Monday, October 26, 2009

მამუკა ხერხეულიძე - საქართველოს ჯარისკაცის სამახსოვრო



მამუკა ხერხეულიძე

საქართველოს ჯარისკაცის სამახსოვრო

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.

დილის ლოცვებიდან - "ლოცვა ცოცხალთათვის".



დღეს მე ზუსტად ვიცი რატომ მეამაყება, რომ ქართველი სამხედრო ვარ.

1.
ხუთი წლის წინ მე ვიყავი ქართველი სამხედრო, მაგრამ არ მახსოვდა გამარჯვებული საქართველოს იდეა.

დღეს ჩვენ გორგასლიან _ თამარიანი დროშა მიგვიძღვის და მე ზუსტად ვიცი, საიდან მოვდივარ, საით მივდივართ და რომ ეს ხუთჯვრიანი დროშა გამარჯვებული საქართველოს სიმბოლოა.

2.
ხუთი წლის წინ მე ვიყავი ქართველი სამხედრო, მაგრამ არასდოს მიმღერია საქართველოს ჰიმნი.

დღეს ჩვენ ახალი ჰიმნი გვაქვს, რომელიც ყველა ქართველმა ჯარისკაცმა იცის და ფეხზე მდგომ მილიონობით ქართველთან ერთად, ხელს გულზე ვიდებ და სიამაყით ვმღერი, - “ჩემი ხატია სამშოლო...”

3.
ხუთი წლის წინ მე ვიყავი ქართველი სამხედრო, მაგრამ არასდროს მიამაყია საქართველოს საგვარეულო ბეჭდით.

დღეს საქართველოს, როგორც ძველი ცივილიზაციის ღირსეულ წევრს, ახალი, ევროპულად საცნობი, ქრისტიანული ღერბი აქვს, ფარის მტვირთველი ლომებით, შუბშემართული წმინდა გიორგით, ჯვრებით, გვირგვინით და წარმატების საწინდარი წარწერით _ “ძალა ერთობაშია”.

4.
ხუთი წლის წინ მე ვიყავი ქართველი სამხედრო, მაგრამ არ მქონდა ქართული სახელმწიფო.

დღეს ჩვენ გვყავს მსოფლიო სტანდარტების ბრძოლის უნარიანი ჯარი, რომელმაც გაბედა და რუსულ საოკუპაციო არმიას ცეცხლი გაუხსნა, რითაც საქართველოს თავისუფლება მკერდით დაიცვა და დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ჩემი და საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებებს იცავს.

ხუთი წლის წინ მე ვმსახურობდი მცირერიცხოვან, ცუდად შეიარაღებულ, ჩაუცმელ, მშიერ ჯარში და როგორც ჯარისკაცი, ვიღებდი გასამრჯელოს - 6 ლარს.

დღეს ჩვენ 30 ათასზე მეტნი ვართ, გვაქვს თანამედროვე იარაღი და ამუნიცია, მტრის შესაშური ყაზარმები, საუკეთესო კვება, ჩემი ხელფასი შეადგენს 600-700 ლარზე მეტს.

6.
ხუთი წლის წინ მე ვიბრძოდი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის და მივიღე მრავალი ჭრილობა, რომელიც არავის დაუამებია.

დღეს ჩემი ჯამრთელობა დაზღვეულია და როგორც აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომში დაჭრილმა, მივიღე ფულადი კომპენსაცია 3 - 7 ათასი ლარის ოდენობით, უფასოდ მიმკურნალეს უცხოეთის წამყვან კლინიკებში.

ხუთი წლის წინ ჩვენ საქართველოს მთლიანობისთვის Bბრძოლებში დავკარგეთ უამრავი მეგობარი. ბევრის არც საფლავები ვიცით, არც სახელი.

დღეს მუხათგვერდში აშენდა ახალი სამხედრო სასაფლაო ეკლესიით, დაღუპულთა ოჯახებს გადაეცათ სახელმწიფო ჯილდოები და 15 ათასი ლარი კომპენსაცია, მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ თავდაცვის სისტემაში. მათ ოჯახებს დაურიგდათ კეთილმოწყობილი ბინები.


9.
ხუთი წლის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს აძლევდნენ 94 ლარს.

დღეს მე ვამთავრებ სამხედრო აკადემიას, მალე მივიღებ ოფიცრის წოდებას და გადამიხდიან 900 ლარზე მეტს. მე ვსწავლობ და ვიძენ მთავარ იარაღს _ ცოდნას, რადგან უძლეველია ცოდნით შეიარაღებული ძალები!


No comments:

Post a Comment