღზე დასამაგრებლად.
ასევე წარმატებით იყიდება სამიზნის სპეციალური სნაიპერული ვარიანტი შVIPIღ-2+. კერძოდ, სასწრაფო ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა ამ ტიპის სამიზნეების პარტია 2009 წლის თებერვალში. მისი გამოყენება მოხდება არმიის შეიარაღებაში არსებული, გერმანული კომპანია შცჰმიდტ & Bენდერ-ის, რომელიც დასპეციალებულია ოპტიკური სამიზნეების წარმოებაში, დღის ოპტიკასთან ერთად.
სინგაპურის ოპტიკური კომპანია Qიოპტიკ-ი ახორციელებს არსებული სამიზნების მოდერნიზაციას და ასევე შემკვეთი მხარის მოთხოვნით აწარმოებს კვლევებს ორი ძირითადი მიმართულებით: სამიზნის ზომისა და წონის შენარჩუნება და იმავდროულად VIPIღ-2-ის მოქმედების მანძილის გაზრდა.
1. საბრძოლო ქვედანაყოფებს, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ სამიზნეს, სურთ მისი გამოყენება მხარდამჭერ შეიარაღებაში (ამჟამად მიმდინარეობს საცდელი სროლები, სადაც Gუსტავ-ის 84 მმ-იან უკუგორვის არმქონე ქვემეხებზე ყენდება აღნიშნული ტიპის სამიზნეები და მოწმდება მათი ეფექტურობა).
2. ქვეითების ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ სამიზნეებზე უნდა მოხდეს აღმოჩენის მანძილის შენარჩუნება და შემცირდეს მათი წონა და ენერგიის მოხმარება.
დასაწყისისათვის კომპანიები Qიოპტიკ და QინეტიQ (თავდაცვითი ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო ამერიკა და ავსტრალია) ერთად მუშაობენ იარაღის დამიზნების და აღმოჩენის სისტემების პროექტზე (Pოინტერ-ის ~მომნიშვნელის~ პროექტი). ამ ახალი სისტემის წყალობით იარაღის მიზანში დამიზნება მოხდება სპეციალური სიმბოლოების საშუალებით, რომლებიც გამოსახული იქნება სამიზნეზე.
~მომნიშვნელი~ აღიქვამს სხვადასხვა სენსორებს და შეუძლია მიზანჩვენების მიღება (პროგრამული უზრუნველყოფიდან გამომდინარე, სადაც დისპლეიზე ისრების და მარტივი სიმბოლოების დახმარებით ჯარისკაცი აღმოაჩენს სამიზნე ობიექტს) თითქმის ყველა სახის წყაროდან, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებიდან. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია მიზნის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, სხვადასხვა სენსორებიდან და ლაზერული მანძილმზომებიდან. Pოინტერ-ის ხელსაწყოში დაპროგრამებულია რელიეფური რუქა, შესაძლებელია მისი ინტეგრირება ბრძოლის ველის მართვის გაერთიანებულ სისტემასთანაც, სადაც ასევე არის რელიეფის რუქები.
Pოინტერ-ის საწყისი ვარიანტები ორი ძირითადი სახისაა: მძიმე ტყვიამფრქვევისათვის შექმნილი ვარიანტი და სნაიპერების შაშხანებისათვის განკუთვნილი მოდელი. Pოინტერ-ის ოპტიკა 1.400 გრამზე ნაკლებს იწონის. შაშხანისათვის შექმნილი მოდელის კვება ხორციელდება ოთხი AA ტიპის ბატარეებით და უზრუნველყოფს ხელსაწყოს მუშაობას რვა საათის განმავლობაში, ხოლო BB2590 ბატარეებით კი 40 საათის განმავლობაში. კომპანია Qიოპტიკ-ის მონაცემებით, შელეხ-ის ინდივიდუალური რადიოს ან მისი მსგავსი რადიოსადგურის გამოყენებით და ჭინდოწს XP პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით შესაძლებელია სამიზნეში ყველა სახის საჭირო ინფორმაციის ციფრული გადაცემა.
"Pოინტერ-ის გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა სახის იარაღზე, მაგრამ აქცენტი გაკეთებულია მსხვილკალიბრიან შეიარაღებაზე, რადგან დღეისათვის არსებული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე უფრო მიზანშეწონილია მისი გამოყენება მხარდამჭერ შეიარაღებაზე.
ებრაული ფირმა ღაფაელ-ი მყიდველს სთავაზობს მსგავსი შესაძლებლობის მქონე შპოტLიტე-ის სისტემებს, რომლებიც ყენდება როგორც მანქანებზე, ასევე ინდივიდუალურ ანტისნაიპერულ სისტემებზე. სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილს წარმოადგენს მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის გახსნის ადგილის დამაფიქსირებელი მოწყობილობები (მათში გამოყენებულია ინფრაწითელი კამერა, რომლითაც შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღიდან, ყუმბარსატყორცნებიდან და სნაიპერული შაშხანებიდან განხორციელებული გასროლების დაფიქსირება და თვალთვალი).
შპოტLიტე-ის სენსორებიდან მიღებული მიზანჩვენების გარდა, მეთაურს შეუძლია სამიზნე ობიექტების შესახებ ინფორმაციის ციფრული გადაცემა სნაიპერებისათვის, რათა მათ განახორციელონ კონკრეტული რაიონების (მაგალითად, შენობის კონკრეტული ფანჯრების, ქუჩების) დაზვერვა და მიზნების განადგურება. მეთაურს შეუძლია შპოტLიტე-ის გამოყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი ქვედანაყოფი ახორციელებს მანევრს ~გადაადგილება ცეცხლით დაფარვის ქვეშ~, როცა ერთ-ერთი ჯგუფი ახორციელებს მოძრავი ჯგუფის ცეცხლით მხარდაჭერას. Pოინტერ-ის მსგავსად ეს სამიზნეც შეიძლება შეუერთდეს ბრძოლის ველის მართვის სისტემას.
ვიდეო თვალთვალი
ელექტრონული მოწყობილობების იარაღის სამიზნეებზე დაყენებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ჯარისკაცის სამიზნიდან ვიდეო-ინფორმაციის მიღება. ამ სიახლის გამოყენება შეუძლია როგორც თავად ჯარისკაცს, მაგალითად, შენობის კუთხესთან მიახლოება და იარაღის წინ გაწევა ისე, რომ საკუთარი სხეული ისევ საფარს უკან დარჩეს და იარაღის სამიზნიდან ჩაფხუტზე დამაგრებულ მონოკლზე სურათის მიღება (ან ოპტიკის ცალკე გამოყენება, მაგალითად, ფრანგული FAMAშ–ი). ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის ჩაწერა კაბელის გამოყენებით და შემდეგ სიტუაციის ანალიზის გაკეთება ან ბრძოლის განხილვა. ელექტრო-ოპტიკური სამიზნეების უმეტესობას აქვს ამ ტიპის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ეს ეხება იარაღის დისტანციური დამიზნების შესაძლებლობას.
ტრადიციული დღის და ღამის ოპტიკური სამიზნეები ასევე განიცდიან მუდმივ მოდერნიზაციას, კერძოდ, იზრდება გამოსახულების გადიდების შესაძლებლობა (თერმულ სამიზნეებთან შედარებით გამოსახულების გადიდება უფრო უკეთესად ხორციელდება). თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღამის სამიზნეების ეფექტურობა შეიძლება შეამციროს მოწინააღმდეგის მიერ კვამლის ფარდის გამოყენებამ ან ბუნებრივმა პირობებმა, მაგალითად, ნისლმა და ა.შ. სწორედ ამ მიზეზის გამო ბრიტანეთის არმიაში ხორციელდება ბრიტანული შეიარაღების კვლევის და განვითარების ცენტრში შექმნილი შUშAთ-ის სამიზნეების შეცვლა ამერიკული სამხედრო წარმოების ფირმა თრიჯიცონ-ის AჩOG სამიზნეებით.
AჩOG-ი არის მსუბუქი სამიზნე და არსებობს მისი სხვადასხვა სახის ვარიანტები, რომლებსაც აქვთ გამოსახულების გადიდების სხვადასხვა პარამეტრები 1.5X და 4X-დან და 6X-მდე (ბრიტანეთის არმიაში ის გამოიყენება ავტომატ შA-80A2-ზე). სამიზნის კვება ბატარეის საშუალებით ხორციელდება. აქვს გამოსახულების გადიდების შესაძლებლობა და ავტომატურად აკეთებს სხვადასხვა ხილვადობის პირობებთან ადაპტაციას.
ბრიტანეთის ქვეითი ჯარის საწვრთნელი ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული საცდელი სროლების და ვარჯიშების შედეგად გამოვლინდა, რომ გაუმჯობესდა სროლის სიზუსტე, განსაკუთრებით კი - სტრესულ სიტუაციებში. ბრძოლის ველიდან მიღებული მოხსენებიდანაც ჩანს, რომ ახლო მანძილებზე მიზნების დაზიანებისას საგრძნობლად გაიზარდა სროლის სიზუსტე.
“მომავლის ჯარისკაცის" პროგრამით გათვალისწინებული ყველა ტიპის შეიარაღება აღიჭურვება ამ ტიპის სამიზნეებით, მიუხედავად იმისა, აყენია თუ არა მათზე ღამის თუ დღის სამიზნეები, რადგან ხილვადობის პირობები მუდმივად იცვლება, ხოლო ახლო მანძილზე ბრძოლა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩაღდეს. აღსანიშნავია ამ სამიზნის დადებითი მხარეები - კერძოდ, სამიზნის ძველ - 4X მოდელთან შედარებით მიზნის სწრაფი აღმოჩენა; სროლის სიზუსტის მაჩვენებლის გაუმჯობესება; ახალი სამიზნის მცირე წონა და ნაკლები ენერგიის მოხმარება.
ასევე აღსანიშნავია ჰოლოგრაფიული სამიზნის სახეობა, რომლის გამოშვება პირველად დაიწყო შვედურმა ოპტიკურმა კომპანია Aიმპოინტ-მა (წითელი მომნიშვნელი წერტილის მქონე სამიზნე) და იარაღის ჰოლოგრაფიული სისტემების კომპანია L-3 EOთეცჰ-ის ჰოლოგრაფიული იარაღის სამიზნე, რომლებსაც დიდი წარმატებით იყენებდნენ ახლო ბრძოლაში.
სამიზნეების მიერ ენერგიის მცირე მოცულობით მოხმარების კარგი მაგალითია Aიმპოინტ-ის ფირმის სამიზნე, რომელიც მწარმოებლების განცხადებით 50000 საათის განმავლობაში მუშაობს ერთ AA ტიპის ბატარეაზე. ამავე კომპანიის მიერ ახლო მანძილზე ბრძოლებისათვის დამზადებული რამდენიმე სამიზნე ასევე შეიძლება აღიჭურვოს 3X გამადიდებელი ლინზებით, რაც საშუალებას მისცემს მსროლელს ზუსტი და ეფექტური ცეცხლით დააზიანოს უფრო მოშორებით აღმოჩენილი მიზნებიც.
ებრაულმა ფირმა IთL Oპტრონიცს-მა ასევე შეიმუშავა ახლო ბრძოლისათვის განკუთვნილი უნივერსალური სამიზნე MAღშ-სი, რომელიც სტანდარტულად ყენდება ებრაულ შაშხანა თავორ-ის ყველანაირ სახეობაზე. სპეციალური სამაგრების გამოყენებით შესაძლებელია მისი დაყენება სხვა ტიპის შაშხანებზეც. სამიზნის მეშვეობით ხორციელდება მიზნის ინფრაწითელი ან ლაზერული სხივით მონიშვნა. მსროლელს ორივე თვალი გახელილი აქვს და დიდი ზომის სამიზნეში ერთდროულად აფიქსირებს როგორც ლაზერს, ასევე მიზანზე გაჩენილ წითელ წერტილს. თავორ-ის შაშხანაზე ასევე ყენდება ღშ-22 ტიპის სამიზნეც. სამიზნე დღის პირობებში კარგი გამოსახულების მისაღებად საჭირო სინათლეს აგროვებს სპეციალური ოპტიკური მილაკების საშუალებით, ხოლო ღამის პირობებში კი ტრიტიუმის დახმარებით.
L-3 EOთეცჰ-ის სამიზნეებიდან ყველაზე თანამედროვე არის 517.A65 ტიპის სამიზნე. ის ძირითადად განკუთვნილია M4 და M16 შაშხანებისათვის და ძირითადად სხვა ზემოთჩამოთვლილი სამიზნეების მსგავსად მუშაობს და საშუალებას აძლევს მსროლელს უკეთ დააკვირდეს მის გარშემო არსებულ ადგილმებარეობას.
კომპანია L-3 Eოტეცჰ-ს, რომელიც ქმნის ჰოლოგრაფიულ სამიზნეებს, აქვს სამიზნის გამოყენების საკუთარი კონცეფცია. კერძოდ, მათ მიერ შექმნილი G23 ტიპის სამაგრის დახმარებით მსროლელს შეუძლია ახლო მანძილზე ბრძოლისათვის განკუთვნილი სამიზნე შეცვალოს მეორე თაობის სამიზნით (რომლითაც შესაძლებელია გამოსახულების სამჯერ გადიდება) და აწარმოოს მიზნების დაზიანება საშუალო დისტანციებზე. აღნიშნული კომპანიის მიერ შექმნილი XPშ-ის სამიზნის კვებისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი ბატარეა. ეს არის აქამდე შექმნილ სამიზნეებს შორის ყველაზე მოკლე ჰოლოგრაფიული სამიზნე და მისი დამაგრების შემდეგ რჩება საკმარისი ადგილი G23 ტიპის სამაგრის დასაყენებლად.
სამიზნე კარგად ერგება თვალებზე
გასული წლის ბოლოს აშშ საზღვაო ქვეითებს მიეცათ სროლის სავარჯიშოების შესრულების უფლება ოპტიკური სამიზნეების გამოყენებით.
ახლო ბრძოლისათვის შექმნილი სამიზნე (M68) არის ყველაზე გავრცელებული ოპტიკური ხელსაწყო სახმელეთო ძალებში. ამ სამიზნის პირველი ვარიანტები არმიის შეიარაღებაში 1997 წელს გამოჩნდა. სამიზნე შექმნილია ფირმა Aიმპოინტ-ის მიერ და სპეციალურად M16 და M4 შაშხანებისათვის არის შემუშავებული. აღნიშნული სამიზნე არ არის ტელესკოპური ტიპის და განკუთვნილია დამიზნების განსახორციელებლად 300 მეტრამდე. აქვს წითელი სამიზნე წერტილი და რეგულირებადი განათება (ღამით მოქმედებისას 7 რეჟიმი და დღისით მუშაობისას 9 რეჟიმი). სამიზნის კვება წლების განმავლობაში შეიძლება განხორციელდეს ერთი ცალი AA ტიპის ბატარეით. ეს სამიზნე 400 გრამზე ოდნავ მეტს იწონის, ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით 13 სმ-ს შეადგენს.
საკმაოდ პოპულარულ სამიზნეს წარმოადგენს კომპანია თრიჯიცონ-ის სამიზნე M150 ღჩO, რადგან მისი გამოყენებით მსროლელს შეუძლია როგორც უშუალოდ მის წინ მდებარე სამიზნეების დაზიანება, ასევე 600 მ. დისტანციაზე მყოფი მოწინააღმდეგის განადგურებაც. სამიზნის ოპტიკაში გამოყენებულია განათებული ვიზირების ბადე, რომელიც ბატარეის ენერგიის ნაცვლად იყენებს ძაფისებრ ოპტიკურ ხაზებს ან შიგნით დამონტაჟებულ ტრითიუმის ნათურას. ეს სამიზნეები ამჟამად გამოიყენება აშშ წარმოების ათეულის ტყვიამფრქვევზე (M249), ასევე M16-ზე და M4-ებზე. ასევე, ეს სამიზნე შედის აშშ სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობისა და აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღებაში.
“მომავლის ქვეითი ჯარისკაცის” პროგრამის მიხედვით სექციის მეთაურის და სექციის მეტყვიამფრქვევის აღჭურვილობაში იქნება თერმული სამიზნე (VIPIღ2+F ტიპისა). ვითარებიდან გამომდინარე, მებრძოლებს შეეძლებათ მისი შეცვლა მსუბუქი დღის სამიზნით. სექციის ორი დარჩენილი წევრი არის ყუმბარმტყორცნელი და მსუბუქი მხარდამჭერი იარაღის მსროლელი. გერმანული იარაღის კორპორაცია Hეცკლერ & Kოცჰ-ის ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი AG-36 UGL აღიჭურვება ახალი ტიპის თანამედროვე სამიზნით. ყუმბარმტყორცნელს ასევე ექნება ღამით დამიზნების მოდერნიზებული ხელსაწყო, რომელზეც შესაძლებელი იქნება ახლო ბრძოლისათვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობის დაყენება და ახალი UGL სამიზნე, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მანძილსაზომი.
ამ სამიზნის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მიზნის დაზიანება პირველივე გასროლით. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის ტარება. ეს სამიზნე არ არის მხოლოდ წინა სამიზნის მოდერნიზებულ ვარიანტი და წარმოადგენს საკმაოდ თანამედროვე ხელსაწყოს, რომლის გამოყენებითაც ჯარისკაცებს შეეძლებათ მიზნების დაზიანება ღამის პირობებში. მსუბუქი მხარდამჭერი იარაღის მსროლელი ასევე აღიჭურვება კომპანია Qიოპტიქ Mახიკიტე-ის შორ მანძილზე მოქმედი ღამით დამიზნების ხელსაწყოთი (Mკ2).
საერთო ჯამში, მომავლის ქვეითი ჯარისკაცის შეიარაღების პროგრამის მიხედვით ოთხკაციან საცეცხლე ჯგუფს ექნება ორი თერმული სამიზნე და ორი ღამის და დღის სამიზნე, რაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და ყველანაირი ამინდის პირობებში უზრუნველყოფს დასახული ამოცანების ყველაზე ეფექტურად შესრულებას (რაც ასევე დამტკიცდა საცდელი ვარჯიშების ჩატარების შედეგად და ბრძოლის ველიდან მიღებული მოხსენებებით).
მსოფლიოს ქვეყნებში არსებული სხვა პროგრამები ისეთივე მიმართულებით მიდის, როგორც “მომავლის ქვეითი ჯარისკაცის” პროგრამა. ამ პროგრამებში ხაზგასმით, მაგრამ სხვადასხვა დონეზე არის აღნიშნული იარაღის თერმული სამიზნეების გამოყენების საჭიროება და კარგი იქნებოდა, თუ ქართული არმიაც აღიჭურვებოდა ამ უაღრესად საჭირო და თანამედროვე დამიზნების სისტემებით.
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ყალიჩავამ
მომზადებულია ნიკ ბრაუნის და დანიელ ვასერბლის სტატიის მიხედვით: Nიცკ Bროწნ ანდ Dანიელ ჭასსერბლყ - ‘Pიერცინგ ტჰე ფოგ ოფ ბატტლე: ფორსეს სეტ სიგჰტს ონ ტჰერმალ ტეცჰნოლოგყ’ (ჟანე’ს ინტერნატიონალ დეფენცე რევიეწ, ვოლუმე 42, Mაყ 2009).
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment