Monday, October 26, 2009

ჯო ბაიდენი: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ



ჯო ბაიდენი: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ

(ამონარიდები ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლიდან საქართველოს პარლამენტში 2009 წლის 23 ივლისს)

"მე ჩამოვედი აქ შეერთებული შტატებიდან ცალსახა, მარტივი გზავნილით. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვდგავართ თქვენს გვერდით, თქვენს გზაზე, - უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ".


"მე მსურს ცალსახად განვაცხადო, რატომ იყო თქვენი თავისუფლება ამდენად მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსათვის. მე ვიდექი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და ცაში კიდევ ისმოდა სამხედრო თვითმფრინავების ხმა, და მე მაშინ განვაცხადე იქ, იმ სახურავზე, ამერიკის მხარდაჭერის შესახებ საქართველოსადმი როგორც სენატორმა და მე დღეს კიდევ ერთხელ გიცხადებთ ამ მხარდაჭერას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტი. მე ამ მხარდაჭერას გიცხადებთ არა პირადად ჩემი, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით".

"ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს, არ აღიარონ ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ცალსახად იყო გამოხატული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში".


"საქართველო დღესდღეობით იღებს ერთ–ერთ ყველაზე დიდ დახმარებას შეერთებული შტატებიდან ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. 1 მლრდ დოლარი 5 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენ აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზების მიზნით. ყურადღება ექცევა ტრეინინგებს, დაგეგმვას და ორგანიზებას. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს სურს გაწევრიანდეს ნატოში. ჩვენ სავსებით ვუჭერთ მხარს ამ მისწრაფებას".


"ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ქართველი ჯარისკაცები დგანან ჩვენი გულადი საზღვაო ქვეითების გვერდით ავღანეთში".


"მე დღეს განსაკუთრებით მოვუწოდებ საქართველოს ახალგაზრდობას, საქართველოს ლიდერების შემდეგ თაობას, განაგრძონ თავისი იდეებისა და მოსაზრებების მოწოდება, რათა შეიქმნას სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული საქართველო".

"როდესაც ვხვდებოდი თქვენს პრეზიდენტს, მან ჩამიტარა პატარა ისტორიის გაკვეთილი თქვენს ყველაზე ცნობილ პოეტთან მიმართებაში. პოეტის, რომელმაც სული ჩაუდგა საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას 1921 წელს, ხმა ჩვენ დღესაც გვესმის, და იმედია, სწორად გადმოვცემ. მისი სიტყვებია:

„ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწვოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული“.



"ძალიან დიდი მადლობა, რომ არა მარტო თქვენი ქვეყნის შთაგონება მოახერხეთ თავისუფლების იდეებით, არამედ მილიონობით სხვებისაც. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ. დიდი მადლობა და, როგორც გარანტი, ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით".

No comments:

Post a Comment