Wednesday, December 30, 2009
არმია თავის ხალხთანაა
მიხეილ ყელბერაშვილი
არმია თავის ხალხთანაა
(ფოტორეპორტაჟი)
სექტემბრის ბოლოსათვის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოულოდნელად შემოჭრილმა ცივი ჰაერის მასებმა რამდენიმე დღიანი უამინდობა გამოიწვია მთელ საქართველოში. თუკი კახეთში, კოკისპირული წვიმების შედეგად მოდიდდა ალაზანი თუ მისი შენკადები და, წყალდიდოდბამ დასაკრეფი ვენახები წალეკა, მთაში გადაუღებელი თოვა დაიწყო და მალე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრ ნიშნულამდე უწია...
თოვლმა ჩაკეტა პირიქით თუშეთიდან ალვანისკენ გადმომავალი გზები და იქვე ჩატოვა საზაფხულოდ ასული თუშების ოჯახები, ამასთან მწყემსებსაც შემოაკლდათ თავიანთ სადგომ ბინებზე პირველადი საჭიროების პროდუქტი - ფქვილი, მარილი, შაქარი თუ სიგარეტი...
ორი ოქტომბრის ადრიანი დილით, პარასკევს, მიღებული ბრძანების თანახმად ალექსეევკის აეროდრომიდან ახმეტისკენ გავფრინდით შვეულმფრენ "მი-8"-ით, რომლის ეკიპაჟი ასეთი იყო:
ხომალდის მეთაური - კაპიტანი გიორგი წოწკოლაური,
მეორე მფრინავი - კაპიტანი ვახტანგ დემეტრაშვილი,
ბორტმექანიკოსი - უფროსი ლეიტენენტი შალვა შალიბაშვილი.
სწორედ რომ საფრენი ამინდი დაგვემთხვა - ეტყობა, ცივი ჰაერის მასებმა აზებაიჯანის მიმათულებით გადაინაცვლა თანდათან...
ახმეტში შვეულმფრენი დაიტვირთა პირველადი საჭიროების პროდუქტით და მალე გეზი ომალოსკენ ავიღეთ.
გადათეთრებულ მთებზე ღრუბლები არ იყო და დათოვლილ ომალოშიც მალე ჩავფრინდით, სადაც გამოგვეგებნენ გახარებული ადგილობრივი მცხოვრებნი...
თოვლს უკვე გადნობა დაეწყო, მაგრამ სწორედ რომ დროული აღმოჩნდა ჩვენი ჩატანილი პროდუქტი...
ომალოში ტვირთის ნაწილი ჩამოვტვირთეთ იქაურების დახმარებით და მალე გეზი, როგორც თუშებ ეძახიან, "ალაზნის თავისკენ" ავიღეთ, სადაც მწყემსების ბინები არის განლაგებული. ჩვენმა იქ მიფრენამ მარტო მწყემსები კი არა, ცხვრის ნაგაზებიც გაახარა და კარგა ხანს გვიტრიალეს შორიახლოს, როცა დარჩენილ ტვირთს ვალაგებდით ვერტმფრენის საბარგულიდან.
იყო კეთილი დახვედრა, ჩვენი ჯარის დალოცვა და დიდი მადლიერება გაჭირვებაში თანადგომისათვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment