Wednesday, December 30, 2009

ხაფანგი ფალუჯასთან


ნიკა მარიამიძე

ხაფანგი ფალუჯასთან
ამერიკელი საზღვაო ქვეითების სისხლის ფასად შეძენილი გამოცდილება

იმ დღეს კაპრალ ჯეიმს რაიტს ცუდი წინათგრძნობა აეკვიატა. ის ბადრაგს მეთაურობდა და მოწინავე "ჰამერში" იჯდა. უსიამოვნო ფიქრები ოპერაციის მსვლელობისას ნელ-ნელა რეალურმა საქმეებმა გადაფარა: წინ ერაყის ერთ-ერთ ყველაზე მშფოთვარე რაიონზე გამავალი გზა იდო.


მზადება სპეცოპერაციისთვის
2004 წლის 7 აპრილს ხუთი "ჰამერისა" და ათი 7-ტონიანი, საწვავით დატვირთული სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა ფალუჯის ბანაკიდან გამოვიდა.
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა პირველი დივიზიის პირველი სადესანტო ბატალიონის ასეულ "ბრავოს" მეორე ოცეულის მეომრები ბადრაგირებისთვის წინადღით, ფალუჯას ბანაკში მოემზადნენ. ისინი კოლონას ხუთი მსუბუქად დაჯავშნული "ჰამერით" აცილებდნენ. მანქანებს თითქმის ყველა კარი მოხსნილი ჰქონდა, რაც ეკიპაჟსა და დესანტს სასროლად ფართო სექტორს უხსნიდა. კოშკურებში დამონტაჟებულ მძიმე ტყვიამფრქვვებთან საშტატო მსროლელები მორიგეობდნენ.
ოცეულს ავტოკოლონა დანიშნულების ადგილამდე უნდა ჩაეყვანა, იქედან კი შორი პატრულირება იგეგმებოდა: საჭირო იყო მტრის იმ ნაღმმტყორცნების განადგურება, საიდანაც ღამ-ღამობით მათი ბანაკი იცხრილებოდა.
თუმცა, ბიჭები მოვლენათა განვითარების უარესი სცენარისთვისაც მზად იყვნენ. ისინი ხომ ალ ანბარის პროვინციაში, ანუ ე.წ. "სუნიტურ სამკუთხედში" იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობამ ანტიამერიკული აჯანყება მოაწყო. ერთი კვირის წინ კი აქ, ფალუჯაში, ოთხი ამერიკელი სამოქალაქო პირი მოკლეს და დაასახიჩრეს.

მარწუხებში
ბადრაგი ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირს მიუყვებოდა, როცა ტყვიამფრქვევის ჯერმა სიჩუმე დაარღვია. სროლის ხმა ახლოდან ისმოდა: მტრის მეტყვიამფრქვევე მდინარის დასავლეთ სანაპიროზე იყო ჩასაფრებული. შეიარაღებული "ჰამერები" სასწრაფოდ გამოეყვნენ კოლონას და მტრისკენ ფლანგიდან, რკალისებრი შემოვლით გაეშურნენ. ერთი მილის გავლის შემდეგ ცუდი წინათგრძნობა ახლა მეორე ქვედანაყოფის მეთაურს, კაპიტან ბრენტ მორელს დაეუფლა: გზა უკაცრიელი იყო, ერაყის ამ ნაწილში კი ეს უტყუარ საფრთხეზე მიუთითებდა. ჯერ არავინ იცოდა, რა ელოდათ _ ჩასაფრება, მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა თუ, უბრალოდ, გზაზე დამონტაჟებული ნაღმი. მორელის ბრძანებით, ჯარისკაცებმა ტერიტორია შეამოწმეს, მაგრამ ის "სუფთა" აღმოჩნდა და ბადრაგმა გზა განაგრძო.
ერაყის მცხუნვარე მზე დასავლეთისკენ გადაიხარა. საათი შუადღის ოთხს აჩვენებდა, როცა ბადრგმა ორი ბენზინგასამართი სადგური გაიარა და ფართო, სარწყავი არხებითა თუ თხრილებით დასერილ მინდვრებს შორის განაგრძო სვლა.
აქ კი სიჩუმე კიდევ ერთხელ დაირღვა. ამჯერად ავტომატის ჯერს ყუმბარმტყორცნებისა და ნაღმმტყორცნების გრუხუნიც ახლდა თან. ეჭვგარეშე იყო, რომ კოლონა ჩასაფრებაში მოყვა.

გამოსავალი: შეტევა ფლანგიდან
სულ რაღაც ოცდაათიოდე წამში "ჰამერები" ცეცხლის წვიმაში აღმოჩნდნენ. ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების ცეცხლმა ორი მოწინავე "ჰამერი" დააზიანა. პირდაპირი მოხვედრით დაიჭრნენ მანქანის მეთაური რაიტი და ექვსი მეომარი. მოწინავე "ჰამერის" დაჭრილმა მეთაურმა, კაპრალმა ჯეიმს რაიტმა და მისმა ჯარისკაცებმა იარაღი მოიმარჯვეს, რათა მინდვრის ბოლოს ჩასაფრებული მოწინააღმდეგისთვის ცეცხლით ეპასუხათ.
სეტყვასავით წამოსული ტყვიების მიუხედავად, ქვედანაყოფის მეთაურმა, კაპიტანმა მორელმა თავისი მანქანა დატოვა და სათავეში ჩაუდგა მომცრო დაჯგუფებას, რომელმაც მინდვრის გავლით, პირდაპირ მოწინააღმდეგისკენ იწყო სვლა. მის წინააღმდეგ გამაგრებულ პოზიციებზე მინიმუმ ოცდაათი მებრძოლი იყო. მანევრის დასაზღვევად, მორელი თავისი მანქანის ცეცხლს რაციით მართავდა, ამ დროს კი ჭუჭყიან წყალში მკერდამდე ჩაფლული სხვა ჯარისკაცები მტერს ფლანგიდან უვლიდნენ და არხზე გადასასვლელად სამმეტრიან ბარიერებს კვეთდნენ.
ოცდაოთხი წლის სერჟანტმა ლეონარდო ბაპტისტამ როგორც კი დაინახა, რომ მორელი და მისი ხუთი ჯარისკაცი პირდაპირ შეტევაზე მიდიოდნენ, სამი მებრძოლი აიყოლია და ჯერ "მკვდარ ზონაში" განთავსებულ ტყვიამფრქვევს შეუტია, მერე კი მტრის პოზიციისთვის ფლანგიდან შემოვლას შეუდგა.
უცებ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის აფეთქებამ მტვერი სვეტად აღმართა და კაპიტანი მორელი ძირს დააგდო. მეამბოხე შეეცადა, სწრაფად გადაეტენა ყუმბარმტყორცნი, მაგრამ ბაპტისტამ დაასწრო.
ამ დროს მეამბოხეთა სხვა ჯგუფმა ცეცხლი მეზობელი ბუჩქნარიდანაც გახსნა. ბაპტისტა შეეცადა, თავადვე, თავისი კარაბინით აღეკვეთა ცეცხლი, თუმცა ბიჭებს მისი მიტოვება არც უფიქრიათ: მაშინვე აჰყვნენ.
მტერი, აშკარად, არ ელოდა საზღვაო ქვეითთა კონტრშეტევას. მინდორში ბაპტისტა და მისი რაზმი მტრის მეომართა დიდი ჯგუფს წააწყდნენ: ერთ-ერთ მიწაყრილს მიღმა, ჯაჭვად _ ერთმანეთისგან თითო მეტრის დაშორებით ჩასაფრებული თერთმეტი მეამბოხე დახვდათ. მაგრამ, ბაპტისტა და მისი რაზმი მტრის პოზიციების დაცხილვას განაგრძობდნენ და მათი ტყვიამფრქვევების დადუმებას დაჟინებით ცდილობდნენ.
წინ მიიწევდა კაპიტანი მორელიც. მსროლელებმა, რომლებიც მის მანევრს ცეცხლით აზღვევდნენ, ორი მეამბოხე გაანადგურეს. მალე სნაიპერმა 450 მეტრიდან კიდევ ორი მეამბოხე “მოხსნა”.
მოწინააღმდეგის ცეცხლი ჯერ კიდევ საკმაოდ ინტენსიური იყო. ჩასაფრებულემა მტერმა სერჟანტ დანიელ მორელისა და მისი რაზმის მიწაზე გაკვრა მოახერხეს და აიძულეს, კონტრშეტევა შეეწყვიტათ.
37 წლის სერჟანტმა დანიელ გრიეგომ აღმოაჩინა, რომ მეამბოხეებს კიდევ ორი მანქანა შეემატათ. ეს ლურჯი სატვირთო და თეთრი მსუბუქი ავტომანქანა იყო, რომლებიც შორიახლოს მდებარე ნაცრისფერ შენობასთან დააყენეს. გრიეგომ სატვირთოს ორჯერ ესროლა, მაგრამ ამ დროს გაირკვა, რომ მორელი დაჭრილი ან, სულაც, მოკლული იყო.

მორელის დაღუპვა
მორელი შაშხანიდან ისროდა და, პარალელურად, შეუჩერებლად ტყორნიდა ყუმბარებს მეამბოხეთა მიმართულებით. ამიტომაც, ვერ შენიშნა მტერი, რომელიც გვერდიდან მიუახლოვდა. ტყვიები კაპიტანს მკერდში და მკერდსქვევით მოხვდა. გარდა ამისა, ერთმა ტყვიამ სხეულში ჯავშანჟილეტით დაუცველი ადგილიდან _ იღლიიდან შეაღწია.
როცა დაინახა, რომ მორელი დაეცა, სერჟანტმა ვილი კოპლანდმა წინ გამოირბინა და მეთაურის დაზღვევა თავისი “M-4”-ით სცადა, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის აფეთქებამ იარაღი ხელიდან გააგდებინა და თავადაც ძირს დასცა. როცა გონს მოვიდა, ერთ-ერთ მზვერავს უბრძანა, რაციით გადაეცა ტექსტი: "არწივი-2 დაეცა", თავად კი მორელის დასახმარებლად გაეშურა.
კოპლანდმა კაპიტანი უსაფრთხო ადგილას _ მახლობელ საირიგაციო არხში ჩაათრია, აღჭურვილობა მოხსნა, ჯავშანჟილეტი და ქურთუკი გახადა, ჭრილობები დაუთვალიერა.
იარები სერიოზული აღმოჩნდა.
კოპლანდი მათ გადახვევას შეეცადა. სანამ მისი მეწყვილე მენდოსა პირველადი სამედიცინო დახმარების შესახვევ კომპლექტს ხსნიდა, კოპლანდს კაპიტნის ჭრილობები ხელით ეჭირა და ცდილობდა, როგორმე სისხლდენა შეეჩერებინა. ამ დროს მორელი ჯერ კიდევ გონზე იყო.
მეამბოხეები მიხვდნენ, რომ მათ საზღვაო ქვეითთა რომელიღაც მეთაურის მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს და სცადეს, ხელი შეეშალათ მორელის ევაკუაციისთვის, არ მიეცათ ცეცხლის ხაზიდან დაჭრილებისა და სერჟანტ დანიელ ლალოტას ჯგუფის გამოთრევის საშუალება, რომლებიც ჯერ ისევ "სიკვდილის ზონაში" იმყოფებოდნენ (მას შემდეგ, რაც კაპიტანი მორელი დაეცა, ნაწილის ოფიციალურ მეთაურად უკვე ლალოტა იქცა).
მებრძოლებმა არ იცოდნენ, თუ რა შეემთხვა კაპიტან მორელს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის დაეცა. ამ ფაქტმა მებრძოლებში ნამდვილი სიშმაგე გამოიწვია. მოიერიშე ჯგუფის ხუთი საზღვაო ქვეითი ფარულად მიუახლოვდა მიწაყრილს და მეამბოხეთა პოზიციებს ჭურვები დაუშინა. ეს მტრისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა – მცირე ხნით მათი ცეცხლის ინტენსივობა შესუსტდა.
სერჟანტმა გრიეგომ ბაპტისტას ჯგუფი ლალოტასა და მისი მეომრების დასაზღვევად გაგზავნა. ამ ამოცანის შესრულებისას ბაპტისტას ბიჭებმა კიდევ თერთმეტი მეამბოხე გაანადგურეს და, მთავარ გზაზე დაბრუნებისას, საზენიტო რაკეტების საწინააღმდეგო კომპლექსის სამალავი აღმოაჩინეს, სადაც “რპგ-7”-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და სხვა ამუნიცია ინახებოდა. აშკარა იყო, რომ ეს სამალავი მეამბოხეებმა ჯერ კიდევ ჩასაფრების მზადებისას მოაწყვეს, მაგრამ მის გამოყენებაში ხელი ამერიკელების მოულოდნელმა კონტრშეტევამ შეუშალათ.

რაიტის გმირობა
ამასობაში მოწინავე "ჰამვიმ", დაშვებული საბურავბითა და ბორტზე მყოფი სამი დაჭრილი მებრძოლით, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ სამედიცინო დახმარება, "სიკვდილის ზონიდან" გაღწევა სცადა. ამ მანქანის მეთაური, სერჟანტი ერიკ კოჩერი ხელში იყო დაჭრილი, მანქანის მეტყვიამფრქვევე კი _ ფეხში, რის გამოც ის საძვრენში (ლუკში) გაიჩხირა და გონი დაკარგა.
კაპრალ რაიტს ორივე ხელი მოგლეჯილი ქონდა, ფეხის ღია მოტეხილობიდან კი სისხლი შეუჩერებლად სდიოდა. ამასთან, რაიტს გონი არ დაუკარგავს და ხელმძღვანელობდა მეომართა მოქმედებებს, რათა მანქანა ცეცხლის ხაზიდან გაეყვანათ და დაჭრილებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინათ. ახერხებდა, მიზნისკენ მიეთითებინა სხვა მანქანების საცეცხლე დანადგარებისთვისაც, რათა მათ მტრის ტყვიამფრქვევები ჩაეხშოთ: თავად რაიტის მანქანაში ტყვიამფრქვევი დაზიანებული იყო.
მალე ასეულ "ბრავოს" მეორე დანაყოფის დასახმარებლად მოვიდა მესამე, სწრაფი რეაგირების სამარქაფო ქვედანაყოფი. მან ალყაში მოქცეულ საზღვაო ქვეითებს ფალუჯას ბანაკისკენ უკანდახევის ბრძანება მოუტანა. მალე რაიტის, მორელისა და კიდევ ხუთი დაჭრილის სამედიცინო ქვედანაყოფამდე მიყვანაც მოხერხდა. მოგვიანებით, გმირობისა და მამაცობისთვის კაპრალი რაიტი ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოეს.

გამართლებული სიშმაგე
ბრძოლის ველზე მოვიდა ასმეთაური რიჩარდსონი, რომელმაც სცადა დახმარებოდა მორელის ევაკუატორებს, მაგრამ ჭრილობა ძალიან მძიმე იყო და მეომრებს ოფიცრის ტრანსპორტირების საშუალებას უსპობდა. კოპლანდი მასთან კიდევ თხუმეტ წუთს დარჩა, ანუ მანამდე, სანამ არ მოვიდა ჯავშანმანქანა, რომელშიც მორელი ჩააწვინეს. ამის შემდეგ კოპლანდმა ოცეულის დანარჩენი მეომრები ბრძოლის ველზე ისე გადაანაწილა, რომ მათ ცეცხლით დაეზღვიათ მანქანის მოძრაობა, სანამ ორი საბრძოლო ვერტმფრენი "სუპერკობრა" იერიშს არ მიიტანდა ნაცრისფერ შენობაზე, საიდანაც მეამბოხეები ისროდნენ. აი, მაშინ კი, ალბათ, გულწრფელად ინანა მტერმა თავისი სამალავის დაკარგვა, სადაც გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ინახებოდა.
როცა აფეთქების მტვერი გაიფანტა, ასეულმა ნელ-ნელა წინ წაწევა სცადა. ბრძოლა 45-50 წუთს გრძელდებოდა. ფრონტის ხაზი დაახლოებით კილომეტრზე იყო გადაჭიმული. როცა ცეცხლი მიჩუმდა და ბადრაგმა დანაკარგების თვლა დაიწყო, გაირკვა, რომ მეორე ასეულის მეთაური, კაპიტანი ბრენტ მორელი დაღუპულიყო. მოგვიანებით, მის სხეულში ოცდაშვიდი ნატყვიარი აღმოაჩინეს.

როცა იარების თვლას შევუდექით…
"ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იყო", _ აღნიშნა ასეულ "ბრავოს" მეთაურმა, კაპიტნმა რიჩარდსონმა, რომელიც ავიაციის ცეცხლის დამიზნებისა და დაჭრილთა ევაკუაციის პროცესს ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად მდიდარი გამოცდილებისა (მანამდე ნაწილს ჩვიდმტჯერ მოუწია ორმხრივ სროლაში ჩაბმა, მაგრამ ადრე მხარეებს შორის საცეცხლე მანძილი 300-დან 1000 მეტრამდე აღწევდა ხოლმე), ეს პირველი ბრძოლა იყო, სადაც ასეული მტერს ასე ახლოს შეეჩეხა. ამასთან, სხვა ბრძოლებისგან განსხვავებით, ეს შეტაკება განსაკუთრებული სისასტიკითაც გამოირჩეოდა. მეამბოხეები "კალაშნიკოვის" (აკ-47) ტიპის ავტომატებით, "კალაშნიკოვის" მოდერნიზებული ტყვიამფრქვევებითა (პკმ) და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით (რპგ) იყვნენ შეიარაღებულნი.
მოგვიანებით რიჩარდსონი გამოტყდა, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, ამ ბრძოლაში ჯარისკაცების მოქმედებით კმაყოფილია: "კაპიტან მორელის მიერ ორგანიზებულმა კონტრშეტევამ საშუალება მოგვცა, მივახლოვებოდით მოწინააღმდეგეს და, შედეგად, საბრძოლო ინიციატივა წაგვერთმია. მეამბოხეები ამას აშკარად არ ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ გავიქცეოდით. ჩვენს წინააღმდეგ 40-დან 60-მდე მეამბოხე იყო, რომელთაგან ჩვენ, მინიმუმ, 26 გავანადგურეთ. ამასთან, მივაგენით სამალავს, სადაც “რპგ-7”-ის ტიპის ხელყუმბარები, სასროლი იარაღი და ანტისარაკეტო საზენიტო კომპლექსი ინახებოდა. დავაზიანეთ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების მთელი წნული (გირლანდა)".
ზემოთაღწერილი ოპერაცია ჩასაფრების წინააღმდეგ წარმატებული მოქმედების მაგალითად იქცა. საზღვაო ქვეითებმა საკუთარი სისხლის ფასად უნიკალური გამოცდილება შეიძინეს. გამოჩნდა, რომ ჩასაფრებაში მოყოლისას მთავარია, არ დაიკარგოს მართვა, მოგერიებულ იქნას თავდასხმა და, შეძლებისდაგვარად, კონტრშემტევ მოქმედებებთან ერთად, მოპოვებულ იქნას ინიციატივა. წარმატების წინაპირობად ამ შემთხვევაში კაპიტან მორელის გადამწყვეტი მოქმედებები იქცა. ოფიცერი თავიდანვე აქტიური წინააღმდეგობისთვის იყო განწყობილი. საბოლოოდ, ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და მტრის დამარცხების საშუალება სწორედ მისმა მაღალმა შინაგანმა მზაობამ წარმოშვა.
ბრძოლისას ურთიერთკავშირი და მეომართა თანწყობილი მოქმედება მას შემდეგაც კი არ დაკარგულა, რაც ორი მთავარი "ჰამერი" მწყობრიდან გამოიყვანეს. ეს წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ჩასაფრებაში მოყოლილი კაპიტანი არ დაბნეულა და ყველაფერი იღონა, რათა ავტოკოლონის დაცხრილვისთვის ხელი შეეშალა. მან თავის მებრძოლებთან ერთად ჯერ სამანქანო მანევრი შეასრულა, შემდეგ კი ჩამოქვეითდა და მეამბოხეთა პოზიციებს მიუახლოვდა. ამან სერჟანტ ბაპტისტას შემოვლითი მანევრის განსახორციელებლად გაუხსნა გზა, რამაც, საბოლოოდ, ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია ასმეთაურის ოპერატიული რეაქციაც _ მან დაუყოვნებლივ გაგზავნა ჩასაფრების ადგილზე მესამე ოცეული, მერე კი ავიაცია გამოიძახა.
ბანაკში დაბრუნებული საზღვაო ქვეითები გაცხოველებულად მსჯელობდნენ განვლილ შეტაკებაზე. გრიეგომ თქვა, რომ არასოდეს უამაყია თავისი ბიჭებით ისე, როგორც იმ დღეს. საამაყო კი მართლაც ბევრი იყო. კაპიტან მორელისა და სერჟანტ ბაპტისტას მოქმედებების გარდა, სამაგალითო იყო დაჭრილი სერჟანტი ერიკ კოჩერიც, რომელიც უწყვეტი დაცხრილვის ზონაში იყო, მაგრამ მაინც ცეცხლით აზღვევდა თავის დაზიანებულ მანქანას. ახალგაზრდა კაპრალმა ერიკ ისააკმა კი ტყვიების სეტყვის ქვეშ მიწაყრილი გადაირბინა, რათა თავისი ირიდიუმის ტელეფონის საშუალებით ასეულის მეთაურისთვის საიმედო კავშირი უზრუნველეყო, ევაკუატორი და სამხერო-საჰაერო მხარდაჭერა გამოეძახა.
"მესმის, რომ დანაკარგები გვქონდა, _ თქვა გრიეგომ, _ მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. ოცდაექვსი ბოევიკი გავანადგურეთ. ოცდაექვსი _ ერთი ჩვენიანის სანაცვლოდ. მგონი, ცუდი თანაფარდობა არ არის".

  როცა ყველაფერი დასრულდა (BADღAGI+ფოტოები/ბადრაგი-1.ჯპგ)



ჩანართები ვიკიპედიიდან:

 კაპიტანი ბრენტ ლი მორელი (1976-2004) (BADღAGI+ფოტოები/Bრენტ_მორელ2.ჯპგ) სამხედრო-საზღვაო (ლურჯი) ჯვარი (BADღAGI+ფოტოები/ნავყცროსს.ჯპგ)

ბრენტ მორელი ნეშვილში, ტენესის შტატში დაიბადა. აშშ-ის საზღვაო ფლოტში 1995 წლიდან მსახურობდა. დაიღუპა ოპერაცია “ერაყის თავისუფლების” მსვლელობისას, ერაყში, ქალაქ ფალუჯასთან. დაჯილდოებულია მეწამული ჯვრითა და სამხედრო-საზღვაო (ლურჯი) ჯვრით.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის და ზღვის მხრიდან თავდაცვაზეა პასუხისმგებელი. აქ 200 ათასი სამხედრო მსახურობს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად, ის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო დეპარტამენტს ექვემდებარება.
საზღვაო ქვეითთა კორპუსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოწინავე ძალაა. საზღვაო ქვეითთა აღჭურვისა და მომზადების დონე აშშ-ის ჯარების სამხედროთა (სპეცდანიშნულების ჯგუფების გარდა) საერთო დონეს მნიშვნელოვნად აჭარბებს. საზღვაო ქვეითთა ნაწილები მტრის მიერ კარგად მომზადებული თავდაცვითი ბარიერის გადასალახად და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სადესანტო ოპერაციების საწარმოებლად გამოიყენება, ამიტომაც კორპუსს საკუთარი ჯავშანსატანკო, საარტილერიო, საავიაციო და სნაიპერული რესურსები გააჩნია.

პირველი საზღვაო სადაზვერვო ბატალიონი
პირველი საზღვაო-სადესანტო ბატალიონი (I Mარინე Eხპედიტიონარყ Fორცე) აშშ-ის ფლოტის საზღვაო-საჰაერო-სადესანტო (Mარინე Aირ Gროუნდ თასკ Fორცე - MAGთF) ნაწილია. ის შედგება პირველი საზღვაო დივიზიის, მესამე საზღვაო-საჰაერო ფრთისა და პირველი ლოგისტიკის ჯგუფისგან. თავად საზღვაო ქვეითები მას ეყე MEF-ს, ფირსტ MEF-ს ან ონე MEF-ს ეძახიან.
ჭჰენ დირეცტედ, I MEF დეპლოყს ანდ ის ემპლოყედ ას ა Mარინე Aირ Gროუნდ თასკ Fორცე (MAGთF) ინ სუპპორტ ოფ ჩომბატანტ ჩომმანდერ (ჩOჩOM) რექუირემენტს ფორ ცონტინგენცყ რესპონსე ორ Mაჯორ თჰეატერ ჭარ; წიტჰ აპპროპრიატე აუგმენტატიონ, სერვეს ას ტჰე ცორე ელემენტ ოფ ა ჟოინტ თასკ Fორცე (ჟთF); პრეპარეს ანდ დეპლოყს ცომბატ რეადყ MAGთF’ს ტო სუპპორტ ჩOჩOM პრესენცე ანდ ცრისის რესპონსე; ანდ სუპპორტს სერვიცე ანდ ჩOჩOM ინიტიატივეს ას რექუირედ.
ისტორია:
ამოქმედდა 1969 წლის 8 ნოემბერს, ოკინავაზე (იაპონია).
1970 წლის 18 აგვისტოს პირველი საზღვაო-წყალხმელეთა ბატალიონი ეწოდა.
1971 წლის აპრილში კალიფორნიაში, პენდლეტონის ბაზაზე განლაგდა.
1988 წლის 5 თებერვალს პირველი საზღვაო-სადესანტო ბატალიონი ეწოდა.
შემადგენლობა:
სახმელეთო ქვედანაყოფი: პირველი საზღვაო დივიზია.
საავიაციო ქვედანაყოფი: მესამე საზღვაო-საჰაერო ფრთა.
ლოგისტიკა: პირველი საზღვაო ლოგისტიკის ჯგუფი.
ხელმძღვანელობა: პირველი საზღვაო-სადესანტო ძალების სარდლობის ჯგუფი:
 მეორე საზღვაო-სადესანტო შტაბი;
 პირველი სადაზვერვო ბატალიონი;
 მეცხრე მეკავშირეთა ბატალიონი;
 პირველი რადიო-ბატალიონი;
 პირველი საჰაერო ფლოტის საარტილერიო-საცეცხლე ურთიერთქმედების ასეული.
პირველი საზღვაო-სადესანტო ბრიგადა.
მეთერთმეტე საზღვაო-სადესანტო დანაყოფი.
მეცამეტე საზღვაო-სადესანტო დანაყოფი.
მეთხუთმეტე საზღვაო-სადესანტო დანაყოფი.
ნამსახურობა:
ოპერაცია “ყვავი” – ფილიპინები, 1986.
ოპერაცია “შავი რაინდი” – პანამა, 1987 (კლასიფიცირებული).
ოპერაცია “უდაბნოს ფარი” – სამხრეთ-დასავლეთი აზია, 1990 (აგვისტო) – 1991 (აპრილი).
ოპერაცია “უდაბნოს გრიგალი” – სამხრეთ-დასავლეთი აზია, 1990 (აგვისტო) – 1991 (აპრილი).
ოპერაცია “იმედის აღდგენა” – 1992 (დეკემბერი) _ 1993 (მაისი).
ოპერაცია “სამხრეთის გუშაგი” – ერაყი, 1998 (იანვარი) – 1993 (მაისი).
ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალი” – ერაყი, 1990 (აგვისტო) – 1991 (აპრილი).
ოპერაცია “თავისუფლების განმტკიცება” – ქუვეითი, ავღანეთი, 2002 (ნოემბერი).
ოპერაცია “ერაყის თავისუფლება” – ერაყი, 2003 (მარტი) – დღემდე.

No comments:

Post a Comment