Thursday, December 24, 2009

უდანბოში გადარჩენა


ალექსანდრ სტილველი

უდაბნოში გადარჩენა

უდაბნო _ ეს არის ლანდშაფტის ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დღისით მაღალი ტემპერატურა, ხოლო ღამით კი _ დაბალი. ამის გარდა, უდაბნოში არსებობს თვალისმომჭრელი მზის სინათლის, ქვიშის ქარიშხალებითა და, რაღა თქმა უნდა, წყლის მცირე რაოდენობით, ან სრული არარსებობით, გამოწვული საშიშროებები.
მსოფლიოში ორმოცდაათზე მეტ უდაბნოს ითვლიან, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია: არაბეთის უდაბნო (1 290 000 კმ2); გობის უდაბნო მონღოლეთში (1 040 000 კმ2); კალაჰარის უდაბნო სამხრეთ აფრიკაში (5200 000 კმ2); ლიბიის უდაბნო (1 680 000 კმ2); მოჰავეს უდაბნო კალიფორნიაში (38 650 კმ2) და საჰარისა (7 770 000 კმ2).

უდაბნოები
საჰარისა და ლიბიის უდაბნო: საჰარის უდაბნოს გაყოფა შესაძლებელია სამ ნაწილად: დასავლეთ საჰარა, აჰაგარის ცნტრალური მთისწინეთი და ტიბესტის მთისწინეთი. ლიბიის უდაბნო კი არის საჰარის ყველაზე უწყლო მხარე, რომელიც მდებარეობს მის აღმოსავლეთ ნაწილში.
მთლიანობაში საჰარა წარმოადგენს ზეგანს, რომელიც ზღვის დონიდან 400-500 მეტრზე მდებარეობს. საშუალო წლიური ნალექი 127 მმ-ზე ნაკლებს შეადგენს. უდაბნოს დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში ტემპერატურა მერყეობს ყინვიდან +54.4 0ჩ _ მდე. მცენარეული საფარი საკმაოდ ღარიბია, მოიცავს ეკლიან, დაბალი ტანის ბუჩქებსა და ისეთი სახის ხეებს, როგორიც ფინიკის პალმა და აკაციაა. ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან საჰარაში ბინადრობენ: ანტილოპა, ტურა, მელია, მაჩვი და ჰიენა. მიწის ერთ კილომეტრზე უფრო მეტ სიღრმეზე ჭის გათხრის საშუალებით უდაბნოში შეიქმნა რამოდენიმე ოაზისი.
რუბ-ელ-ხალი: ქვიშის დიდი უდაბნოს სახელწოდებით ცნობილი რუბ-ელ-ხალი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ვრცელ, ქვიშით დაფარულ ტერიტორიას, მოიცავს საუდის არაბეთის ტერიტორიის მეოთხედს. უდაბნოს აღმოსავლეთით მარილის ფენები შეინიშნება.
ნამიბიის უდაბნო: ნამიბიის უდაბნო, რომელის უდიდესი ნაწილი აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით, ნამიბიაში მდებარეობს, განიცდის ბენგალიის დინების გავლენას, რის გამოც უდაბნოში ნაკლებად ცხელი და მშრალი კლიმატია. წლიური საშუალო ნალექი შეადგენს 50 მმ.
კალაჰარი: უდაბნო კალახარი, დასახლლებული ,,ბუშმენები”-ს სახელწოდებით ცნობილი ჰოიჰოისა და სანის ტომებით, უმთავრესად მდებარეობს ბოტსვანაში და ესაზღვრება ნარინჯის მდინარე და მდინარე ოკავანგო. უდაბნოს ნიადაგი მოწითალო შეფერილობისაა და დაფარულია ბალახითა და ბუჩქებით. უდაბნოს აღმოსავლეთით ნიადაგი ძირითადად ქვიშიანია.
ტაკლა-მაკანი: ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთით მდებარე ტაკლა-მაკანის უდაბნო, ჩრდილო-დასავლეთით გარშემორტყმული ტიან-შანის მთათა სისტემით, იკავებს 300 000 კმ2 სიდიდის ფართობს. უდაბნოს დასავლეთით მდებარეობს ქალაქი კაში, რომელიც ზღვის დონიდან 1 297 მეტრის სიმაღლეზეა. ივლისში ტემპერატურამ შესაძლოა +27 0 ჩ-ს გადააჭარბოს.
გობის უდაბნო: გობის უდაბნო, რომელიც მონღოლეთში მდებარეობს, მთლიანობაში წარმოადგენს მთისწინეტს, რომელიც შემოსაზღვრულია მაღალი მთებით. უდაბნოს ტერიტორია ერთი დაცემული ვაკეა, რომელიც დაფარულია მსხილმარცვლოვანი ქვიშით. ტერიტორიის სამ მეოთხედი - ბალახით, ბუჩქებითა და ბირკავებით დაფარული მიწაა, თუმცა უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უწყლოა. აქ იშვიათად გვხვდება ჭები და მცირე მოცულობის ტბები. გობის მთისწინეთის სიმაღლე მერყეობს აღმოსავლეთით ზღვის დონიდან 914 მ-დან დასავლეთით 1 524 მ-მდე ზღვის დონიდან.
ტარის უდაბნო: ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთშიAდა პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ტარის უდაბნოს ძირითადი ნაწილი განლაგებულია ინდოეთის შტატ რაჯასტხანში და მოიცავს 800 კმ. სიგრძისა და 485 კმ. სიგანის ტერიტორიას. წლიური საშუალო ნალექი შეადგენს 127_254 მმ. უდაბნოს ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შედგება ბუჩქოვანი ქვიშის თხემებისგან და გაშიშვლებული ქანებისაგან.
მოჰავეს უდაბნო: ჩრდილოეთ კაროლინის დიდი აუზის შემადგენელი ნაწილი, მოჰავეს უდაბნო, შეადგენს 38 650 კმ2.
ატაკამა: ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ატაკამა, ნამიბიის უდაბნოს მსგავსად, წარმოადგენს სანაპირო უდაბნოს, რომელიც მოიცავს წყნარ ოკეანესა და ანდებს შორის 363 000 კმ2 ვიწრო ზოლის ტერიტორიას. წლიური საშუალო ნალექი აჭარბებს 100 მმ-ს, რის გამოს მცენარეული საფარი საკმაოდ მწირია.
ქვიშის დიდი უდაბნო: ეს უდაბნო მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელსაც დასავლეთითა და აღმოსავლეთით სავანა ესაზღვრება. უდაბნო მოიცავს ქვიშის მასივებსა და უდაბნოსთვის დამახასიათებელ შერეული ტიპის მცენარეულ საფარს. იანვარში ტემპერატურა აჭარბებს + 32 0ჩ-ს, ხოლო ივლისში კი +10-15 0ჩ-ს.
გიბსონის უდაბნო: მდებარეობს დიდი ქვიშის უდაბნოს სამხრეთით და მოიცავს 220 000 კმ2-ის ფართობს.
ვიქტორიის დიდი უდაბნო: მდებარეობს გიბსონის უდაბნოს სამხრეთით და მოიცავს 647 000 კმ2 ფართობს.
სიმფსონის უდაბნო: მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში და მოიცავს 145 000 კმ2 ფართობს.

უდაბნოების მაქსიმალური ტემპერატურა:


უდაბნო
 
მაქსიმალური ტემპერატურა
საჰარა

ნამიბიის უდაბნო

კალაჰარი

ტაკლა-მაკანი

გობი

ტარი

ატაკამა +54.4

+31

+43_46

+39

+45


+50

+19

კლიმატი
უდაბნოსთვის დამახასიათებელია დაბალი წლიური ნალექიანობა (254 მმ-ზე ნაკლები); გამოფიტვის დონე ყოველთვის აღემატება ნალექების მოსვლის დონეს, და ჰაერის საშუალოზე მაღალი ტემპერატურა. უდაბნოში შეუძლებელია მიწათმოქმედება. აქ მრავალწლოვან მცენარეებს შევხვდებით მხოლოდ მდინარის სანაპიროზე და იმ ადგილებში, სადაც წყალი გროვდება.
დაბალი ნალექიანობის ძლიერი გავლენით, უდაბნოში ნათელი ცა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ინტენსიური გამოფიტვაა. ხანმოკლე წვიმები აქ მოულოდნელად მოდის _ უდაბნოს ცენტრალურ ნაწილში, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იწვიმოს. ნიადაგში სინოტივის ნაკლებობა და ჰაერის სიმშრალე მიუთითებს, რომ მზის სხივთა უმეტესი ნაწილი მიწაში ღრმად აღწევს. შესაძლოა, დღისით ტემპერატურა +55 0ჩ-ს გაუტოლდეს ჩრდილში, რომელიც უდაბნოში, ფაქტიურად, არ არსებობს. ღამით ქვიშა ჰკარგავს სითბოს, რის გამოც ტემპერატურა თითქმის ყინვამდე ეცემა. ტემპერატურის მერყეობის ამპლიტუდამ შესაძლოა 30 0ჩ შეადგინოს და სხვადასხვა სეზონის გათვალისწინებით, ტემპერატურული სხვაობა წელიწადის დროის მიხედვით, შესაძლოა, ძალიან დიდი იყოს. ზამთარში შეიძლება მოყინვაც კი მოხდეს.

ნიადაგი და წყალი
რადგანაც უდაბნოს ნიადაგის ზედაპირი დაცული არ არის მცენარეებით, იგი ქარისა და წყლის ზეგავლენით ეროზიას განიცდის. მთიდან დაშვებულ წყლის ნაკადს კანიონებისა და ფერდობების შექმნა შეუძლია. თავისმხრივ ეს ფერდობები დროის განმავლობაში სწორდება, ქმნის ღრმულბს, რომლებიც წვიმებისას წყლით ივსება ხოლმე.
უდაბნოს რელიეფი შესაძლოა სხვადასხვა ტიპის იყოს: მთიანი, ქვიანი, შესაძლოა, ქვიშის მასივებსა და დაბლობებსაც წარმოადგენდეს, ზღვის წლით იყოს დაფარული. უდაბნოში ფეხით სიარული შეუძლებელია, ამიტომ იქაური ადამიანები აქლემის ან რამე სხვა ტრანპორტის გარეშე არ მგზავრობენ.

სამოსი
მიზანშეწონილა, ნებისმიერ პირობებში, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მივბაძოთ ადგილობრივი მოსახლეობის მაგალითს. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში ბედუინები, თავისა და კისერის მზის სხვების, ქარისა და ქვიშისგან დასაცავად, ატარებენ ნათელი ფერის თავისუფალ სამოსს, სახელად ბურნუსს (არაბულად "ალ-ნურნუს" ლაბადას კაპიშონით, შეკერილი შალის მაგარი ქსოვილით, თეთრი ფერისა. თავდაპირველად ჩრდილოეტ აფრიკის არაბებში და ბერბერებში იყო გავრცელებული, ხოლო ჯვროსნული ლასQრობებისს ევროპაშიც შეაღწია). ჰაერი, რომელიც ადამიანის სხულსა და სამოსს შორისაა, სიცხისაგან დამცავ დამატებით იზოლატორს წარმოადგენს. თუნდაც არ იცმევდეთ ადგილობრივ მცხოვრებთა ტადიციულ სამოოს, მაინც იმატი ჩავმის პრინციპს მიჰყევით.
"სამხედრო ფორმა გამოუსადეგარი იყო აქლემით სასიარულოდ ანდა სულაც ძირს დასაჯდომად; ყველა არაბული ნივთი, ომამდე რომ ვიცნობდი, უდაბნოში უფრო სუფთა და უკეთესი გამოდგა". (ტომას ედვარდ ლოურენსი (1888-1935) - წიგნიდან "სიბრძნის შვიდი სვეტი").


სახე და თვალები

უდაბნოსთვის დამახასიათებელია თვალისმომჭრელი მზის სინათლე.

,,ქვიშის მარცვლები იყო წმინდა და პრიალა, პატარა ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ; ეს ბრწყინვალება იმდენად მჭრიდა თვალს, რომ ძალიან მალე აღარ შემეძლო ამისი ატანა. გვარიანად შევიჭმუხნე და თვალებზე ავიფარე ცხვირსახოცი, წინსაფარი გავიკეთე მისგან, ხოლო ბოლოებით კი სახე შევიფუთნე, რათა გზა გადამეკეტა მცხუნვარებისთვის, რომელიც ელვარე ტალღებად ამოდიოდა მიწიდან და სახეში მიტყამდა" (ტომას ედვარდ ლოურენსის წიგნიდან "სიბრძნის შვიდი სვეტი").
სახის დაფარვითა და თვალებისთვის მცირე ჭრილის დატოვებით, თავსაბურავის ტარება შეგვიძლია იმისთვის, რომ დავიცვათ სახე და თვალები. დამატებით დამცველად შეგვიძლია გამოვიყენოთ დაბურულ შუშებიანი სათვალე, ან იმპროვიზირებული ქუდის კარტუზი, დამზადებული შესაბამისი მასალისგან, ან სულაც ხის ქერქისგანაც კი.


ფეხები
უდაბნოში მიწის ზედაპირი შესაძლოა იყოს ან განსაკუთრებით ცხელი, ან ძალიან ცივი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბებერები ფეხის გულებზე და ქუსლებზე კანის დახეთქვა.
,,ფეხებქვეშ ქვიშა ისევ ძალიან ცივი იყო. ჩვეულებრივ, უდაბნოში ყოფნისას, ზამთარს თუ ზაფხულს, არაბები შავი, უხეში ძაფისგან მოქსოვილ წინდებს ატარებენ. არც ერთ ჩვენთაგანს არ ჰქონდა ასეთი წინდები, ამიტომ ჩვენებს სიცივისგან ფეხის გულებიი დაუსკდათ. მერე იარები უფრო და უფრო ღრმავდებოდა, რაც საშინელ ტკივილს იწვევდა” (უილფრედ ტესაიჯერი - "არაბეთის ქვიშა").
ნუ ეცდებით ფეხშიშველა სიარულს, ნაკლებად შესაძლებელია, რომ თქვენი ფეხის გულები საკმაოდ მაგარი იყოს საამისოდ. თუ ფეხზე ბათინკები, ან ჩექმები გაცვიათ, მაშინ, ქვიშამ რომ შიგ ვერ შეაღწიოს, დაიხვიეთ ფეხზე რაიმე ქსოვილი ისე, რომ ფეხსაცმელი ყელამდე დაიფაროს. რეგულარულად შეამოწმეთ, ხომ არ მოხვდა ფეხსაცმლის შიგნით ქვიშის მარცვლები, რადგანაც მათ შეუძლიათ ფეხები გაგიხეხოთ. ამასთან, ფეხსაცმილის ჩაცმისას აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ არის მასში მორიელი ან სხვა სახიფათო ცხოველი.
თუ ფეხსაცმელი არ არის უდაბნოში მოგზაურობისთვის გამოსადეგი (მაგალითად, თხელძირიანია), იმისთვის რომ ქვიშამ ისე ძლიერ ვეღარ დაგიწვათ ფეხის გულები, რეზინის ან თექის ნაჭერის ჩადებით, თქვენ შეგიძლიათ იგი უფრო სქელძირიანი გახადოთ.

თავშესაფარი
თავშესაფრის ტიპი დამოკიდებულია თქვენ ხელთ არსებულ მასალაზე და იმ პირობებზე, რომელში თქვენ მოხვდებით. თუ იმყოფებით ავარიულ თვითმფრინავთან, მაშინ თავშესაფრის მოსაწყობად ყველაზე საუკეთესო ადგილი არის მის მახლობლად, ამით მაშველებს უფრო გაუადვილდებათ თქვენი მოძებნა. თუ ეს მოხდება უდაბნოში, მაშინ არ მოაწყოთ თავშესაფარი თვითფრინავში, რადგან იქ საკმაოდ ეცხელება. თავდაპირველად განსაზღვრეთ, რამდენი დრო და ენერგია გაგაჩნიათ. საუკეთესო დრო თავშესაფრის გასაკეთებლად საღამო ან დილაა, ხოლო დღისით, როდესაც ძალიან ცხელა, მოაწყეთ დროებითი სამყოფელი.
ადგილი თავშესაფრისთვის: თუ თქვენ კლდეების, ან გამოქვაბულის მახლობლად იმყოფებით, მაშინ შესაძლოა ის თავშესაფრად გამოდგეს, მაგრამ ფრთხილად იყავით დაუპატიჟებელ სტუმრებთან _ მწერებთან, გველებთან ან სხვა ცხოველებთან, რომლებიც შესაძლოა სწრედ აქვე ეძებდნენ შესაფარს. არ მოიწყოთ თავშესაფარი ხევში, რადგან იქ არსებობს წყლის მოვარდნის საშიშროება. მოძებნეთ მიწის მცირე ჩაღრმავება, რომელიც გამოდგება თავშესაფრის გასაკეთებლად.

თავშესაფრის ტიპები

კლდის შვერილთან ბრეზენტის, ან სხვა მსგავსი მასალის მეშვეობით: კლდის შვერილზე ერთი ბოლოთი დაამაგრეთ ბრეზენტი, ან მსგავსი მატერია და გაჭიმეთ, ხოლო დანარჩენი ბოლოები კი მიწაზე ქვებით დაამაგრეთ. თავშესაფარი ისე მოაწყვეთ, რომ წვიმის დროს კლდეზე ჩამოსული წყლის ნაკადის შიგნით შემოღწევის რისკი მინიმუმადე შემცირდეს.
თავშესაფარი ქვიშაში: ერთ მხარეზე გამოიყენეთ ქვიშის გორა, ან გააკეთეთ ქვიშის ნაყარი. თქვენს ხელთ არსებული მატერია ერთი ბოლოთ ქვიშის გორაზე, ან ნაყარზე დაამაგრეთ, დაჭიმეთ და დანარჩენი ბოლოები კი მიწაზე ტვირთით დააკავეთ.
თავშესაფრის გაკეთებისას უმჯობესია გამოიყენოთ ორი ფენა მატერია. ფენებს შორის უნდა იყოს 40 სმ_ის სივრცე. მზის სხივების ასარეკლად სჯობს, რომ საფარის ზედა ფენა იყოს თეთრი შეფერილობის.
მიწისქვეშა თავშესაფარი: ამ ტიპის თავშესაფრის მოწყობა დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს დაბალი ტეპერატურის დროს. მოძებნეთ მიწის ჩაღრმავებული ადგილი, შესაბამისი ადგილი კლდეებს შორის, ან ამოთხარეთ ორმო 60 სმ-ის სიღრმეზე. დარწმუნდით, რომ იქ მოხერხებულად დაწვებით და ჩააწყეთ იქ თქვენ ხელთ არსებული მთელი აღჭურვილობა. გადაჭიმეთ ორმოზე ქსოვილი, სამ მხარეზე დააყარეთ ქვიშა, ხოლო ერთი მხარე შესაძრომად ღია დატოვეთ. თუ დამატებით გაქვთ სხვა ქსოვილიც, მაშინ გააკეთეთ მისგან საფარის მეორე ფენა და ფენებს შორის დატოვეთ 45 სმ-ის სივრცე.
ოთხივმხარივად ღია თავშესაფარი: ამ სახის თავშესაფრის მოწყობის პრინციპი მიწისქვეშა ტიპის მსგავსია, ოღონდ ოთხივე მხარეს ღია რჩება და საფარი მაგრდება ოთხივე ბოლოთი.

წყალი

ეჭვგარეშეა, რომ უდაბნოში წყალი საკვებზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გაქვთ საჭმელი, მაგრამ წყლის მარაგი შეზღუდულია, ჭამეთ ცოტაოდენი, ვიდრე მტკნარ წყლის წყაროს არ იპოვნით, რამდენადაც საკვების მიღებისას ორგანიზმს გაუმძაფრდება წყურვილის გრძნობა. თუ თქვენ გაგაჩნიათ წყლის გარვეული მარაგი, მაშინ განსაზღვრეთ თქვენთვის წყლის დოზა და ისე მოიკალით წყურვილი, რადგან შემდეგში წყლის ახალი მარაგის მოსაძებნად შეგეძლოთ გეგმის ნათელი გონებით შეადგენა.

გაუწყლოება
ჩვეულებრივი კლიმატის დროსაც კი მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი დღეღამეში 1,5 ლიტრ სითხეს კარგავს, ოფლის გამოყოფის, სუნთქვისა და შარდის საშუალებით. ცხელი კლიმატის დროს კი ორგანიზმი დამატებით კარგავს 2_5 ლ. სითხეს, ფიზიკური დატვირთვისას კი _ 10 ლიტრამდე. როდესაც ადამიანი +38 0ჩ-ის დროს ფეხით მოძრაობს, მაშინ ოფლის სახით საათში კარგავს ერთ ლიტრ სითხეს.
ცხიმის მაღალი შემცველობის საკვების მიღებისას, მის გადასამუშავებლად საჭიროა უფრო მეტი რაოდენობის წყალი, ვიდრე ნახშირწყლებით, სახამებელითა და შაქარით მდიდარი საკვების მიღების დროს. თუ თქვენ მოაწყობთ თავშესაფარს, მაშინ არ გამოხვიდეთ მაღალი ტეპერატურის დროს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ორგანიზმის წყლის დაკარგვას.
კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები ბუშმენი წყლის ძებნისას შემდეგ მეთოდს იყენებს: პოულობს ყველაზე ჩაღრმავებულ ადგილს დამშრალი მდინარის კალაპოტში, შემდეგ ქვიშაში ხელით თხრის ორმოს, რომ მიაღწიოს ნოტიო ქვიშამდე. იღებს რბილი გულობის მქონე ხის ტანისგან დამზადებულ 1.5 მეტრის სიგრძის მილს, ერთ ბოლოზე ახვევს მშრალ ბალახს (10 სმ-ის სიმაღლეზე). შემდეგ ამ მილს დააყენებს ორმოში და გარშემო აყრის ქვიშას. დაახლოებით ორი წუთის მანძილზე ის მძლავრად სწოვს მილს და საბოლოოდ წყალი ხვდება მის პირში. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი დიდ გამოცდილებასა და ოსტატობას მოითხვს.
წყლის მოპოვება აგრეთვე შეგვიძლია ტალახისგან ან ქვიშისგან. მასის ნაჭერზე მოვათავსებითა და ჭურჭერლში წყლის გამოწურვით. წვიმების სეზონში აუცილებლად გამოიყენეთ წვიმის წყალი. ამისთვის ბრეზენტი ისე გაფინეთ, რომ წყალი შუაგულში გროვდებოდეს.
ცივი თვეების ღამეს წყლის მოპოვება შესაძლებელია ორთქლის მეშვეობითაც. ამის ეფექტური საშუალება მზის კონდენსატორია (იხ. სურათი).
მზის კონდესატორის მოწყობა
საჭირო მასალა
სუფთა პოლიეთილენი, ზომით 0.5 მ ხ 0.5 მ.;
• კონტეინერი;
• მილი დასალევად;
• ქვები.
თავიდან ამოთხარეთ დაახლოებით 1 მ. დიამეტრისა და 0.6 მ. სიღრმის ორმო; ორმო უნდა იყოს დაუჩრდილავ ადგილას. კონტეინერის მოსათავსებლად ჩააღრმავეთ ორმოს ფსკერი. რაც უფრო ფართო იქნება რეზერვუარი, მით უფრო მეტი წყალი შეგროვდება მასში. მილის ერთი ბოლო ჩადეთ კონტეინერში, ხოლო მეორე ბოლო მოათავსეთ ორმოს კიდეზე. თხრილს გადააფარეთ პოლიეთილენი, რომლის ბოლოებიც დაამაგრეთ ქვებით, ან ქვიშით. საფარის ცენტრი კონტეინერისაგან დაახლოებით 40 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული და არ უნდა ეხებოდეს მას.
საფარველზე მოათავსეთ მუშტის ოდენა ქვა. ის უნდა იყოს კონტეინერის თავზე. საფარი არ უნდა ეხებოდეს ორმოს გვერდებს, თორემ წყლის ორთქლი მიწაში წავა. დღე-ღამეში კონტეინერში დაახლოებით 0.5 ლ წყალი დაგროვდება, ასევე შესაძლებელია 1 ლ. წყლის მოგროვებაც. ეს იქნება გამოხდილი წყალი, რომლის დალევაც შესაძლებელია. დალიეთ ჩალის გამოყენებით.
ერთი ასეთი კონდესატორი საკმარისი ვერ იქნება უდაბნოში გადასარჩენად. თუ ეს წყლის ერთადერთი წყაროა, მაშინ თქვენ 3-4 ასეთი ტიპის კონდესატორი დაგჭირდებათ. ამასთან, კონდენსატორის ზედაპირზე წვიმის წყლის შეგროვებაც არის შესაძლებელი.



წყლის მოხმარება
დასვენების დროს ორგანიზმში წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა შემდეგი რაოდენობის სითხის მიღება:

ჰაერის ტემპერატურა (0ჩ) საჭირო წყალი (ლიტრი)

+35 4
+32 3
+27 1










პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ 1 ლ წყალი და +43 0ჩ–ის დროს ისვენებთ ჩრდილში, მაშინ წყლის მარაგი სამ-ნახევარ დღეს გეყოფათ. ხოლო, თუ თქვენ დღისით ისვენებთ და ღამით მოძრაობთ, მაშინ მარაგი ორ ნახევარ დღეს გაგყვებათ.

მცენარეები _ წყლის საბადო

ბაობაბი: წვიმების სეზონის დროს მის მსხვილ ფესვებში წყალი გროვდება.
კაქტუსი: თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ მრავალბოჭკოვანი კაკტუსის თავი და მისი რბილობიდან წყალი გამოწუროთ. რბილობი არ შეჭამოთ; უბრალოდ, გამოწურეთ მისგან წვენი.
ოპუნცია (ეკლიანი მსხალი): ამ დიდ ბუჩქსა, თუ ხეს გააჩნია გუბკის მსგავსი ფესვი, რომელიც იწოვს წყალს. თუ თქვენ გექნებათ მისი ფესვები დიდი რაოდენობით, მაშინ უდაბნოში თქვენ კარგი წყლის საბადო გექნებათ.
ფინიკის პალმა: ხის ტანთან, უახლოეს ტოტზე გააკეთეთ ჭრილი და ტანიდან სითხე დაიწყებს დენას.
ფესვები: ავსტრალიურ ხეებს, წითელ მუხასა და წყლის ხეს, ფესვები მიწის ზედაპირთან უნვითარდებათ. მათზე შესაძლოა ღრმულების გაკეთება და მათგან წვენის ამოწოვა.

წყლის გაწმენდა

გამოიყენეთ ტაბლეტები წყლის გასაწმენდად, თუ გაქვთ საავარიო კომლექტში. თუ არ იცით, ზღვის დონიდან რა სიმაღლზე იმყოფებით, ათი წუთის გნმავლობასი ადუღეთ წყალი. ორი-სამი წვეტი იოდი დაამატეთ ერთ ლიტრ წყალზე და ნახევარ საათი დაიცადეთ დალევამდე.

საკვები

წყალთან შედარებით, უდაბნოში საკვები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მოძებნა აგრეთვე რთულია.


წყლის ძებნა

• ეძებეთ ხეობები, ხევები და მდინარის კალაპოტები. წყალი ძირითადად ყველაზე ჩავარდნილ ადგილას გროვდება, გაღუნვის შუა ნაწილში.
• ყურადღება მიაქციეთ ცხოველების, ფრინველების და მწერების მოძრაობას. აუცილებლობის შემთხვევაში მიყევით მათ ნაკვალევს, ან ორიენტაცია გაამახვილეთ მათზე.
• დაუკვირდით, ხომ არ შეინიშნება მცენარეების არსებობა, განსაკუთრებით პალმების.
• იყურეთ შორს: ხომ არ მოჩანს ღრუბლები, წვიმა, ელვა და იარეთ ამ მიმართულებით.
• მიაქციეთ ყურადღება მთის თხემებსა და კლდის შვერილებს. წყალი შესაძლოა დაგროვდეს ჩაღრმავებებში და კლდის ნაპრალებში.
• ეძებეთ ნესტისა და მწვეთავი წყლის კვალი, რომლებიც წყლის სიახლოვეზე მიუთითებენ. აიღეთ მილი და ამოწოვეთ წყალი.
• უყურადღებოდა არ დატოვოთ ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც ჭისა შეიძლება იყოს. ასევე ცხოველების ნეხვიც, რაც შეიძლება აღნიშნავდეს წყლის სიახლოვეს.
• ხნდახან ქვიან ადგილებში წყაროები დაფარულია ხოლმე ქვიშით. სადაც წყლის დაგროვება შეიძლება, იქ დაიწყეთ თხრა.
• თუ იპოვნით მარილიან წყალს, რომეც არა ჰგავს დასალევს, ეძებეთ უფრო მტკნარო წყლის წყარო.



საკვებად ვარგისი მცენარეები

აბალი: იზრდება ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში და დასავლეთ ინდოეთის უდაბნოებში. აბალი შეხედულებით ცოცხის ბუჩქს წააგავს, რომელიც გაზაფხულობით თავის მწვანე ტოტებზე ყვავილებს ისხამს. ყვავილები საკვებად ვარგისია.
აგავა: ეს მცენარე შეინიშნება ცენტრალურ ამერიკაში, კარიბის ზღვის მიდამოებში. ძირითადად ხარობს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთით მდებარ უდაბნოებში და მექსიკაში. გააჩნია სქელი და წვნიანი ფოთლები, რომელთა შუაშიც იზრდება გრძელი ღერო, ყვავილებით. თუ ყვავილები და კვირტები მომზადებულია კულინარული დამუშავებით, მაშინ ისინი საკვებად ვარგისია.
აკაცია: ძირითადად, ტროპიკული აფრიკისთვისა და ავსტრალიისთვის დამახასიათებელი აკაცია წარმოადგენს საშუალო სიმაღლის ხეს მცირე ზომის ფოთლებით. აკაცია ყვავილობს და გააჩნია მომრგვალებული, მკვეთრი ყვითელი შეფერილობის ყვავილი და მოთეთრო-მონაცრისფრო ფერის ქერქი. ნორჩი ფოთლები, ღეროები და ყვავილები უმადაც იჭმება და მოხარშვაც შეიძლება.

ამარანტი: ეს მცენარე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება. გააჩნია ჩვეულებრივი ფორმის ფოთლები და მცენარის თავზე ბუჩქებად იზრდება მომწვანო ფერის ყვავილები. ამარანტის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია.
ბაობაბი: აფრიკის სავანებში, ავსტრალიასა და მადაგასკარში გავრცელებულ ამ მცენარეს, ბოთლის ფორმის ტანი გააჩნია, რომელის დიამეტრმაც, შესაძლოა, ცხრა მეტრსაც მიაღწიოს. მისი ფოთლებისგან წვნიანის მომზადება შეიძლება. ბაობაბის ნაყოფი, რომელსაც ,,მაიმუნის პურსაც” ეძახიან, საკვებად ვარგისია.
ველური გოგრა: ძირითადად სუბ-ტროპიკებში და ტროპიკებში იზრდება. მისი ფოთლები წააგავს ვაზისას და კულინარული დამუშავების შემდეგ საკვებად ვარგისია. ნაყოფი ფორთოხლის სიდიდის არის. ამ ნაყოფიდან დარჩენილი თესლის შეწვა შეიძლება. ყვავილები უმადაც იჭმება. წყურვილის მოსაკლავად შეიძლება მცენარის ღეროსა და ფესვების დაღეჭვა.
ოპუნცია (ეკლიანი მსხალი): იზრდება სუბ-ტროპიკებში და ტროპიკებში. მცენარის ტანის გლუვი ზედაპირი დაფარულია ეკლებით. ყვითელი ყვავილებიდან გამოდის მსხლის ფორმის, საკვებად გამოსადეგი ნაყოფი.

კერატი (ჩერატონია სილიქუა, პარკოსანთა ოჯახის ხე)
გავრცელებულია ხმელთაშუაზღვის რეგიონში, შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
გააჩნია რთული, ჩვეულებრივი წყობის ფოთლები. მცენარის მარცვლები შედგება მრგვალი, მაგარი თესლებისგან და ტკბილი შიგთავსისგან. ახალგაზრდა, რბილი მარცვლები შეგიძლიათ მიიღოთ უმად ან მოხარშული. თესლებისგან კი შესაძლოა მოამზადოთ ფაფა.
ფინიკის პალმა: გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და ინდოეთში. მცენარის ტანი სწორი და მაღალია. აღწევს 18 მეტრს. გააჩნია მუქი მწვანე ფოთლები და მოყვითალო-ნარინჯისფერი ნაყოფი, რომელიც დაახლოებით 58% შაქარს და 2-2-2% ცხიმს, ცხიმებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. პალმის ფოთლებს სახურავის გადასახურად იყენებენ, ხოლო ფოთლის ღეროს ბოჭკოს _ საზღვაო ქსოვილის, ტაკელაჟის დასამზადებლად.

უდაბნოს ცხოველები

მწერები

უდაბნოში მწერები ცილების ძირითად წყაროდ გვევლინება. ისინი ბინადრობენ ნესტიან, ჩაბნელებულ ადგილებში. მაგალითად: კლდის შვერილების ქვეშ, გამოქვაბულებში და სხვა. იყავით ფრთხილად, რადგან ასეთ ადგილებში, ჩვეულებრივ, მორიელები, გველები და ობობები იმალებიან. მოაცალეთ მწერებს ფრთები და ფეხები, ხოლო ხოჭოებს ჯავშანი. აუცილებელია მათი მომზადება, სანამ საკვებად მიიღებდეთ, რადგან მათზე, შესაძლოა, პარაზიტები ბუდობდნენ. მწერების მატლები (ჭუპრები) საკვებად ვარგისია. შესაძლებელია, მწერები პასტის (საწებლის) სახით მომზადება და მათი მცენარეებთან ერთად მიღება.

ქვეწარმავლები

შესაძლოა, ქვეწარმავლებიც მიიღოთ, როგორც ცილების წყარო, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ შხამიანების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, იმალებოდნენ ჩაბნელებულ ადგილებში, გამოქვებულებში და ნაპრალებში. საკვებად ვარგისი გველები დღის გრილ პერიოდში გამოდიან, მაგრამ აუცილებელია, რომ მათ ორკაპა ჯოხითა და მსხვილი ხელკეტით შეიარაღებულნი მიუახლოვდეთ. ხვლიკები კი, შესაძლოა, მზის კონდესატორშიც მოხვდნენ.

შხამიანი გველები

სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა

ამერიკული ჩხრიალა გველი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადროობს მოჰავეს უდაბნოში, კალიფორნიის შტატში, ნევადაში, ტეხასსა და მექსიკაში. გააჩნია საკმაოდ ღია ან ქვიშის ფერის შეფერილობა. კუდის გარშემო აქვს ბრილიანტის ფორმის ლაქა, გაქვავებული, ღია ფერის ქერცლები და ზოლები. არის 75 სმ_ის სიგრძის. მისი მაქსიმალური სიგრძე აღწევს 1.2 მეტრს.
დასავლეთის ალმასისებური ჩხრიალა გველი: სასიკვდილოდ საშიშია. ბინადრობს არიზონაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კალიფორნიასა და ნიუ-მექსიკოში. შეფერილობა _ ღია ყვითელი, შედარებით მუქი ფერის ბრილიანტის ფორმის ლაქებით. კუდზე გააჩნია ფართო შავი და თეთრი ფერის ზოლები. საშუალო სიგრძე _ 1.5 მ, მაქსიმალური სიგრძე _ 2 მ.

აფრიკა და აზია

ბუმსლანგი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს აფრიკაში, საჰარის რეგიონში. გააჩნია მწვანე ან ყავისფერი ფერი. საშუალო სიგრძე _ 60 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 1.5 მ.
რქიანი გველგესლა: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს ცენტრალურ აფრიკაში, ალჟირში, ჩადში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, სუდანსა და ჩრდილოეთ საჰარაში. ღია ფერის, მუქი ყავისფერი ლაქებით. საშუალო სიგრძე _ 45 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 60 სმ.
ეგვიპტური კობრა: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს აფრიკაში, ერაყში, ირანში, სირიასა და საუდის არაბეთში. არის შავი, ყვითელი, ან მუქი ყავისფერი შეფერილობის, ყავისფერი ზოლებით. ზოგიერთ სახეობას აქვს შავი ფერის თავი. საშუალო სიგრძე _ 1.5 მ. მაქსიმალური სიგრძე _ 2.5 მ.
პალესტინური გველი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს ისრაელში, ლიბანში, იორდანიაში, სირიასა და თურქეთში. გააჩნია მომწვანო, ან მოყავისფრო ფერი. ზურგზე აქვს ზიგზაგის ფორმის ზოლი.
რქიანი გველი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ირანსა და ერაყში. ღია ყვითელი შეფერილობის. საშუალო სიგრძე _ 45 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 75 სმ.
ღორისდინგა გველი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს აფრიკაში, ისრაელში, იორდანიაში, ერაყსა და საუდის არაბეთში. გააჩნია მოყვითალო, ღია ყავისფერი ან ნარინჯისფერი შეფერილობის ზედაპირი, მუქი ყავისფერი ან შავი ფერის ზიგზაგისებური ზოლებით. საშუალო სიგრძე _ 1.2 მ. მაქსიმალური სიგრძე _ 1.8 მ.
საკამათო გველგესლა (Eრისტიცოპჰის მაცმაჰონი): სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს დასავლეთ პაკისტანსა და ავღანეთში. ქვიშისფერი შეფერილობით და მთელ ტანზე გააჩნია მუქი ყავისფერი ლაქები. აქვს გრძელი ცხვირი. საშუალო სიგრძე _ 45 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 1 მ.
გველი ეფა: სასიკვდილოდ საშიშია. ბინადრობს აფრიკაში, ალჟირში, ავღანეთში, ინდოეთში, ირანში, ისრაელში, იორდანიაში, ეგვიპტეში, პაკისტანში, საუდის არაბეთსა და შრი-ლანკაში. ღია ყვითელი ფერის, ყავისფერი, წითელი ან ნაცრისფერი ჩრდილებით. აქვს შედარებით ღია შეფერილობის გვერდები. ჩვეულებისამებრ, თავზე გააქნია ორი მუქი ფერის ზოლი. საშუალო სიგრძე _ 45 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 65სმ.

ავსტრალაზია (ავსტრალია, აზია, ოკეანე)

ავსტრალიური ვეფხვისებული გველი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს ავსტრალიაში, ბასის ყურის კუნძულებზე, კუნძულ ტასმანიასა და ახალ გვინეაზე. აქვს ზეთისხილისფერის, ან მუქი ყავისფერი შეფერილობა. მუცელი _ ყვითელი ან ზეთისხილისფერის, განივი ზოლებით. კუნძულ ტასმანიაზე გვხვდება ამ სახეობის შავი ფერის გველი. საშუალო სიგრძე _ 1.2 მ. მაქსიმალური სიგრძე _ 1.8 მ.
ტაიპანი: სასიკვდილოდ შხამიანი. ბინადრობს ჩრდილოეთ ავსტრალიასა და ახალი გვინეიის სამხრეთით. ფერი _ ზეთისხილისფერის, ან მუქი ყავისფერი. აქვს მუქი ყავისფერი ფერი თავი. საშუალო სიგრძე _ 1.8 მ. მაქსიმალური სიგრძე _ 3.7 მ.
ავსტრალიური ჩხრიალა: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და მოლუკსის კუნძულებზე. შეიძლება იყოს წითელი, ყვითელი და ყავისფერი; მუქი ყავისფერი, ჰორიზონტალური ზოლებით. კუდის დაბოლოება აქვს შავი ფერის. საშუალო სიგრძე _ 45 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 90 სმ.

შხამიანი ხვლიკები

გილა-მონსტრი (ჟილატიე): შხამიანია. ბინადრობს არიზონაში, კალიფორნიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ახალ მექსიკოში, ნევადასა და იუტაში. გააჩნია დიდი თავი და მძიმე კუდი. ფერი _ შავი, ვარდისფერისა და ყვითელის შემცველობით. საშუალო სიგრძე _ 30 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 50 სმ.
მექსიკური მორიელი: სასიკვდილოდ შხამიანია. ბინადრობს მექსიკაში და ცენტრალურ ამერიკაში. გვხვდება შავი ან ღია ყვითელი ზოლებით, ან მთლიანად შავი შეფერელობის. საშუალო სიგრძე _ 60 სმ. მაქსიმალური სიგრძე _ 90 სმ.

ძუძუმწოვრები

ისევე, როგორც ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრების ძირითადი ნაწილი ღამით გამოდის. მღრნელების დაჭერა ხდება მახეებით, როცა გამთენიისას ან შებინდებისას გამოდიან სოროებდან. იმისთვის, რომ მოკლათ არაბული გაზელი (რქახმლიანი ანტილოპების ჯიში) ორიქსი, ოსტატურად უნდა ფლობდეთ შუბს, ან კარგად ისროდეთ იარაღიდან. გობის უდაბნოში ბინადრობს ანტილოპების ჯოგი. ირანისა და ერაყის უდაბნოებში წყლის მახლობლად შესაძლოა შეხვდეთ კაკბებს, მწყრებს ან სავათებს. ცხოველების ძებნისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ გარემოებს, როგორიც მათი ექსკრემენტები, ნაკვალევი, ბილიკები და საძოვრებია.

მგრძნობელობის დაკარგვა

კრუნჩხვები კუნთების დაძაბულობისას გადახურებისპირობებში: კრუნჩხვები, რომლის მიზეზიც გახშირებული ოფლდენის გზით ორგანიზმის მარილისგან გამოფიტვაა, ჩვეულებისამებრ, იწვევს იმ კუნთების დაჭიმვას, რომლებიც ყველაზე აქტიურად მუშაობენ. მაგალითად: მუცლის, ფეხის და ხელის კუნთები. თანმხლებ სიმპტომებად გვევლინება ზედაპირული სუნთქვა, გულისრევა და თავბრუსხვევა. გადაიყვანეთ ავადმყოფი ჩრდილში და მიეცით მარილიანი წყალი (ორი აბი ერთ ლიტრ წყალზე).
გადახურებით გამოწვეული სიცხური ხუთვა: ადამიანის ორგანიზმზე სიცხის ხანგრძლივი ზემოქმედებით, შესაძლოა, მან იგრძნოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და გულისრევა, ხოლო ორგანიზმის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა დაეცეს. ადამიანი მუდმივად ოფლიანობს. კანი ხდება ნოტიო და წებოვანი, ესინჯება სუსტი პულსი. დაზარალებულის პირველად დახმარებად აუცილებელია ორგანიზმის გაგრილება და მისთვის წყლის ყლუპ-ყლუპად მიცემა. შესაძლოა, სიცხით გამოფიტვას თან ფეხის დახელის თითების კრუნჩხვებიც ახლდეს, რისი შეწყვეტაც მასაჟის საშუალებით უნდა მოხდეს.
მზის დარყმა: თუ ადამიანი თავისი წონის 12-13 პროცენტის წყალს დაკარგავს, მაშინ მოკვდება. როდესაც ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, სისხლი ხდება ჩვეულებრივზე ბლანტი და აღარ შეუძლია საჭიროებისამებრ ცირკულირება. მზის დარტყმით სიკვდილი მაშინ ხდება, როდესაც სისხლს ორგანიზმში ვეღარ გადააქვს კანის ზედაპირზე მინერალების გაცვლით გამოწვეული სითბო.
სიმპტომები ასეთია: ცხელი, მშრალი კანი; ოფლგამოყოფის არარსებობა, სახის გაწითლება და ციებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა; ტემპერატურის აწევა; გახშირებული, ძლიერი პულსი; თავის ტკივილი და გულისრევა. დაზარალებულმა შესაძლოა დაკარგოს გონება.
საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დავუგდოთ ტემპერატურა. დააწვინეთ ავადმყოფი ჩრდილში. თავი და მხრები უნდა ჰქნდეს ოდნავ წამოწეული. გახადეთ ტანსაცმელი, დაასხით წყალი (მოშარდეთ) საცვალზე და გაწმინდეთ დაზარალებული. თუ არ არის წყალი, მაშინ ქვიშაში ამოთხარეთ ორმო და ჩააწვინეთ ავადმყოფი. როდესაც გონზე მოვა, მიეცით მარილიანი წყალი (ორი აბი ერთ ლირტ წყალზე).
პირველადი დახმარების გაწევა აუცილებელია დაუყოვნებლივ, ხოლო ტეპერატურა უნდა დავიდეს 390 ჩ-მდე. ამისთვის, დაზარალებულის კანი წყლით ან სპირტით უნდა შეუზელოთ.
მზის დამწვრობა: თუ დაზარალებული დიდხანს იყოს მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, მზის დამწვრობა შესაძლოა სახიფათო გახდეს. დარწმუნდით, რომ ორგანიზმი საგულდაგულოდ არის მზისგან დაცული. იმკურნალეთ მზის დამწვრობის საწინააღმდეგო კრემის გამოყენებით (კანში წყლის ბალანსის აღმდგენის ეფექტით).
თვალების ანთება: თვალების ანთება შესაძლოა გამოწვეული იყოს მზის კაშკაშა სინათლითა და ქვიშით. უმკურნალეთ ბორის მალამოთი და თავისუფალი სახვევების საშუალებით. თუ მალამო არ გაქვთ, დაიდეთ სველი საფენი.
უდაბნოში გამოწვეული ყველა განაჭრელს და ანთებას უნდა უმკურნალოთ ანტისეპტიკური მალამოს გამოყენებით, და რაც შეიძლება სწრაფად.

მარშუტის დადგენა

მიმართულების დადგენა: ჩვეულებისამებრ უდაბნოში ნათელი ღამეებია, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სამხრეთის ჯვრის თანავრსკვლავედის ადგილმდებარეობა, რომელიც სამხრეთის მიმართულებას გვიჩვენებს. როდესაც დაადგენთ მიმართულებას, გზა კომპასის საშუალებით გაიკვლიეთ.
კომპასის გარეშე მიმართულების განსაზღვრა _ საკმაოდ რთულია, რადგანაც არჩევანის რამოდენიმე შესაძლებლობა არსებობს. მიმართულების განსაზღვრის ერთი მეთოდი შემდეგში მდგომარეობს _ ყურადღება მიაქციეთ ერთ ხაზზე მდგარ საგნებს, რაც შეიძლება დიდი მანძილით დაშორებულებს. სანამ მიაღწევთ პირველ საგნამდე, ყურადღება მესამეზე გადაიტანეთ, რომელიც მდებარეობს მეორეს გასწვრივ და ა.შ.
მანძილის განსაზღვრა: უდაბნოში კიდევ ერთ პრობლემად მანძილის განსაზღვრა გვევლინება. სუფთა ჰაერზე საგნები, რეალურად არსებულზე შედარებით, ერთმანეთთან ახლოს გვეჩვენება. უხეში მიახლოებით, თვალით აღქმული მანძილი სამზე უნდა გადავამრავლოთ. ზუსტი გათვლებისთვის უნდა გამოვიყენოთ მანძილის ზუსტი განსაზღვრის სხვა მეთოდები.
მანძილის განსაზღვრა ნაბიჯებით: მანძილის გაზომვის გამოცდილი მეთოდია ნაბიჯებით გაზომვა. მამაკაცის ნაბიჯის საშუალო სიგრძე 0.75 მ-ია, ესე იგი, ათი ნაბიჯი მთლიანობაში დაახლოებით 7.5 მ-ს შეადგენს. სასურველია, გაიგოთ საკუთარი ნაბიჯის სიგრძე და ისწავლოთ ნაბიჯებით მანძილის აზომვა, სანამ გაემგზავრებოდეთ ექპედიციაში.
მანძილის განსაზღვრა დროის მიხედვით: არსებობს კიდევ ერთი მეთოდი მანძილის განსაზღვრისთვის, რომლის საზომადაც დრო გამოიყენება. ამისთვის აღებულია ის ფაქტი, რომ ქვეითის საშუალო სიჩქარე 4კმ/სთ-ია. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითვალისწინოთ ლანდშაფტის სირთულე, მაგალითად, ღრმა ქვიშა. იმისთვის, რომ მიღწეული იქნას მაღალი სიზუსტე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე მეთოდი.

მოამზადა თამარ ხაბეიშვილმა

No comments:

Post a Comment