Wednesday, December 30, 2009
ეშლი გილბერტსონი: ”ვისკი, ტანგო და ფოქსტროტი”
ნინა შლამოვა
ფოტოჟურნალისტი, რომლის ობიექტივში ომია
აკვირდებოდე ომს ეპიცენტრში ყოფნის დროს და აშუქებდე მას - ეს ტრიუმფია!
ეშლი გილბერტსონი იღებს ფოტორეპორტაჟებს, სადაც ასახულია სამხედრო მეომარი კაცების და ქალების სახეები, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ. იღებს შეშინებული მოქალაქეების სახეებს და საშინელ, შეუბრალებელ ბრძოლებს. მისი სურათები გულს გატკენს, გაგიხელს თვალებს სასტიკ რეალობაზე, სადაც ასახულია ძალადობა და სისხლი, სასოწარკვეთილება
და პანიკა. ის იღებს ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც საუკეთესოდ იბრძვიან ურთულეს სიტუაციებში; ასევე ერაყელებს, რომლებიც ჯვარედინ ცეცხლში არიან მოხვედრილები.
ეშლი გილბერტსონი, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, უკვე აღიარეს საუკეთესო ფოტოგრაფად. 2004 წელს იგი უმაღლესი ჯილდოს – "რობერტ კაპას
ოქროს მედლის" მფლობელი გახდა. არაჩვეულებრივი ფოტონამუშევრები მოხვდა ჟურნალ "ტაიმსში". გილბერტსონის სამხედრო რეპორტაჟმა "ბოლო ფოტოები" დაბეჭდილი 2007 წლის ზაფხულში VღQ-ში, ასევე მიიღო პრიზი - "Bაყეუხ ჩალვადოს". ეს პატარა სიაა ეშლის მიღწევებისა, მისი კარიერა კი ასე დაიწყო:
ეშლი გილბერტსონი დაიბადა 1978 წლის 22 იანვარს მელბურნში, ავსტრალიაში. ფოტოხელოვნებამ იგი გაიტაცა, როცა იყო ცამეტი წლის ბიჭი იყო და ძალიან უყვარდა სპორტი. თავიდან ეშლი უღებდა სურათებს სკეიტბორდისტებს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, ოჯახმა გადაწყვიტა, მიებარებინათ შვილი ფილიპინელ ფოტოგრაფ ემანუელ სანტოსისთვის.
ავსტრალიაში ფოტოჟურნალისტი მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე; მელბურნში ნარკოტიკების მიღება-გამოყენებიდან – სამხედრო კონფლიქტებამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთით, წყნაროკეანურ რეგიონებამდე. 1999 წელს ეშლი იღებდა კოსოვოელ დევნილებს, რომლებმაც მიიღეს დროებითი თავშესაფარი ავსტრალიაში. შემდეგი სამი წელი კი გილბერტსონმა მიუძღვნა დევნილების პრობლემას მთელს დედამიწაზე.
თანამედროვე ფოტოგრაფი პირად ინტერვიუში ასე გვიყვება თავის საქმიანობაზე: `როცა დავიწყე ერაყის გაშუქება ჯერ კიდევ ოცდაოთხი წლის ბავშვი ვიყავი. ხოლო ხუთი წლის შემდეგ, სრულყოფილ სამხედროდ ვგრძნობდი თავს და ვაცნობიერებდი, რომ ერაყი იყო ჩემი სფერო, რადგან სხვა, თუნდაც ყველაზე დიდი ქალაქი, როგორც ნიუ-იორკია, ვერ გამხდიდა პოპულარულს. ერაყი კი გახდა ჩემი მიზანი და პორტფოლიო, სადაც თავს ვგრძნობდი მნიშვნელოვნად და არ მინდოდა ეს დამეკარგა’’.
ამგვარად ფოტოჟურნალისტმა კარიერის ბოლო ხუთი წელიწადი ერაყს მიუძღვნა, სადაც იღებდა გასაოცარ სურათებს სამყაროს ყველაზე ცხელ წერტილში.
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ეშლი გილბერტსონმა გადაწყვიტა მისი მოგონებები და წარუშლელი ემოციები გადმოეცა ავტობიოგრაფიულ წიგნში
`ვისკი, ტანგო და ფოქსტროტი’’.
წიგნი შეიცავს ავტორის საუკეთესო ფოტონამუშევრებს, რომლებიც ასახავენ ამერიკის სამხედრო ოპერაციებს ერაყში, ბაღდადის ოკუპაციას, ფალუჯას ჩასაფრების დრამატულ ბრძოლას და ქვეყნის პირველ საყოველთაო არჩევნებს.
აღსანიშნავია, რომ ეშლი გილბერტსონი არის დასავლელი ფოტოჟურნალისტებიდან ერთადერთი, რომელმაც მოახერხა, ამხელა მოცულობის სამუშაოს შესრულება.
ამჟამად პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში და სამსახურიდან თავისუფალ დროს, სიამოვნებით შეექცევა საყვარელ ჰამბურგერს, ცდილობს შეავსოს ამერიკული კროსვორდები და იტალიურ ღვინოსაც აჭაშნიკებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment