Monday, October 26, 2009

საქართველო გახდება ნატოს წევრი





“საქართველო გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად.
არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ ნატო, ისევე, როგორც გაერო, მთელი ევროპა და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. რუსეთის მხრიდან ეს აღიარება, ოკუპაცია და ბაზების მშენებლობა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ნატო-ს არ შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენება, მაგრამ ჩვენ რუსეთს ვესაუბრებით ნატო-რუსეთის კომისიის ფორმატში და ვეუბნებით, რომ საქართველო შევა ალიანსში ამ ტერიტორიებთან ერთად. რაც შეეხება რუსული ბაზების მშენებლობას, ნატო იმუშავებს ამ საკითხზე და კვლავაც აწარმოებს რუსეთთან სერიოზულ მოლაპარაკებებს”.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი,
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი




“საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია ზუსტად ისეთია, როგორი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული ალიანსის წევრებს შორის. ბუქარესტის სამიტზე ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრები გახდებიან, რაღა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ყველა აუცილებელ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.
გასული წლის დეკემბერში ნატომ გადაწყვიტა საქართველოსთან და უკრაინასთან პრაქტიკული თანამშრომლობა დაეწყო ამ ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისა და მათი შეიარაღებული ძალების რეფორმირებისათვის. ამ გადაწყვეტილებას მეც ვიზიარებ. ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომაა".

ანდერს ფოგ რასმუსენი,
ნატოს გენერალური მდივანი ამჟამად.

No comments:

Post a Comment