Wednesday, December 30, 2009
ტაქტიკური საომარი თამაში
Battlefield Evolution: Modern Combat
“თანამედროვე ბრძოლა” არის ტაქტიკური საომარი თამაში, სადაც გამოყენებულია თანამედროვე შეიარაღებული სისტემა და ქვეითთა ბრიგადა. სხვა ვირტუალური თამაშების მსგავსად, ეს თამაში საშუალებას აძლევს მოთამაშეს შექმნას ისეთი სცენარი, სადაც თავადვე განსაზღვრავს საბრძოლო საშუალებების რაოდენობასა და საჭიროებას.
თამაშში გამოყენებულია M1A2-ის სატანკო ერთეული, AH-64 ვერტმფრენი, თ-72-სა და თ-90-ის ტიპის ტანკები და სხვა მრავალი საბრძოლო საშუალება. თამაშის წესები დეტალიზირებული და ადვილად გასაგებია. მოთამაშეს საშუალება ეძლევა თავადვე შეიძინოს საბრძოლო საშუალებები.
თითოეული ერთეული, იქნება ეს ქვეითი თუ სატრანსპორტო, განსაზღვრულია ზომებით, სიჩქარით, საბრძოლო რეიტინგით, ზარალის სტატისტიკით, ჯავშანსაწინააღმდეგო და სხვადასხვა სახის საბრძოლო შესაძლებლობებით.
თითოეული ერთეული შეფასებულია ქულებით, რომელიც ხელს უწყობს თამაშის დაბალანსების პროცესს. მაგალითად, შეერთებული შტატების არმიის სნაიპერთა ორკაციანი შემადგენლობა ღირს 30 ქულა, რომელიც შეგიძლიათ თავადვე შეიძინოთ. ახლო აღმოსავლეთის ალიანსის MIG-29 რეაქტიული თვითმფრინავს კი 330 ქულა სჭირდება. თითოეული მოთამაშე თავადვე ყიდულობს თავიანთ ძალებს 1000 ქულის ფარგლებში. Eამ შემთხვევაში მოთამაშეს საშუალება ეძლევა ორი საათის მანძილზე ითამაშოს. Yუფრო გრძელვადიანი თამაშებისთვის, მას შეუძლია გამოიყენოს უფრო მეტი ქულა, რათა გაზარდოს არმიის შემადგენლობა.
"თანამედროვე ბრძოლა" დეტალურად ასახავს სხვადასხვა შეარაღებული ძალების დაჯგუფებას: ბრიტანეთის არმიის; ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის, შეერთებული შტატების არმიას და მის საზღვაო ძალების კორპუსს, ახლო აღმოსავლეთის ალიანსს და, ასევე, გერმანიისა და რუსეთის არმიას.
თითოეულ ერთეულს ასევე შესაძლოა ჰქონდეს ალტერნატიული შეიარაღების სისტემა, როგორიცაა გერმანული G-22 სნაიპერული შაშხანა ან თუნდაც შეერთებული შტატების დაწინაურებული საკომუნიკაციო სისტემა და სამიზნე მოწყობილებები.
თამაში არის სწრაფი და დაძაბული, სადაც გამოყენებულია სამოძრაო და სასროლო სისტემები. ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, შესაძლოა, პირდაპირ გამოყენებულ იქნას მიზნის წინააღმდეგ. მოთამაშეებს აქვთ შანსი გაუხსნას ცეცხლი შემოტევის დროს შეზღუდული მოქმედების რადიუსის ფარგლებში.
"თანამედროვე ბრძოლა" არის კარგად აგებული თამაში, რომელსაც აქვს დიდი ტექნიკური შესაძლებლობები. Eთამაში განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ტაქტიკური საბრძოლო თამაშებით.
ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა მშვიდობაძემ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment