Wednesday, December 30, 2009

ტანკების გადარჩენა



კრისტოფერ ფოსი

ტანკების გადარჩენა

ძირითადი საბრძოლო ტანკები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე ოპერაციებში 

• ქვეყნები დილემის წინაშე დგანან დააფინანსონ ძირითადი საბრძოლო ტანკების (MBT - Main Battle Tank) ახალი სისტემების განვითარება თუ ჩადონ ისედაც მწირი რესურსები მისი ძველი შეიარაღების სისტემების მოდერნიზებაში.
• საბრძოლო ტანკის ამ მთავრი შესაძლებლობების გარდა, ბოლო პერიოდის საბრძოლო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ MBთ ძალიან ღირებული შეიარაღების სისტემაა ურბანული ოპერაციები დროს.

საბრძოლო ტანკების საციცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ცხადყო
ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებმა. “Janes Defence Weekly”-ს კორესპონდენტი კრისტოფერ ფოსი სწორედ ამ ტანკების მოდერნიზაციის პროგრამისათვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ წინსვლებზე მოგვითხრობს.

იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა ძირითადი საბრძოლო ტანკების (MBT - Main Battle Tank) რაოდენობას ამცირებს, ეს მეტად მობილური და ეფექტური შეიარაღება წლების განმავლობაში ქვეყნების უმრავლესობისათვის კვლავ დარჩება შეტევითი საბრძოლო შესაძლებლობების ძირითად საშუალებად.
ძირითადი საბრძოლო ტანკების (MBთ) მომხმარებელთა შორის ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ მოხდება ამ შეიარაღების ჩანაცვლება.
ამ ეტაპზე დასავლეთ ევროპაში ძირითადი საბრძოლო ტანკების არანაირი ახალი პროგრამა არ ხორციელდება და ქვეყნების უმეტესობა იკვლევს, თუ რა საშუალებითაა შესაძლებელი ამ ტანკების მოდერნიზება, რათა შეიარაღების ეს სახეობა თანამედროვე და სწრაფად ცვალდებად საბრძოლო ველზე კვლავ დარჩეს სიცოცხლისუნარიან შეიარაღების სისტემად.
ტანკების მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელებისათვის მთავარ პრობლემას ფინანსები წარმოადგენს, რადგან ქვეყნები ცდილობენ მზარდი ზეწოლის ფონზე თავდაცვის ბიუჯეტი რამენაირად დააბალანსონ.
გარდა იმისა, რომ გაიზარდა ახალი სისტემების შესყიდვების ხარჯები, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში თავდაცის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა.
იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის, რომლებიც ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მძიმე კლიმატურ პირობებში მოქმედი ტექნიკისა და შეიარაღების რემონტის ხარჯები ტვირთად აწვება გამოყოფილ რესურსებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამისათვის დამატებითი ხარჯებია გათვალისწინებული.
ზოგიერთი ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას - დააფინანსოს ახალი სისტემების განვითარება და შეძენა, თუ ჩადოს ისედაც მწირი რესურსები მისი ძველი შეიარაღების სისტემების მოდერნიზებაში, რაც ოპერატიული სიცოცხლის გახანგრძლივებასა და შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს. ძირითადი საბრძოლო ტანკების (MBთ) როლი ტრადიციულად მისი მაღალი დონის მობილურობით და კარგად დაცული იარაღის სისტემით განისაზღვრება, რომლის გამოყენება როგორც შეტევითი ხასიათის, ასევე თავდაცვითი ოპერაციების დროსაა შესაძლებელი. მისი მთავარი ფუნქცია ხომ საფრთხის შემცველი პლატფორმების, განსაკუთრებით კი სხვა MBთ-ების განადგურებაა.

საბრძოლო ტანკის ამ მთავრი შესაძლებლობების გარდა, ბოლო პერიოდის საბრძოლო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ MBთ ძალიან ღირებული შეიარაღების სისტემაა ურბანული ოპერაციები დროს, სადაც მისი მსხვილ კალიბრიანი ძირითადი შეიარაღება, რომელიც ზუსტ საცეცხლე მხარდაჭერას უზრუნველყოფს, არსებით მნიშვნელობას იძენს.
ტრადიციულად MBთ-ის ტექნოლოგიაში სამი ძირითადი კომპონენტი გამოიყოფა – ჯავშანი, მობილურობა და ცეცხლითი სიმძლავრე. თითოეულ მათგანს დამატებით რამოდენიმე სახის ქვესისტემა გააჩნია.
ზოგიერთ შემთხვევაში ხდება სამივე ელემენტის მოდერნიზაცია, ზოგჯერ კი ახლდება მისი მხოლოდ ერთი ან ორი კომპონენტი. ყველა შემთხვევაში უპირველესი პრიორიტეტი მაინც მის გამძლეობას და ცეცხლითი სიმძლავრეს ენიჭება.
მხოლოდ ერთი კომპონენტის მოდერნიზებამ, შესაძლოა, უკუგავლენა მოახდინოს მეორე ელემენტზე. ამის კარგი მაგალითია მეტი გამძლეობისათვის დამატებითი ჯავშნით აღჭურვა, რაც ტანკს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და ამცირებს მის მობილურობას, ასევე, არასასურველ გავლენას ახდენს მისი ძრავის კუთრ სიმძლავრე წონის ერთეულზე, გრუნტზე დაწოლასა და სიჩქარეზე.


ტექნოლოგიური მიღწევები

როდესაც პლატფორმის შესაძლებლობების მოდერნიზაციის საკითხზე ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ასევე უნდა მოხდეს მოძველებული ქვესისტემების შეცვლაც, რომლის წარმოება დღესდღეობით აღარ ხდება ან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გამო უკვე მოძველებულია.
აღსანიშნავია, რომ გერმანული Kრაუსს-Mაფფეი ჭეგმანნ Lეოპარდ 2 MBთ- ის პირველი მოდელის წარმოება 1979 წელს შეწყდა, ხოლო Gენერალ Dყნამიცს Lანდ შყსტემს M1 Aბრამს-ის წარმოება მომდევნო წელს დასრულდა.
ამის შემდეგ ჯავშან საბრძოლო მანქანების ტექნოლოგიების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა, განსაკუთრებით ელექტრონიკის და ოპტრონიკის სფეროში.
ორივე სახის მოდელი წლების განმავლობაში კვლავ იქნება ხმარებაში და მისი მოდერნიზაციის თუ სხვა ტექნოლოგიური ჩარევების შემდეგ კვლავ დარჩება მაღალეფექტურ საბრძოლო საშუალებებად ოცდამეერთე საუკუნის განმავლობაში.
ისეთი ჯავშან მანქანის აღჭურვა ახალი ქვესისტემებით, როგორიცაა MBთ საკმაოდ რთული ამოცანაა და ხშირად სისტემების ინტეგრაციის სფეროში დიდ გამოცდილებას საჭიროებს.
ზოგჯერ სისტემის განახლება მისი მწარმოებლის მიერ ხდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამ სამუშაოს სხვა კონტრაქტორი ასრულებს. ეს კი ინტეგრაციის პროცესში მრავალ პრობლემას წარმოშობს. კონტრაქტორმა ახალი სისტემის განსხვავებულ ქვესისტემებთან გამოცდა და ინტეგრაცია სხვადასხვა ქვეყნების კონტრაქტორებთან კოორდინირების საფუძველზე უნდა მოახდიონოს.
ტრადიციულად, ყველაზე მაღალი დონის დაცვა ტანკს ფრონტალურ რკალზე აქვს, თუმცა დღესდღეობით ურბანული ოპერაციების დროს საფრთხე 360 გრადუსის რადიუსით, ყველა მხრიდანაა მოსალოდნელი.
ცხადია, შეუძლებელია MBთ აღჭურვა იმგვარად, რომ დაცვის მექანიზმი 360 გრადუსის რადიუსით მოქმედებდეს, თუმცა მისი გამძლეობის გაზრდის მიზნით დამატებითი ზომების მიღებაცაა შესაძლებელი. უმეტეს შემთხვევაში დამატებითი ჯავშანი გვერდითა ნაწილებზე ემატება. ჩვეულებრივ კი, ყველაზე მაღალი დონის დაცვის უზრუნველყოფა ტანკის წინა ნაწილზე ხდება, სადაც ეკიპაჟისათვის განკუთვნილი ნაკვეთური მდებარეობს.
დამატებითი დაჯავშნა სახვადასხვა სახით შეიძლება მოხდეს, მაგალითად, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური პასიური ჯავშანი (პასსივე არმორ), ფეთქებადი რეაქტიული ჯავშანი (EღA) და შემაკავებელი ჯავშანი (ბარ არმორ).
კოშკურისათვის დამატებითი დაცვის უზრუნველყოფა მის გვერდითა მხარეებზე კეთდება, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ამჯობინებს ჯავშანი კოშკურის რკალის გასწვრივ დაამატოს.
შემაკავებელი ჯავშანის მთავარი ფუნქცია მისკენ მომავალი ქობინის, უმეტეს შემთხვევებში, ფართოდ გავრცელებული რუსული ღPG-7-ის ნეიტრალიზაციაა.
ფეთქებადი რეაქტიული ჯავშანი ტანკის შასზე ან კოშკურაზე მაგრდება და კუმულაციური მოქმედების ქობინებისაგან (HEAთ) იცავს. შედარებით ბოლო პერიოდის სისტემები ასევე უზრუნველყოფს დაცვას იარაღისაგან, რომელსაც HEAთ-ის ქობინა უყენდება.
ამ სისტემის ერთ-ერთი პოტენციური ნაკლი ისაა, რომ შეუძლია ზიანი მიაყენოს ქვეითებს და სხვა პერსონალს, რომლებიც ტანკის მახლობლად იმყოფებიან.
ზოგიერთი მომხმარებელი ამჯობინებს უფრო მეტი დაცულობისათვის ტანკში პასიური ჯავშანპაკეტი ჩაამონტაჟოს, იქნება ეს დამატებითი ფოლადის ჯავშანი თუ უფრო მაღალტექნოლოგიური ჯავშანსისტემა.
რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სახის ლიმიტები, თუ რა რაოდენობის ჯავშანი შეიძლება დამონტაჟდეს ტანკზე ისე, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს მის მობილურობაზე. ამის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სახის თავდაცვითი დამხმარე სისტემების (DAშ -დეფენსივე აიდ სყსტემ) დამონტაჟებას.
ყველა ძირითად საბრძოლო ტანკს გააჩნია საკვამლე რაკეტის ელექტრონული გამშვები, რომელიც ფრონტალურ რკალს ფარავს. ზოგიერთ ტანკი ასევე აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც გაზგამანაწილებელ სისტემაში საწვავს უშვებს და კვამლის საფარს წარმოშობს.
ტანკზე, შესაძლებელია, დამონტაჟდეს ლაზერის დეტექტორები, რომლებიც ეკიპაჟს ამცნობენ იმას, რომ მათი საბრძოლო მანქანა მოწინააღმდეგის ტანკიდან ლაზერის მეშვეობით იქნა აღმოჩენილი. კოშკურაში ჩამონტაჟებულია ეკრანი, რომელზეც აისახება არა მარტო ლაზერული დამიზნების საფრთხე, არამედ მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული ლაზერის სახეობაც.


ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღის საფრთხე

იდეალურ სიტუაციაში ეკიპაჟს სხვადასხვა ტიპის კვამლის საფარის გაშვება შეუძლია, როდესაც ის ცდილობს ლაზერის წარმომავლობა დაადგინოს ან სხვა პოზიციაზე გადაინაცვლოს.
თავდაცვითი დამხმარე სისტემის სრული პაკეტი ძალიან რთული და ძვირადღირებული მოწყობილობაა და, შეიძლება, იყოს სუსტი ან ძლიერი მოქმედებისა. სუსტი მოქმედების სისტემას შეუძლია გაანეიტრალოს მისკენ მომავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის საფრთხე.
ძლიერ სისტემას შეუძლია იმ საფრთხის განადგურებაც, რომელიც ახლოს არის ტანკთან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სისტემა ოპტიმიზირებულია და შეუძლია მისკენ მომავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის საფრთხის ლოკალიზება, ზოგს კი აქვს უნარი მისკენ მომავალი ჭურვები გაანეიტრალოს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღის საფრთხესთან შედარებით, რადგან ამ ჭურვებს უფრო მაღალი სასტარტო სიჩქარე გააჩნია, რომელიც 1, 400 მ/წთ-ს აჭარბებს.

ერაყისა და ავღანეთის საბრძოლო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები წარმოადგენს, რაც დიდი საშიშროებაა ყველა ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორისათვის და, მათ შორის, ძირითადი საბრძოლო ტანკისათვისაც, რომელიც დღესდღეობით ყველაზე უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევა.
ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას, შეიძლება, მრავალნაირი ფორმა ჰქონდეს, იქნება ეს გზის პირას ჩამონტაჟებული ბომბი, თუ თვითმკვლელ ტერორისტთან ახლოს დიდი რაოდენობით მიწაში ჩამარხული ასაფეთქებელი ნივთიერება. ამ ტიპის ასფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება ელექტრონული ხელსაწყოებით ხდება და სწორედ ამიტომ, ავღანეთსა და ერაყში განლაგებულ ტანკებს ელექტრონული წინააღმდეგობასთან ბრძოლის საშუალებები (EჩMს) უყენია. მათი დამონტაჟება ძირითადად ფრონტალურ რკალზე ხდება.
ნაღმები ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენდა ძირითადი საბრძოლო ტანკისათვის. ზოგიერთმა ქვეყანამ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან თავის დასაცავად უკვე დაიწყო ტანკის შასზე დამატებითი დაცვის სისტემების დამონტაჟება. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი პროცესია.
ტანკების მოდერნიზაცია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან დასაცავად გერმანიამ (Lეოპარდ 2A6) და შვედეთმაც (შტრვ 122) მოახდინეს. ტანკის შასზე ახალი დამცავი ნაწილი დაემატა. ასევე, მესაჭის ადგილი უკვე სახურავიდანაა ჩამოკიდული და არ არის დამაგრებული ძირზე, რაც დამახასიათებელია თითქმის ყველა დასავლური ტანკისათვის. მოხდა ასევე ტანკის კოშკურის მოდიფიკაციაც.
ტანკის გამძლეობის გასაძლიერებლად, შეიძლება, გარე თერმული საფარების დაყენებაც, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებს შეცვლის და ასევე შემაცირებს ტემპერატურას სალონში აფეთქების დროს.
გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ტანკის გამძლეობის ასამაღლებლად დამატებითი სისტემებით აღჭურვა, ასევე, შეიძლება გარკვეული სახის სისტემები ტანკში თავიდანვე ჩამონტაჟდეს. მაგალითად, ისრაელის ტანკს Mერკავა-ს წინა ნაწილზე დამონტაჟებული კვების ბლოკი აქვს, რომელიც გამძლეობას აძლიერებს და მისი მოდერნიზება ასევე შესაძლებელია ღაფაელ თროპჰყ-ის აქტიური თავდაცვითი სისტემის დამონტაჟებით.
საცეცხლე სიმძლავრე ფარავს არა მარტო ძირითად შეიარაღებას, არამედ ამუნიციასაც და კომპიუტერიზებულ საცეცხლე კონტროლის სისტემას, რომელიც ასევე მოიცავს მეთაურის და მეტყვიამფრქვევის სათვალთვალო მოწყობილობას, ტყვიამფრქვევის საკონტროლო და სტაბილიზაციის სისტემებს.
მრავალი წლის განმავლობაში სტანდარტული იარაღი ამ ტიპის ტანკებისათვის დიდ ბრიტანეთში დამზადებული 105 მმ L7 სერიის ტანკის ქვემეხია, რომელიც გერმანულ Lეოპარდ 1-ში, სამხრეთ კორეულ K1-სა და ამერიკულ M60-ში კვლავ გამოიყენება. ამ ბრძოლაში გამოცდილი იარაღის შესალებლობები კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს, თუ ახალი ტიპის საბრძოლო მასალების გამოყენება მოხდება.
თუმცა, დღესდღეობით ღჰეინმეტალ 120მმ L/44 –ის ტიპის ტყვიამფრქვევი ყველაზე ფართოდ გამოიყენება ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ. მისი წარმოების ლიცენზია სხვა ქვეყნებსაც აქვთ; მათ შორის, ამერიკასაც, სადაც ამ ტიპის ტყვიამფრქვევი ცნობილია M256 –ის სახელით.
რაც შეეხება საფრანგეთს, ისრაელსა და იტალიას, მათაც უკვე განავითარეს 120 მმ გლუვლულიანი ტყვიამფრქვევი, რომელიც იმავე სახის საბრძოლო მასალას იყენებს. ფრანგული Nეხტერ სისტემის 120 მმ შემთხვევაში, რომელიც დამონტაჟებულია Lეცლერკ-ზე. ამუნიციას თავისი შტრიხ-კოდები აქვს, რათა მათი გამოყენება ავტომატურ სატენში მოხდეს, რომელიც კოშკურის უკანაა დამაგრებული.
Lეოპარდ 2A6-ის ბოლო ვერსია აღჭურვილია უფრო გრძელ ლულიან ღჰეინმეტალ 120 მმ L/55 ქვემეხით, რაც ეფექტურად ზრდის ტანკის მანძილსაზომს 1, 500 მეტრით. ქვემეხი მაგრდება ახალი ტიპის ტანკებზე, რომლის ექსპორტი საბერძნეთსა და ესპანეთში ხდება. ეს მოწყობილობა ასევე დამონტაჟდა სხვა ძველ მოდელებზეც გერმანიასა და ჰოლანდიაში.

საბრძოლო მასალის ტექნოლოგიური განვითარება

120 მმ-იანი გლუვლილიანი ქვემეხისათვის მთავარი ჭურვი არის ჯავშანგამტანი ლულისქვეშა APFშDშ და ძლიერფეთქებადი ტანკსაწინააღმდეგო მრავალფუნქციური (კუმულაციური მოქმედების) HEAთ-MP ჭურვი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვარიანტი დიდად არ განვითარებულა. რაც შეეხება პირველ ვარიანტს, მისი მოდერნიზება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. APFშDშ ახალი, უფრო გრძელი პენეტრატორები აქვს და უფრო კარგად აღწევს ჯავშანში. ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა ახლო აღმოსავლეთში არსებული კლიმატური პირობების შესაბამისად.
ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება ურბანულ ოპერაციებზე და ხდება ახალი ტიპის ტანკის საბრძოლო მასალების შემუშავება, როგორიცაა, ძლიერ ფეთქებადი პლასტიკური ჭურვი (HEP), ან ჯავშანგამტანი (HEშH).
რაც შეეხება რუსულ მთავარ საბრძოლო ტანკს, წლების განმავლობაში მას შეეძლო 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხიდან ლაზერით მართვადი ჭურვი 5 000 მეტრის რადიუსზე გაესროლა.
ზოგიერთი ქვეყანა ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ მოდელზე, რომელიც პირდაპირ დაადგენს სამიზნეს ან ეს საჰაერო აპარატებიდან მოხდება.
წლების განმავლობაში ეს სისტემები დღის/გამოსახულების ინტენსიფიკაციის ტიპის იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ისინი ჩანაცვლდა თერმული სისტემებით, რომლებიც უფრო ფართო რადიუსით პოულობენ მიზანს და თითქმის ყველა სახის კლიმატურ პირობებს უძლებენ.

სამიზნე კვლავ კონტროლდება

დღესდღეობით მეტყვიამფრქვევისა და მეთაურის სამიზნე საშუალებას აძლევს ეკიპაჟს მიზანში ამოიღოს მოძრავი ობიექტები, როდესაც ტანკის პლატფორმაც მოძრაობაშია.
ბოლო პერიოდის ძირითად საბრძოლო ტანკებში მეთაურს სახურავზე დამონტაჟებული სტაბილიზებული პანორამული სამიზნე გააჩნია, რომელიც აღჭურვილია დღის/თერმული არხებით და ინტეგრირებული ლაზერის ლოკატორით, რომელიც უზრუნველყოფს თვალთვალს 360 გრადუსის რადიუსში და გააჩნია სამიზნის აღმოჩენის შესაძლებლობა. ზოგიერთ ტანკზე სამიზნის ტრაექტორიის დამდგენი ავტომატური მოწყობილობაა დამონტაჟებული.
1945 წლის შემდეგ ყველა ბრიტანულ ძირითად საბრძოლო ტანკს ქვემეხის კონტროლის ელექტროსისტემა დაუყენდა. ოპერაციაში მონაწილე ტანკების უმეტესობას კვლავ აქვს ელექტრო-ჰიდრავლიკური სისტემები, მაგრამ ახალი მოდელები სრული პაკეტითაა აღჭურვილი.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტანკის წონაში მატება სერიოზულ გავლნას ახდენს მობილურობაზე, როგორიცაა მაღალი სიჩქარის განვითარება, აქსელერაცია, ფარდობითი სიმძლავრე და დაწოლა გრუნტზე. ეს გარკვეულწილად აფერხებს ტანკის მობილურობას, განსაკუთრებით კი არასწორ რელიეფზე.

თუმცა, ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა შესაძლებლელია უფრო მძლავრი ძრავის დაყენებით. გამონაკლის შემთხვევებში საჭიროა ახალი, სრული კვების ბლოკის ჩამონტაჟება, რომელიც შედგება ძრავისაგან, გადამცემისაგან და გამაგრილებელი სისტემისაგან. ეს კი ნიშნავს, რომ კორპუსი მთლიანად უნდა გადაკეთდეს.
გაზრდილი წონა ასევე გავლენას ახდენს ტანკის მამოძრავებელ მექანიზმზე. ამიტომ საჭიროა მოხდეს შემაჩერებელი ნაწილის მოდერნიზება ან შეცვლა.
ასევე უნდა მოხდეს ტორსიონის ან ჰიდროპნევმატური სისტემების დაყენება, რაც ხელს შეუწყობს ტანკის მობილურობის გაზრდას, უკეთესად გადაადგილების საშუალებას ეკიპაჟისათვის და უფრო სტაბილურ საცეცხლე პლატფორმას.



ინგლისურიდან თარგმნა ეთერ ჭონიშვილმა 

No comments:

Post a Comment